5 MUST HAVE - Lini's.
ამ ბოლო დროს საქართველოში მოდის სფეროს განვითარებასთან ერთად უფრო და უფრო მოდური ხდება დიზაინერის პროფესია. შეიქმნა უამრავი ბრენდი, მათგან კი ცხადია, ბევრი ჯერ კიდევ დაუხვეწავი , ჩამოუყალიბებელი და არც თუ ისე სასურველი. თუმცა, მე ყოველთვის იმ დამწყებ ბრენდებზე ვწერ, რომლებსაც მგონია, განვითარების პერსპექტივი აქვთ.
დიზაინერობა მეორად პროფესიად მოდელმა ლიკუნა ლობჟანიძემაც აირჩია და სულ ცოტა ხნის წინ ბრენდი "Lini's" დაარსა.
"მოდამ სამსახურიდან გამომდინარე დამაინტერესა. დიზაინერებთან ხშირი შეხების გამო გავერკვიე ნაჭრებში და სხვადასხვა დეტალებში და ბრენდის დაარსების იდეა გამიჩნდა. თავდაპირველად, დავიწყე მაისურებით, რომელთა შემადგენლობის 95% შეიცავს კოტონს, ხოლო 5% ელასტინს." -განაცხადა ლიკუნამ ჩვენთან საუბარში.
ლიკუნამ მაისურებს აქსესუარებიც დაუმატა. ბრენდი შეყვარებულ წყვილებს ბუნებრივი ქვებით დამზადებულ სამაჯურებს სთავაზობს. ქვებიდან გამორჩეულია აგატი და მაგნეტიტი. დიზაინერი ასევე სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის ვერცხლის სამკაულებსაც გვთავაზობს, უპირატესობას კი მინიმალიზმს ანიჭებს.
მოდელი ბრენდის სრულყოფაზე სერიოზულად ფიქრობს და საშემოდგომოდ ახალი ფეხსაცმლის კოლექციის შექმნას აპირებს.
ამ ეტაპზე დიზაინერი საქართველოთია ინსპირირებული, რაც კარგად აისახება მის კოლექციაშიც. გთავაზობთ ჩვენ რჩეულ რამდენიმე ნივთს.
1.
2.
3.
4.
5.










Comments
Post a Comment