Bigsie Beauty - ანი ხავთასი.
დღეს "Beauty" რუბრიკაში ვიზაჟისტ ანი ხავთასს გაგაცნობთ. ანის მაკიაჟი დიდი პოპულარობით სარგებლობს მის "ინსტაგრამ" გვერდზე, ამიტომ ჩვენ დავუკავშირდით და გავარკვიეთ თუ რა იწვევდა ასეთ ინტერესს საზოგადოების მხრიდან. გთავაზობთ ინტერვიუს.
- პირველად როდის დაიწყეთ მაკიაჟის კეთება ? -13-14 წლის ვიყავი,როცა მაკიაჟის ხელოვნებით დავინტერესდი. თავიდან ეს იყო ჰობი და რა თქმა უნდა, ვერ ვხვდებოდი, რომ არც თუ ისე შორეულ მომავალში პროფესიად ვაქცევდი.
- რომელი ტიპის მაკიაჟია თქვენი ფავორიტი და რომელია ტრენდული მომხმარებელში?
- ჩემი ფავორიტი ბუნებრივი მაკიაჟია, თუმცა გააჩნია მოდელს. როგორიც არ უნდა იყოს მაკიაჟი, მთავარია, გამოიკვეთოს ხასიათი და ის, თუ რისი თქმა გვსურდა ამ ნამუშევრით. მომხმარებლებშიც ძირითადად ესეთი მაკიაჟია ტრენდული, რადგან ჩემთან მოდიან ბოლომდე მენდობიან და მოწონთ ჩემი მუშაობის სტილი.
- რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს მოდელის კანს მაკიაჟის კეთების დროს?
- მოვლილ კანს ქალის გარეგნობაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მაკიაჟს ბევრი ნაკლოვანების დაფარვა შეუძლია, მაგრამ რაც უფრო მოვლილია კანი შედეგიც უფრო ლამაზია.
- ძირითადად რომელ პროდუქციას იყენებთ ან რატომ ანიჭებთ უპირატესობას?
- ესე ერთო კონკრეტული ბრენდის პროდუქტები არ მაქვს, მუშაობამ და ძალიან ბევრი კოსმეტიკის დატესტვამ აღმომაჩენინა პროდუქტები, რომლებიც ახლა უკვე შეუცვლელია ჩემთვის, თუმცა ამ სფეროში ისე, როგორც განვითარებაა საჭირო, ასევეა ახალი კოსმეტიკის დატესტვა-გამოყენება. ვიყენებ "Anastasia Beverly Hills", "Dior", "Estee Lauder" და სხვა..
- თუ გაქვთ თქვენი სალონი , თუ კი როდის გახსენით?
- ჯერჯერობით სტუდიის გახსნას არ ვფიქრობ. ძალიან კომფორტულად ვარ "LX"-ში, სადაც ყველა მომსახურებას ერთად იღებენ გოგონები და დროის გადანაწილების პრობლემაც ადვილად გვარდება.
- შეგიძლიათ, სპეციალურად ჩემს მკითხველს მაკიაჟის თქვენი ხრიკები გაანდოთ ?
- ესე ჩემი ხრიკების თეორიულად ახსნა გამიჭირდება, მაგრამ გეტყვით იმას, რომ სახის კანი აუცილებლად კარგად უნდა იყოს დატენიანებული და ნებისმიერი პროდუქტი უფრო კარგად “დაჯდება” სახეზე. გოგონების ნაწილს თვალზე გელ-ლაინერის წასმა უჭირს, გირჩევთ შავი ფანქარი და ბრტყელი პატარა ფუნჯი გამოიყენოთ და კარგად გადატუშული ისრები გამოვა.
- რომელ Beauty blogger-ს გაუწევთ რეკომენდაციას, ვის ადევნონ თვალი გოგოები რათა დამოუკიდებლად შეძლონ მაკიაჟის გაკეთება ?
- ვლოგებით ბევრად რთულია, ჩემი აზრით, მაკიაჟის სწავლა, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ბევრი ნაბიჯი და დეტალი არის გამოტოვებული და საბოლოოდ მართლა რომ გაიმეორო მაინც არ გამოდის ის, რაც ჩაფიქრებული გვქონდა, მაგრამ არსებობს "Chanel", "Dior"- ის არხები, სადაც პროფესიონალი ვიზაჟისტები აკეთებენ ტუტორიალებს და შეიძლება ბევრი რამის სწავლა.
- არსებობს რაიმე დეტალი, რომელიც არასდროს არ უნდა გამოგვეპაროს მაკიაჟის კეთებისას ?
- ყველა დეტალი, ჩემი აზრით, ერთნაირად მნიშვნელოვანია მაკიაჟის დროს, მაგრამ რაც საბაზისოა ის ნამდვილად არ უნდა გამოგვეპაროს.
- გვესაუბრეთ თქვენს მიღწევებზე ამ სფეროში. - არ ვიცი რამდენად არის ეს მიღწევა , მაგრამ ყოველდღიურად ბევრ თბილ და სამოტივაციო სიტყვას ვისმენ იმ გოგონებისგან, რომლებსაც მაკიაჟი ან გავუკეთე ან სამომავლოთ გეგმავენ ჩემთან მოსვლას, რაც ძალიან ძალიან მახარებს.
- რას გეგმავთ სამომავლოდ ?
- სამომავლოდ ძალიან ბევრ რამეს ვგეგმავ. ზოგადად სწავლა სულ არის აუცილებელი ამ სფეროში. მიუხედავად იმისა რომ საქართველოში ბევრი სერთიფიკატი მაქვს, მინდა ევროპაში გავაგრძელო ამ პროფესიის შესწავლა, წინასწარ ბევრს არ ვლაპარაკობ ხოლმე ზოგადად, ვნახოთ რა და როგორ იქნება.




Comments
Post a Comment