"პორტფოლიო" - გვანცა რევაზიშვილი.



  ხშირად ისმის კითხვა კარგი "Runway" მოდელი შეიძლება იყოს თუ არა კარგი ფოტო-მოდელი, საერთოდ უნდა იყოს თუ არა ორივე ერთად ან რამდენად შესაძლებელია ამ ორი მიმართულებით დამოუკიდებლად მუშაობა. მე კი გეტყვით, რომ თავისუფლად შეიძლება იყო კარგი მოდელი, როგორც პოდიუმზე, ასევე კამერის წინაც. ამის ნათელი მაგალითია "Look models management"-ის გამორჩეული სახე, გვანცა რევაზიშვილი.



მკერდი -87

წელი -60
თეძო -91
სიმაღლე - 178
წონა -58
ასაკი -19
ეროვნება - ქართველი.
ზოდიაქო - მერწყული.
- როგორი ბავშვი იყავი ? როდესმე იფიქრებდი, რომ შეიძლებოდა მოდელი გამოსულიყავი ?


-  როგორც ახლობლებისგან ვიცი ძალიან მოუხერხებელი ბავშვი ვიყავი, ყველაფერს ვაფუჭებდი, რაც ხელში მხვდებოდა. მთელი ბავშვობა მგონი ეზოში მაქვს გატარებული, შემეძლო მთელი დღე გარეთ გამეტარებინა, რის გამოც ძირითადად, ბებია იტანჯებოდა.  მოკლედ, მიყვარდა გარეთ ბოდიალი. მეგობრების ფართო წრით არც მაშინ გამოვირჩეოდი, ალბათ იმიტომ რომ ხშირად გვიწევდა საცხოვრებლის გამოცვლა და ვერ ვასწრებდი ბავშვებთან დაახლოებას, ამიტომ სამწუხაროდ,  ბავშვობის მეგობრები ნაკლებად მყავს. ყურადღების ცენტრში ყოფნა ბავშვობიდან მაღიზიანებდა, კომფორტის ზონას მარტო ჩემ უფროს დასთან ყოფნაშიც მარტივად ვიქმნიდი.  მოდელობაზე მე პირადად არასოდეს მიოცნებია. ამაზე დროთა განმავლობაში გარშემო ხალხის ინიციატივით უფრო დავფიქრდი და რადგანაც, სიახლეები მიყვარს და მაქსიმალურად ვცდილობ ყველა შანსი გამოვიყენო ყველა სფეროში, რომელიც მაინტერესებს, რატომაც არა?



- რამ იმოქმედა შენს გადაწყვეტილებაზე ? როდის მოხვდი სააგენტოში ?

- ჩემ გადაწყვეტილებაზე ყველაზე დიდი გავლენა ჩემმა ოჯახის წევრებმა იქონიეს, მათი დაჟინებული თხოვნით მივედი 14 წლის ასაკში "Elite Model Looks"-ის შესარჩევ ქასთინგზე, სადაც "TOP 8"-ში მოვხვდი, ამას მოყვა კონტრაქტი "IC models management"-თან, თუმცა აქტიურად მუშაობა "Look models:-ში გადასვლის შემდგომ დავიწყე, რომელშიც დღემდე ვმოღვაწეობ უკვე ორი წელია და ვგრძნობ, რომ ნამდვილ პროფესიონალ გუნდთან ვმუშაობ.



- როდის გაეცანი პირველად მოდის სფეროს ახლოდან, რამდენად გაამართლა შენმა მოლოდინმა რეალობას ?
- მოდის სფეროს ახლოდან გაცნობა სწორედ ამ გუნდის მეშვეობით მოხდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორი ადამიანის მიერ მოცემულ მითითებებს და მცდებლობას გახდე უკეთესი, როდესაც სხვაში ხედავ შენდამი ინტერესსა და იმედს კიდევ უფრო მეტად გიმაღლდება მოტივაცია. სწორედ ასეთი ადამიანი გახდა ჩემთვის ქალბატონი, ნინო ცქიტიშვილი. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ერთობლივად მუშაობამ შედეგი გამოიღო და კიდევ უფრო დიდი გეგმები გვაქვს წინ.



- როგორია შენი კარიერა ? რამდენად დატვირთულია შენი ერთი დღე ?
- ამჟამად სამოდელო კარიერასთან ერთად უნივერსიტეტშიც ვიწყებ სწავლას და გარდა ამისა, ვმუშაობ "snap fitnes"s-შიც, შესაბამისად ჩემი დღე .როგოც წესი. ყოველთვის დარვირთულია მრავალი. ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული აქტივობით.თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი დღე სამეგობრო წრეში სრულდება.




- რომელ სააგენტოებთან თანამშრომლობ და რა წარმატებული ნაბიჯები გადადგი ამ მცირე დროში ?
- ორი წლის განმავლობაში სამ სააგენტოსთან დავდე კონტრაქტი : "Pars management" - გერმანიაში ," Blow models" - ბარსელონაში და "D models " - საბერძნეთში. ამ სააგენტობის მეშვეობით ვიმოგზაურე გერმანიაში , პორტუგალიასა და საბერძნეთში სხვადასხვა ჩვენებისთვისა და გადაღებისთვის. გარდა ამისა, ქართულ მოდის სფეროშიც აქტიურად ვარ ჩართული.

- რამდენად იცავ სწორ კვებას და თუ ვარჯიშობ ?

- სწორი კვების დაცვა რეჟიმიდან გამომდინარე ძალიან მიჭირს, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვცდილობ. ვარჯიშს რაც შეეხება "snap fitness"-ში სამუშაო დღის შემდეგ საკუთარ ფორმებზეც ვმუშაობ.



- რა არის გვანცას ის მეორე მხარე, რომელიც ცოტამ იცის ? როგორი ხარ კამერასა და პოდიუმს მიღმა ? მოდელობის გარდა, თუ გაქვს ჰობი ?

-  გვანცას მეორე მხარე არ ვიცი ზუსტად როგორ დავახასიათო, ალბათ უკეთესი იქნებოდა ამ კითხვაზე ჩემი მეგობრები თუ გიპასუხებდნენ, თუმცა ჩემი მხრიდან რაც შემიძლია ვთქვა არის ის, რომ ყოველთვის ვარ ბუნებრივი, მნიშვნელობა არ აქვს კამერის წინ თუ მის მიღმა. ჩემი აზრით, ყველაზე მთავარი სწორედ ეგ თვისებაა ადამიანში და გარშემოც ვფიქრობ, ბუნებრივი ადამიანები მყავს. ჰობს რაც შეეხება, სამწუხაროდ დრო ან ენერგია აღარ მრჩება არაფრისთვის, თუმცა კულინარიით ვარ გატაცებული და თავისუფალ დროს მიყვარს სამზარეულოში ექსპერიმენტები.

- შეგიძლია ჩემს მკითხველს კარგად აღუწერო როგორია კვირეულის "ბექსთეიჯი" ?

 - "Backstage"-თან დაკავშირებით რისი თქმაც შემიძლია არის, ის რომ ზედმეტად დატვირთულია, ქაოტური და სავსეა ემოციებით (როგორც წესი დიზაინერების), ქართველი დიზაინერები, რა თქმა უნდა, ცდილობენ მაქსიმალური ენერგია ჩადონ იმ საქმეში, რასაც აკეთებენ და ბუნებრივია, ამას დიდი დაძაბულობაც მოყვება, განსაკუთრებით, ჩვენბამდე წუთებით ადრე.




- წიგნი, რომელიც ბოლოს წაიკითხე, რა გავლენა მოახდინა მან შენზე ?

- ბოლოს წავიკითხე ეტელ ლილიან ვოინიჩის "კრაზანა" და დიდი შთაბეჭდილებებიც მოახდინა ჩემზე, ჩემთვის საოცარი იყო ავტორის დეტალიზებური წერის მანერა, რომელმაც შეიძლება ითქვას, რომ პერსონაჟები წარმომადგენინა და ვიზუალურად იდეალურად აღმაქმევინა, შინაარსობრივ მხარეზე და პერსონაჟთა ხასიათებზე საუბარი ზედმეტია.




- რა არის შენი მიზანი და სად იქნები ერთ წელიწადში, შენი აზრით ?
- რთული სათქმელია სად ვიქნები ერთ წელიწადში ან როგორ, მაგრამ თუ ერთ წელიწადში ამ  დროს გავიხსენებ და გავიაზრებ, რომ გავნვითარდი პიროვნულად და კარიერულად მაშინ მიზანი მიღწეული იქნება.





გიგა უჩუვატოვი

Comments