როგორ დაარსდა ქეთი წიქვაძის ბრენდი და შეესაბამება თუ არა მსახიობი ლეკას პერსონაჟს ?

 მას ყველა იცნობს. ის ყველას უყვარს. ამის საფუძველიც ცხადია აქვს. "ჩემი ცოლის დაქალებში" ეს ის სერიალია, რომელში ერთი გამოჩენაც კი უკვე მაყურებლის გულის მოგები ტოლფასია. როდესაც დავუკავშირდი და ინტერვიუ კატეგორიულად ვაკეში დავუნიშნე, გაეცინა. რეალურად ქეთი წიქვაძე სულაც არ არის ლეკა. მსახიობობის გარდა დიზაინერიც არის ან პირიქით დიზაინერის გარდა მსახიობიცაა, რადგან მოდის სფეროს ასპარეზზწ სერიალზე უფრო ადრე გამოჩნდა.


 -როდის დაარსდა „Myka“ და როგორ გაჩნდა ბრენდის შექმნის იდეა? 

- ეს ყველაფერი დაიწყო ექვსი წლის უკან. თავდაპირველად, საერთოდ არ ვფიქრობდი ბრენდის დაფუძნებაზე, თუმცა ერთ დღესაც მეგობრებთან ერთად ყოფნის დროს დავიწყე გამონათქვამებზე და ფრაზებზე საუბარი, სწორედ მანდედან წამოვიდა იდეა, რომ ეს ფრაზები გადმომეტანა მაისურზე. გავაკეთეთ მაისურები და დაუგეგმავად გადავიღეთ ფოტოები, ვიდეორგოლები, რომლებიც ავტვირთე სოციალურ ქსელში. ამ ყველაფერმა საკმაოდ დიდი გამომხმაურება ჰპოვა, რამაც უფრო დიდი მოტივაცია მომცა და გამაკვირვა კიდეც, რადგან ამ დროს ცნობილი და საზოგადოებისთვის აქტუალური არ ვიყავი. რამოდენიმე დღეში დამიკავშირდნენ ქართველი დიზაინერების შოურუმიდან და შემომთავაზეს ჩემი პროდუქციის მათთან გაყიდვა და ამის შემდგომ მოვლენები კიდევ უფრო სწრაფად და კარგად განვითარდა.



-როგორ ფიქრობ რამ განსაზღვრა ბრენდის ასეთი წარმატება?

 -ვფიქრობ წარმატების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო ის, რომ მსგავსი პროდუქტი იმდროისთვის სიახლეს წარმოადგენდა და სხვათაშორის დღემდე არ შემხვედრია „Myka"-ს მსგავსი ბრენდი საქართველოს რეალობაში.



-საიდან იღებ ინსპირაციას და აქვს თუ არა შენს შექმნილ თითოეულ პროდუქტს კონკრეტული მნიშვნელობა? 

-მნიშვნელობები ,რათქმაუნდა, აქვს, თუმცა მხოლოდ ჩემს წარმოსახვაში. ამ გადმოსახედიდიან უკვე გამოცდილებას ვენდობი და ვიცი რა გაიყიდება შესაბამისად სიმართლე გითხრათ უფრო ამაზე ვარ ორიენტირებული.



 -როგორი ტიპის მომხმარებლისთვის არის გათვლილი ბრენდი „Myka"? 

-თავიდან, როდესაც იდეა გაჩნდა ვფიქრობდი, რომ ეს განკუთვნილი იქნებოდა უფრო თინეიჯერებისთვის და სწორედ ამიტომ მაღაზია გავხსენი 53-ე სკოლის წინ და კოლექციას მაისურების გარდა , შევმატე კაბები, შარვლები და ა.შ აღნიშნული მაღაზია მქონდა ბრენდის შექმნიდან 3 წლის განმავლობაში, თუმცა შემდგომ გარკვეული მიზეზებისდა გამო დავკეტე. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ამ დროის განმავლობაში მე მარტო არ ვიყავი და ყოველთვის მეხმარებოდა ნინი კვაჭანტირაძე, რომლის უზომოდ მადლიერი ვარ.



-მოდი ახლა გადავიდეთ უშუალოდ სერიალზე. პირველ რიგში მითხარი როგორ მოხვდი „ჩემი ცოლის დაქალების“ გადასაღებ მოედანზე და რამდენად შეესაბამება შენი პერსონაჟი რეალურ ქეთი წიკვაძეს?

-ერთ ჩვეულებრივ საღამოს ვიმყოფებოდი ერთ-ერთ კლუბში და იქვე აღმოჩნდა გიორგი ლიფონავა, რომელსაც შორიდან ვიცნობდი, მოვიდა და შემომთავაზა, რომ მომდევნო დღეს მივსულიყავი ქასთინგზე, თუმცა იმ საღამოს მე ეს სერიოზულად ვერ აღვიქვი და ვუთხარი რომ არ მივიდოდი. გათენდა მომდევნო დღე და როდესაც გავიაზრე რა შემომთავაზა სწრაფად გავემზადე, წავედი ქასთინგზე და როლზეც დამამტკიცეს.



 -რამდენად მოგწონს „ლეკას“ პერსონაჟი და პროტოტიპი თუ გყავს თბილისში? 

-ასე პროტოტიპი ნამდვილად არ მყავს. პირიქით, რომც მინდოდეს, რომ ვინმეს ვგავდე ასეთი არავინაა.



 -ბოლო დროს სერიალში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე უფრო აქტუალური გახდა შენი პერსონაჟი. იმოქმედა თუ არა ამან ბრენდის გაყიდვებზე? 

-კი გაყიდვებზე საკმაოდ კარგად იმოქმედა ამან, რადგან ხალხს იმ მაისურის ყიდვა უნდოდა დავუშვათ, რომელიც „ლეკას“ ეცვა და ა.შ. საკმაოდ ხშირია მსგავსი შემთხვევები.



-როგორ ხედავ ბრენდის განვითარებას და სად წარმოგიდგენია პერსონალურად საკუთარი თავი 10 წლის შემდეგ? 

-10 წელში საკუთარ თავს ვხედავ აქ, თბილისში. ხოლო რაც შეეხება ჩემს ბრენდს სიმარლე გითხრა ჯერ ზუსტად არ ვიცი სად ვიქნები 10 წელში, რადგან ამ ეტაპზე ჩამოყალიბებული არ ვარ რა მინდა მომავალში. ახლა მაქვს ონლაინ მაღაზია, რომელსაც თავიდან ბოლომდე ვუძღვებით მხოლოდ და მხოლოდ მე და ნინი კვაჭანტირაძე. ჯერ-ჯერობით ამით კმაყოფილი ვარ და ვნახოთ რა იქნება მომავალში.




Interviewed by Giga Uchuvatov
Edit by Katheryn Khatiashvili

Comments