ქართული ბრენდი "Ninimo" ტინა კუნაკის "Instagram"-ზე.
ცნობადი ადამიანების , ვარსკვლავების წვლილი სხვადასხვა ტენდენციისა თუ სტილის დამკვიდრებაში ოდითგანვე ,დიდი იყო. ჩვენ კარგად გვახსოვს,რომ ისეთი მოდის სახლები, როგორებიცაა Chanel და Dior, ხშირად აცვამდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავებს. მერილინ მონრო, ოდრი ჰეპბერნი, მარლონ დიტრიხი - შეიძლება ითქვას პირველი “ინფლუენსერები".
დღეს ყველა მოდის სახლს ჰყავს თავისი სახე . დიზაინერები მილიონების ღირებულების სამოსს ჩუქნიან ვარსკვლავებს, რომ წითელ ხალიჩაზე მათი სახელი გაჟღერდეს. აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდს PR-ში ხშირად იყენებს დონატელა ვერსაჩე, ამის გამო ხშირად ძმასთან კონფლიქტიც მოსვლია, თუმცა დღეს ეს ბრენდი წითელ ხალიჩასთან ასოცირდება.
ახლა საქართველოში დავბრუნდეთ . ჩვენი დიზაინერების სამოსს მსოფლიო დონის ვარსკვლავები "Mercedes-benz Fashion week"-ისა თუ "TATA-LA"-ის წყალობით ირგებენ, თუმცა იღბლიანებიც არსებობენ, ისეთები, რომლებსაც ვარსკვლავები თავად სთავაზობენ თანამშრომლობას , მათ შორის კი ახალბედა ბრენდი "Ninimo"-ა, რომელზეც არა ერთხელ გვისაუბრია და სულ რაღაც ნახევარი საათის წინ კულტად ქცეული მოდელის, ვინსენტ კასელის მეუღლის, ტინა კუნაკის “სთორში" მოხვდა.
ცნობილია, რომ მოდელი ქართული ფეხსაცმლის ბრენდით თავად დაინტერესდა და რამდენიმე წყვილი მისთვის და დედამისისთვის შეუკვეთა. ბრენდის მენეჯრმა თავად მიუტანა პარიზში შეკვეთა და უშუალოდ შეხვდა ვინსეტ კასელს. მოდელმა ფეხსაცმელები დადებითად შეაფასა , თუმცა ორსულობის გამო საჯარო გამოჩენისას არ მოურგია. დღეს კი მოულოდნელად მადლიერების ნიშნად "სთორი“ დადო და ბრენდი მონიშნა.
როგორც დიზაინერი ნინი მოსულიშვილი ამბობს, ფაქტმა ძალიან გაახარა. მან უკვე უამრავი შეტყობინება მიიღო ტინას ქართველი ფანებისგან. შეგახსენებთ,რომ ფეხსაცმლის შეძენა შეგიძლიათ ჯანაშიას 10-ში მდებარე „შოუ-რუმში„.







Comments
Post a Comment