ლედი გაგამ ახალი კოსმეტიკური ხაზი „Haus Laboratories“ გამოუშვა.
ლედი გაგამ კოსმეტიკური ხაზის სარკლამო ფოტო და ვიდეო ექსკლუზიურად გადასცა The Business of Fashion-ს.
„როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, თავს არასდროს ვგრძნობდი ლამაზად. მაგრამ როდესაც მე ვიბრძოდი, რომ აღმომეჩინა, როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი სილამაზე, მე აღმოვაჩინე მაკიაჟის ძალა.“ -ლედი გაგა
გაყიდვები სექტემბრიდან დაიწყება და მასში შესული იქნება ტუჩსაცხები, ტუჩის ლაინერები და ის ნებისმიერი ფერის თვალის ჩრდილი, რომელიც გამოყენებულია Daniel Sannwald-ის მიერ გადაღებულ ვიდეო რგოლში.
მომღერალსა და მსახიობს საკუთარ ბრენდთან დაკავშირებით დიდი გეგმები და ამბიციები აქვს. როგორც ჩანს ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ უამრავი სიახლე გველოდება. მისი საბოლოო მიზანი გლობალური კოსმეტიკური იმპერიის აშენებაა. Haus Laboratories იქნება პირველი მთავარი და მნიშვნელოვანი ბრენდი, რომელიც ექსკლუზიურად გაიყიდება „ამაზონზე.“
როგორც ცნობილია, აღნიშნული ბრენდი საწყის ეტაპზე გაიყიდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთსა და გერმანიაში, ონლაინ შეკვეთების მეშვეობით. ამანათის მიწოდების დრო კი დაახლოებით 2 დღეს შეადგენს. ხოლო სინგაპურიდან-ბრაზილიამდე, მილიონობით ადამიანს კოსმეტიკის შეძენა გლობალურ მაღაზიაში შეეძლება.
საკმაოდ სარისკო გადაწყვეტილებაა ასეთი მაღალი დონის ბრენდის „ამაზონზე“ გაყიდვა რადგან, როგორც ყველასთვისაა ცნობილი აღნიშნული ონლაინ მაღაზია არ არის განკუთვნილი ასეთი მაღალი ხარისხისა და ფასებისთვის. რატომ გადაწყვიტა მომღერალმა „ამაზონთან“ თანამშრომლობა და არა მაგალითად ისეთ ცნობილ კოსმეტიკურ მაღაზიებთან როგორებიცაა- „ ულტა“, „სეფორა“ და ა.შ. ალბათ ეს კიდევ ერთ-ერთი დიდი ამბიციაა, რომლითაც გაგას იმის დამტკიცება სურს, რომ ასეთ კომპანიასთან თანამშრომლობითაც კი შეუძლია გაყიდვების მაღალი მაჩვენებლის მიღება.
როგორც თავად მომღერალი აღნიშნავს მხოლოდ „ამაზონს“ შეუძლია მისთვის თავისუფლების მიცემა და და მას სურს ბრენდის საფუძველი რწმენასა და სიმართლეზე იდგეს და არა ტყუილზე.
„ზოგჯერ სილამაზე არ მოდის ბუნებრივად, მაგრამ მაკიაჟის დიდი მადლობელი ვარ რადგან მომცა ის სიმამაცე და გამბედაობა, რომელიც არ ვიცოდი, რომ ქონდა.“- ლედი გაგა
ქეთი ხატიაშვილი




Comments
Post a Comment