კალეისი - ქართული სამკაულების ბრენდი.
- ბრენდის მამოტივირებელი ძალა , პირველ რიგში იყო ის რომ მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ისეთი პროდუქტი , რომელიც იქნებოდა განსხვავებული და ხელმისაწვდომი. - რამდენად რთულია დღეს საქართველოში დიზაინერობა ?
- გულწრფელად რომ ვთქვათ მარტივი არ არის, მითუმეტეს როცა არც ერთი ჩვენგანი არ არის პროფესიით დიზაინერი. გვიწევს უამრავი დროის და ენერგიის დახარჯვა იმაზე , რომ ბრენდი იყოს ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე , რადგან მომხმარებელი რა თქმა უნდა მაქსიმალურს ითხოვს ჩვენგან და ჩვენც ვცდილობთ იმედები არ გავუცრუოთ.
- რა სირთულეებს შეხვდი თავდაპირველად და რამდენად დიდია კონკურენცია ?
- ამ წამოწყებას არასოდეს ვუყურებდით როგორც მარტივს , თუმცა როდესაც ჩავერთეთ პროცესში გავაცნობიერეთ ,რომ იმაზე მეტი და დიდი ძალისხმევაა საჭირო , ვიდრე წარმოგვედგინა.გარდა იმისა რომ გავეცანით ვერცხლის აქსესუარების მომზადების ტექნოლოგიას საფუძვლიანად , ასევე დავიწყეთ ჩვენი ძალებით მარკეტინგის და პიარის შესწავლა , რაც ძალიან გვჭირდება. პირადად მე, არასოდეს მქონია კომპიუტერულ პროგრამებთან შეხება, რაც ახლა უკვე კარგად ვიცი. საქმეები გადავინაწილეთ გამოცდილების მიხედვით და ვფიქრობ , რომ თავს ძალიან კარგად ვართმევთ. რაც შეეხება კონკურენციას რა თქმა უნდა მაღალია, ვერცხლი იყო ,არის და იქნება მუდამ ტრენდული. მიხარია , რომ ბევრ ჩვენ კონკურენტ ბრენდთან ძალიან მეგობრული ურთიერთობა გვაქვს , ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და მივესალმებით ჯანსაღ კონკურენციას .
- გაიხსენე პირველი კოლექცია, რით დაიწყეთ ?
- რომელია თქვენი პირველი წარმატებული ნაბიჯი ?
- ჩვენთვის პირველი კომპლიმენტი მომხარებლისგან ალბათ ყველაზე დიდი წარმატება იყო და ყოველთვის იქნება, რადგან ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი მგონია. - რით გამოირჩევა და რით არის დასამახსოვრებელი ბრენდი ქართულ ბაზარზე?
- კალეისის აქსესუარები მორგებულია ყველა ტიპის და გემოვნების ადამიანზე. ფასი - რომელიც დღევანდელობიდან გამომდინარე მაქსიმალურად ხელმისაწვდომია ყველასთვის. შეფუთვა- ვფიქრობ ჩვენი შეფუთვა გამოგვარჩევს ყველასგან. ხის ბრენდირებული ყუთი, სადაც განთავსებულია აქსესუარი , შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ზარდახშა , რომელიც გექნებათ მთელი ცხოვრება. რაც მთავარია - კალეისის აქსესუარები სრულიად უფასოდ იგზავნება ადრესატთან , მთელი საქართევლოს მასშტაბით.
- რამდენად ატარებს სამკაულები რაიმე განსაკუთრებული ხასიათის მესიჯს, ფასეულობას ?
სამკაული რა თქმა უნდა უდიდეს ხასიათს ატარებს. მას შეუძლია გადმოცეს ადამიანის შინაგანი სამყარო, თუმცა ყოფილა შემთხვევა , რომ ერთი და იგივე აქსესუარი ორ რადიკალურად განსხვავებულ პიროვნებას, სხვადასხვანაირად მოხდენია. ჩვენს აქსესუარებს ყოველთის ვარქმევთ პირობით სახელებს და ვფიქრობ, ეს სახელები ზუსტად ასახავს მათ ხასიათს. - სად არის წარმოდგენილი თქვენი კოლექციები ?
- ამ ეტაპზე ჩვენი კოლექცია, როგორც ვერცხლი ასევე მოოქროვილი ვერცხლი , წარმოდგენილია მაღაზია „ ქართული მოდის ლაბში“ - ფალიაშვილის 80 ნომერში და ასევე მაღაზია „გულავიში“ - მელიქიშვილის 45 ნომერში.
- რა სიახლეები გაქვთ და რას გეგმავთ სამომავლოდ ?
- ახლა მთელს ზაფხულს ვუთმობთ ახალი კოლექციის მომზადებას , ვაპირებთ ბეჭდებს და საყურეებს დავუმატოთ სამაჯურები და ასევე იგეგმება მამაკაცის ხაზის გაფართოებაც.
გიგა უჩუვატოვი










Comments
Post a Comment