BIGSIE TRAVEL - სად დავისვენოთ შავ ზღვაზე ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად ?
შავიზღვისპირეთი , კონკრეტულად კი ბათუმი, ეს ის ადგილია, სადაც ვიცხოვრებდი. ამაზე ჩემი ხშირი ვიზიტებიც მეტყველებს, როდესაც ივლისის თვეში ბათუმში მესამედ ჩავედი, თავს უფლება მივეცი საკუთარი თავისთვის სრული კომფორტი მიმენიჭებინა და კოტეჯ "ციტრონს" ვეწვიე. ამ კოტეჯების კომპლექსმა პირველ ჯგუფს 2018 წლის სექტემბერში უმასპინძლა . წელს პირველი საზაფხულო სეზონია.
სულ 8 კოტეჯია.მათგან თითქმის ყველა 3 სართულიანი. პირველ სართულზე განლაგებულია სამზარეულო და მისაღები , ასევე სველი წერტილი, მეორეზე ორი საძინებელი და 1 სველი წერტილი, მესამეზე ტერასა კომფორტული მაგიდითა და სკამებით, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ ულამაზესი საუზმე, ვახშამი და სადილი.
დიზაინი თანამედროვე და მინიმალისტურია,თუმცა "ციტრონის " ჯგუფი მომავალი სეზონისთვის მცირედი ცვლილებების შეტანას გეგმავს და ინტერიერის დეკორაციების დაამატებს. "ციტრონის" ეზოში თქვენ დაგხვდებათ აუზი. თუ კი დაოჯახებული ხართ იმასაც გეტყვით, რომ სტანდარტულად ნომერში 4 უფროსი და 2 ბავშვის განთავსებაა შესაძლებელი.შესაბამისად ფასები დიდი ოჯახებისთვის ხელმისაწვდომია. სიმწვანე, სუფთა ჰაერი და სიმშვიდე ქალაქის ხმაურიდან სულ რამოდენიმე წუთის მოშორებით სრულ რელაქსაციას მოგანიჭებთ.
როგორც ჩემთვის ცნობილია, სეზონის შემდეგ გვერდით პერიმეტრზე იწყება მშენებლობა და "ციტრონი" სულ ახალი სახით, გაორმაგებული რაოდენობით, ორი აუზით საბავშო ზონით რეატორნით და სხვა ბევრი გასართობით დაგხვდება. "ციტრონი" მდებარეობს ბათუმში , ელიავას 38 ნომერში. მე რეკომენდაციას ვუწევ "ციტრონს ".
გიგა უჩუვატოვი










Comments
Post a Comment