BIGSIE Culinary - მიშა ავსაჯანიშვილი.



- როდის დაიწყე შენი საქმიანობა და რა არის შენი ბავშვობის გემო, რომელიც მოგონებებს აღგიძრავს ? - მოღვაწეობა ამ სფეროში დავიწყე 2013 წელს,როდესაც გაიხსნა საქართველოს კულინარიის აკადემია,მივატოვე მაღალანაზღაურებადი სამსახური და ჩავაბარე აკადემიაში,რათა დავუფლებოდი იმ სფეროს, რომელიც ჩემთვის მთავარია ცხოვრებაში. - სად მიიღე განათლება და რომელია შენი პირველი სამსახური?

- დავამთავრე კულინარიის აკადემია სამზარეულო და შემდეგ საკონდიტრო განხრითაც.ჩემი პირველი სამსახური იყო "M Group"-ში.რესტორნების ქსელის "Pastry" შეფი გავხდი,მარტივად დავთანხმდი ამ შემოთავაზებას მიუხედავად იმისა რომ დესერტები არ იყო ჩემი ძირითადი მიმართულება,იმ დროს ბაზარზე ძალიან ცოტა იყვნენ საკონდიტრო სფეროს წარმომადგენლები.მალევე გავხდი ამ ქსელის ყველაზე დიდი რესტორნის შეფი.
- როგორ განავითარე შენი კარიერა შემდეგ წლებში, გაიხსენე შენი წარმატებული ნაბიჯები ? - ყოველთვის ვილტვოდი სიახლეებისკენ,განვითარებისკენ,ვითვისებდი კულინარიაში ახალ ტექნიკებს თანამედროვე მიმართულებებს, რამაც ჩემს პიროვნებაზე მოთხოვნა გაზარდა .სულ მაქვს შემოთავაზებები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჯერჯერობით კიევში ვმუშაობ, ვარ ყველაზე დიდი ქსელის "Tarantino Family"- ს ქართული რესტორნების ბრენდშეფი.
- რომელია მსოფლიოში ყველაზე გემრიელი კერძი შენთვის ? - გამორჩეული კერძი არ მაქვს,ზოგადად მზარეულს არ უნდა ჰქონდეს გამორჩეული და საყვარელი კერძი, რადგან სხვებს უმზადებ და ძალიან ბევრ კერძთან გაქვს შეხება. - რას უნდა მიაქციოს ყურადღება მზარეულმა დესერტის მომზადების დროს? - თუ დესერტებზე ვისაუბრებთ კონკრეტულად დესერტებში აუცილებლად უნდა მიექცეს ყურადღება ზუსტ წონებს, არჩეული პროდუქტის სწორად მომზადების ტექნოლოგიას,ზუსტ ტემპერატურას და დროს.კერძებშიც ასეა, მაგრამ მანდ პედანტობა იმდენად საჭირო არ არის.
- ვინ არის შენთვის ყველა დროის საუკეთესო კულინარი ?

- Ferran Andria. ეს არის შეფი, რომელმაც თანამედროვე კულინარიაში მოახდინა რევოლუცია,შეცვალა და გადაიყვანა სხვა საფეხურზე.თუმცა არიან კულინარიის სხვა "მამებიც" paul bocuse,joel robuchon,allan ducasse და ა.შ - თბილისში ყველაზე პრესტიჟულ რესტორნად რომელს მიიჩნევ? - კონკრეტულად ვერ გამოვყოფ,მაგრამ დახვეწილ რესტორნებად ითვლება "ბარბარესთან","მეამა",ახლა გაიხსნა “რესპუბლიკა”.
- როგორ მოხვდი ერთ-ერთ ქართულ არხზე პროექტში ? როგორი ჟიურის იმიჯი გაქვს , შედარებით მკაცრი ხარ თუ ლოიალური? ეს შოუს ნაწილია თუ მარლაც ასეთი ხარ ? - პროექტის პროდაქშენს უნდოდა მაყურებლისთვის ჯერ არაცნობადი და წარმატებული სახე გამოჩენილიყო ახალ ქართულ კულინარიულ შოუში და აქედან გამომდინარე დამიკავშირდნენ პროდუსერები.ზოგადად სამსახურში მკაცრი ვარ, მაგრამ შოუში უფრო დიპლომატიური,ჩემი ამ პროექტში მოხვედრის მიზანი იყო და არის ის, რომ მაყურებელმა უფრო მეტი გაიგოს კულინარიაზე და უფრო მეტად დააინტერესდეს სიახლეები,თანამედროვე ქართული კულინარიის გასინჯვა მოუნდეთ და ასე გაჩნდება ქვეყანაში მოთხოვნა რომ იარსებონ ახალმა ქართულმა რესტორნებმა.აქედან გამომდინარე ვითვალისწინებ სიტუაციას რომ ძალიან ცოტა დრო აქვს მონაწილეებს მოსამზადებლად,ამდენი კამერა უღებს და არიან სტრესში და ჩემი მხრიდან კიდევ მკაცრი შეფასებების მიცემა უადგილო მგონია.მთავარია მივცე სწორი და არგუმენტირებული შეფასებები.


- გაქვს რაიმე საფირმო კერძი, რომელიც თავად გამოიგონე ? - მაქვს, მაგრამ არა ადაპტირებული უკვე მომხმარებელთან. ქართული სამზარეულო იმდენად წარმოუდგენლად მდიდარია,რომ ჯერ უნდა მივხედოთ იმას, რაც მივიწყებულია,აღვადგინით ასეულობით ქართული კერძი ,რომელ ეტაპზეც ახლა მე ვარ ,ძველი კერძების აღდგენა და მორგება ამ რეალობისთვის. უკვე აღდგენილი კერძები ბერვია ჩემ მენიუში. - რომელი ქვეყნის სამზარეულო მოგწონს ყველაზე მეტად ? - თავისთავად ქართული ერთპიროვნულად.
- გაგვიზიარე რაიმე ტედენციური კერძის რეცეპტი. ზოგადად, კულინარიაშიც არსებობს ტენდენციები? - ტენდენციები როგორ არ არის, აუცილებელიცაა ამ სფეროში.იყო დრო, როცა გადაპრანჭული კერძები იყო მოდური.ახლა მაგალითად, მინიმალიზმი უფრო ტენდენციურად ითვლება ზედმეტი გაფორმების და დამატებითი არასაჭირო ინგრედიენტების გარეშე. საქართველოში არვიცი, მაგრამ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგალითად კიევში ისეთი კერძები რომლებშიც სწორადაა გათვლილი ცილების ცხიმების და ნახშირწყლების სწორი გადანაწილება,სწორი კვების დეტალები გათვლილი თითოეყლ კერძში.

გირჩის მურაბის დესერტი წიწვის ზეთით და კედრის კაკლის მუსით

აჭარული ტოლმა კეჟერაფხალში კაიმაღით

სინორი პიტნით და ნიორის ზეთით

გიგა უჩუვატოვი

Comments