რატომ ირჩევს მომხმარებელი "Nail Beauty"-ს ?
ლიკა - არ ვიცი, ალბათ, ხმამაღალი ნათქვამი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ყველაფერი ჩვენმა შრომისმოყვარეობამ გამოიწვია, თუმცა აბაშიძის ფილიალში გახსნიდან სამ თვეში ადგილები უკვე აღარ გვქონდა.
მოგვიანებით, ლიკას სალომე ლომიძე შეუერთდა და ქალბატონებმა, ერთად დაიწყეს სალონის განვითარებაზე ზრუნვა, რამაც საბოლოოდ კიდევ ორი, წერეთლისა და ყაზბეგის ფილიალების გახსნას შეუწყო ხელი.
სალომე - ჩვენი პლიუსი ალბათ ის არის, რომ ვაფასებთ მომხმარებლის დროს და ვთავაზობთ რამოდენიმე პროცედურის ერთდროულად ჩატარების. მაგალითად, პედიკურისა და მანიკურის ან ვარცხნილობისა და მანიკურის პარალულურ რეჟიმში გაკეთება. გარდა ამისა, ჩვენთან დაცულია ყველა სანიტარიული ნორმა, რის გამოც 10+ -ით შეგვაფასეს. ერთჯერადი სამუშაო ხელსაწყოები მომხმარებლის თვალწინ იხსნება და გამოყენების შემდეგ , რა თქმა უნდა, იყრება.
"Nail Beauty"-ში არამხოლოდ ფრჩხილისა და თმის პროცედურების, არამედ ლაზერული ეპილაციის ჩატარებაც შეგიძლიათ, "Soprano ICE Platinum"-ის მეშვეობით. ამ აპარატის მეშვეობით საგრძნობლად მცირდება პროცედურის დროს გამოწვეული ტკივილი. პროცედურის ფასი ყველასთვის ხელმისწვდომია და სხვა ტიპის პროცედურებისგან განსხვავებით ნაკლები დრო სჭირდება. გარდა ამისა, დიოდისგან განსხვავებით, პროცედურის ჩატარება საჭიროა თვეში ერთხელ.
რაც შეეხება ლაზერული ეპილაციის შედეგის ეფექტურობას, ყველაფერს აპარატის ინოვაციური თვისება განაპირობებს. ერთდროულად ერთ თავაკში გაერთიანებულია სამი ლაზერული ტექნოლოგია, ალექსანდრიტი, დიოდი და ნეოდიუმი. პროცედურის დროს სამივე სხივი ერთდროულად მოქმედებს, რაც თმის საფუძვლიან მოშორებას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, "Nail Beauty"-ში მოსულ მომხმარებელს საშუალება ეძლევა გაიკეთოს მაკიაჟი პროფესიონალ Make-up არტისტებთან.
სალონთა ქსელი ერთგულ მომხმარებელს ანებივრებს და სხვადასხვა საჩუქრებსაც უკეთებს. ერთგულ მომხმარებლებს შორის კი მოდელები, ბლოგერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეებიც შედიან. საინტერესოა რა კომენტარს გააკეთებს სალონზე მოდელი, ლიკუნა ხაჭაპურიძე.
ლიკუნა - სამი თვეა, რაც "Nail Beauty"-ის აქტიური და ერთგული მომხმარებელი გავხდი. პირველრიგში, ხარისხს, ლამაზ და კომფორტულ გარემოს და პროფესიონალთა ჯგუფს გამოვარჩევ. თბილისში არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვისარგებლოთ ფრჩხილის დაგრძელების ხარისხიანი პროცედურით, თუმცა "Nail Beauty"-ში მე თამამად ვიკეთებ , როგორც მანიკურის, ასევე პედიკურის შილაკის პროცედურებს. გამოვარჩევდი, ასევე ლაზერული ეპილაციის აპარატს სამი სხივით. ხშირად ვიკეთებ და მომწონს ის, რომ პროცედურის გაკეთება რუჟის დროსაც შეიძლება . მოკლედ, სალონით გულწრფელად კმაყოფილი ვარ და მომწონს მათი მეგობრული გარემო.
სალონთა ქსელი ერთგულ მომხმარებელს ანებივრებს და სხვადასხვა საჩუქრებსაც უკეთებს. ერთგულ მომხმარებლებს შორის კი მოდელები, ბლოგერები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეებიც შედიან. საინტერესოა რა კომენტარს გააკეთებს სალონზე მოდელი, ლიკუნა ხაჭაპურიძე.












Comments
Post a Comment