5 MUST HAVE - Tamaras line.



 დღეს კიდევ ერთ ქართულ ბრენდს გაგაცნობთ "Tamaras line", რომლის დამფუძნებელიც თამუნა ზირაქიშვილია. დიზაინერი უკვე ათი წელია, რაც საყვარელ საქმიანობას აკეთებს და ამით ბედნიერია. როგორც თავად ამბობს, "დიზაინერობა რთული არ არის მათთვის ვისაც შეუძლია. ეს ან გამოგდის ან არა".
 დიდი კონკურენციის მიუხედავად მაინც ცდილობს, რომ ბრენდი განავითაროს და სახელი დაიმკვიდროს ქართულ ბაზარზე. დიზაინერმა ჩემთან საუბარში პირველი კოლექციაც გაიხსენა, რომელიც ნაქსოვი ფეხსაცმლისა და თექის სამკაულებისგან შედგებოდა.
 ამ ეტაპზე დიზაინერი ტყავის ჩანთებსა და აქსესუარებს ქმნის, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა. მზადდება 100%-ით ნატურალური მასალით. ბრენდი წარმოდგენილია რამოდენიმე ქართულ "შოუ-რუმსა" და თავად დიზაინერის სახელოსნოში. თამუნა ზირაქიშვილი გაფართოებას აპირებს და დიდი გეგმებიც აქვს, თუმცა მანამდე მე მინდა ჩვენს ტრადიციულ რუბრიკაში ჩემთვის რჩეული ხუთი მოდელი გაგაცნოთ.

1.
 ტყავის ტენდენციური საყურე "Tamaras line"-სგან. ძალიან მოუხდება, როგორც ქეჟუალ, ასევე კლასიკურ ლუქსაც. შეუხამეთ ის თეთრ "Total look "-ს.

2.

 ტყავის ხელჩანთა ქართული ორნამენტების ზედაპირით, ძალიან მოუხდება ჯინსებსა და "ქანთრი" სტილის პონჩოს ან ლამაზ ცილინდრსა და ჭრელ, საზაფხულო ქვედაბოლოს.

3.

 ყურადღება მიაქციეთ, ასევე, ამ ლურჯი ტონალობის ჩანთის ხელნაკეთ ზედაპირს. საკმაოდ რთული, მაგრამ საინტერესო ნამუშევარია, რაც განსაკუთრებულს გახდის თქვენ ყოველდღიურ ჩაცმულობას. ყველაფერი დეტალებშია.

4.
 მიუხედავად იმისა, რომ სპორტული წელის ჩანთები წარსულს ჩაბარდა, კლასიკური მოდელები აქტუალურობას კვლავ ინარჩუნებს. 


5.
  და ბოლოს ისევ საყურეები, ოღონდ ამ შემთხვევაში წითელი დეტალებით გაფორმებული.

გიგა უჩუვატოვი



Comments