პორტფოლიო - თაკო ნაცვლიშვილი.
პარამეტრები: 85-60-88
ეროვნება: ქართველი
ზოდიაქოს ნიშანი: სასწორი
- დავიწყოთ ადრეული ასაკიდან.რამდენად იქონია ნინოს საქმიანობამ გავლენა შენს პროფესიულ გადაწყვეტილებაზე?
-რათქმაუნდა, ნინოს ამ სფეროსთან კავშირმა საკმაოდ დიდი გავლენა იქონია ჩემზე, თუმცა ბავშვობაში სამოდელო სფეროთი საერთოდ არ ვიყავი დაინტერესებული. პროფესიულ ჩოგბურთს ვთამაშობდი 7 წელი და უცხოეთში, საჩოგბურთო სკოლაში, წასვლაც კი დაგეგმილი მქონდა, თუმცა მოხდა ისე, რომ ნინომ გახსნა სააგენტო. რამოდენიმეჯერ დავესწარი ქასთინგებს, ვარჯიშებს და ა.შ.
ერთხელაც ნინომ მთხოვა, რომ მივსულიყავი სააგენტოში, სადაც ჩამოსულები იყვნენ „Next Models”-ის სააგენტოდან ქასთინგის ჩასატარებლად. ერთ-ერთმა აგენტმა შემამაჩნია და მთხოვა, რომ ქასთინგზე შევსულიყავი. მეც შევედი, სხვათაშორის ძალიან თავდაჯერებულად გავიარე, ძალიან მოვეწონე და სწორედ აქედან დაიწყო ყველაფერი.
- პირველად წავედი ჰონგ-კონგში, სადაც დავრჩი ოთხი თვე. შემდეგი იყო ტაილანდი და იქ ერთი თვე გავჩერდი. თავიდან ძალიან გამიჭირდა იმ რეჟიმთან შეგუება, რომელიც იქ დამხვდა მითუმეტეს, რომ ეს ჩემი პირველი საზღვარგარეთ წასვლა იყო მარტო, თუმცა ამან საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა და როდესაც პარიზში ჩავედი ,ფაქტობრივად , ყველაფერში გათვითცნობიერებული ვიყავი და იქ უკვე ძალიან გამიადვილდა.
-პარიზში როგორ განვითარდა მოვლენები? რომელი იყო შენი პირველი ჩვენება და პირველი ემოციები, რომელიც თან ახლდა ამ ჩვენებებს?
-პარიზში ჩავედი თექვსმეტი წლის ასაკში და მაშინვე "ოტ კუტიურის" ჩვენებების ქასთინგებზე ჩამსვევს. ძალიან ბევრ ქასთინგზე ვიყავი. გამორჩეულად „ვერსაჩეს“ ქასთინგი დამამახსოვრდა, როდესაც ქასთინგ-დირექტორს მოვეწონე და დონატელასთან შემიშვა, ეს ჩემთვის იყო წარმოუდგენელი ემოცია და ამას კიდევ თვითონ დონატელას ჩემდამი ძალიან დიდი მოწონება დაემატა და პირდაპირ ქასთინგიდან ჩამსვა ჩვენებაზე.
-გახსოვს დონატელას პირველი სიტყვები შენი დანახვისას?
-კი მახსოვს. ეს სიტყვები იყო - „WOW, so beautiful. We want this girl.”
-საქართველო თუ ახსენე ამ წრეში და იცოდნენ თუ არა ჩვენი ქვეყნის შესახებ?
-კი, რათქმაუნდა. პირველი, რასაც გეკითხებიან ეს არის სახელი და ეროვნება, ამიტომ სულ იმას ვიძახდი, რომ საქართველოდან ვარ. ზოგჯერ მიწევდა იმის ახსნა თუ სად არის საქართველო და ა.შ, რადგან იმ პერიოდში საქართველო ნამდვილად არ იყო ცნობილი მოდის სფეროში, თუმცა ახლა უკვე ფაქტობრივად ყველამ იცის საქართველოს შესახებ. ქასთინგებზე, რომ მივდივარ და ვამბობ საქართველოდან ვარ მაშინვე ყველას დემნა და „Merccedes-Benz fashion Week Tbilisi” ახსენდება.
- პირადად შენ თუ იცნობ დემნას?
-დემნას არ ვიცნობ, თუმცა ვიცნობ, მის ძმას, გურამს.
-მოდი ახლა „არმანის“ დეტალებიც გავიხსენოთ და როგორ შეხვდი ანა ვინტურს.
- ეს იყო ჩემი პირველი „არმანის“ ჩვენების დღე. კულისებში ვიყავი, უკვე გამზადებული და მოვიდა თვითონ არმანი, რათა შეემოწმებინა ყველაფერი რიგზე იყო თუ არა. როდესაც უკვე ჩემთან გადმოვიდა შესამოწმებლად ამ დროს "ბექსთეიჯში" შემოვიდა ანა ვინტური. არმანიმ დაუძახა. მოვიდა ჩემთან, კარგად ამათვალიერა, თვალებში შემომხედა, გამიღიმა და წავიდა. სხვათაშორის საკმაოდ შემაშინებელი თვალები აქვს.
- სხვა ცნობილ სახეებთან თუ გქონია შეხება?
-ისევ და ისევ „არმანის“ 40 წლის იუბილისადმი გამართულ ჩვენებაზე მახსოვს უამრავი ცნობილი სახე: Leonardo Dicaprio, Cate Blanchett, Tina Turner და კიდევ უამრავი სხა ჰოლივუდის ვარსკვლავი.
- საქართველოში უამრავი გულშემატკივარი გყავს. რას ეტყოდი მათ?
- ძალიან მიხარია გვერდში რომ მიდგანან და ასე მგულშემატკივრობენ. მართლაც დასაფასებელია და მართლა მაძლიერებს მათი არსებობა ჩემს ცხოვრებაში. უფრო დიდ სტიმულს და მოტივაციას მაძლევენ.
-ახლა გადავიდეთ ხალხში გავრცელებულ ჭორებზე. რაიმე პლასტიკური ოპერაცია თუ გაქვს გაკეთებული?
-არა. საერთოდ არაფერი არ მაქვს გაკეთებული. არც ცხვირი, არც ტუჩი, აი საერთოდ არაფერი, მაგრამ ვისაც ამის დაჯერება არ უნდა მათ არაფრის მტკიცებას არ დავუწყებ. ზოგადად ცუდია, როდესაც ხალხს არ შეუძლია იმის აღიარება, რომ ამ ქვეყნად შეიძლება რაიმე კარგი არსებობდეს. სამწუხაროდ, ერთი-ორი ბოროტი ადამიანი ყოველთვის იქნება, ვისაც შენთვის ცუდი ენდომება, თუმცა ჩემთვის მთავარი იმ ხალხის არსებობაა, ვინც ისეთს მიღებს, როგორიც ვარ და დანარჩენ ნეგატიურ დამოკიდებულებას ყურადღებას აღარ ვაქცევ.
-ახლა მომიყევი „ვიქტორია სექრეთის“ ქასთინგებზე და რა ხდებოდა იქ?
- პირველად, როცა გავედი მაგას საერთოდ არ ვთლი იმიტომ, რომ მოუმზადებელი ვიყავი. ქასთინგამდე ერთი თვით ადრე მითხრა სააგენტომ, რომ უნდა გავსულიყავი ამ ქასთინგზე, თან პატარა ვიყავი, 17 წლის და აი ისე უბრალოდ გავედი, მითხრეს შენი ნახვა უნდათ და ვნახოთ რა იქნებაო. მეორე წელს, როცა გავედი მაშინ მეორე ტურში გადამიყვანეს, რაც გამიხარდა იმიტომ, რომ დაახლოებით 500 მოდელიდან მეორე ტურში გადაჰყავთ დაახლოებით 70 მოდელი და შემდეგ უკვე ამ 70 მოდელიდან ირჩევენ ჩვენებაზე გამოსასვლელ 40 მოდელს, თუმცა სამწუხაროდ, ამ 40 მოდელში ვერ მოვხდი, რაც გამიკვირდა. მანამდე ედ რაზეკმა ინსტაგრამზე „დამაფოლოვა“, მერე რაღაცეებს მწერდა. ალბათ გახსოვთ ქართველი გულშემატკივრების აქტიურობა მის ინსტაგრამ გვერდზე და მაგაზეც მომწერა, გაკვირვებული იყო, რა ხდებაო და რომ ვუთხარი ჩემი გულშემატკივრები არიან საქართველოდან და ხო არ შეგაწუხეს მეთქი მან იუარა, პირიქით, ძალიან საყვარლები არიანო და აბა შენ იცი ქასთინგზე შევხდებით, წარმატებებს გისურვებო. ამ ყველაფრის შემდეგ დიდი მოლოდინები მქონდა და მართლა გამიკვირდა ჩვენებაზე, რომ არ დამამტკიცეს. და ბოლოს, როცა გავედი მესამეჯერ, მაშინ მეორე ტურშიც აღარ გადამიყვანეს, მაგრამ სააგენტოში, რომ ვიკითხე რა იყო იმის, სააგენტომ ასე მითხრა, ბრენდიდან გადმოგვცეს რომ არ დაავიწყდეს სარა სამპაიო მეხუთე ცდაზე ავიყვანეთ და ჯერ კიდევ აქვს შანსიო.
-კიდევ აპირებ ქასთინგზე გასვლას?
-არ ვიცი, რადგან ამას მე არ ვწყვეტ. სააგენტო თუ მეტყვის გადიო გავალ თუ არადა ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა როდის გავალ და როდის - არა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ წელს ჩვენება საერთოდ აღარ გაიმართება რათქმაუნდა ქასთინგიც არ იქნება და შემდეგ ჯერზე თუ ჩვენებები აღდგა მე პირადად დიდი სურვილი მაქვს, რომ გავიდე.
- ამ ეტაპზე რას საქმიანობ? უნივერსიტეტში რა განხრით სწავლობ და ა.შ?
- ვსწავლობ IED-ში, მოდის მარკეტინგისა და კომუნიკაციის განხრით. სხვათაშორის ამ უნივერსიტეტებში სწავლობდნენ: მარია გრაცია ქიური, პიერპაოლო პიჩიოლი, ანტონი ვაკალერო და კიდევ სხვა ცნობილი დიზაინერები.
-სულ ბოლო სიახლე, რომ გავიხსენოთ ეს იყო „კალცედონიის“ სარეკლამო რგოლში მონაწილეობა ჯულია რობერტსთან ერთად. მოკლედ, რომ გვითხრა რა როგორ მოხდა?
-ხო, ანუ მე მაგ სარეკლამო რგოლში ვარ მაღაზიის კონსულტანტი, შემოდის ჯულია, მე ვეუბნები - „Bonjour, Julia.” შემდეგ ჯულია იწყებს კოლგოტების თვალიერებას და მე ვცდილობ, რომ დახმარება გავუწიო არჩევნის გაკეთებისას. ეს სიუჟეტი არის რეკლამის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც გადაიღეს საფრანგეთში. კიდევ არის რეკლამის ორი ნაწილი, რომელიც გადაიღეს რუსეთში და იტალიაში, თუმცა მანდ უკვე მე აღარ ვმონაწილეობ.
- საბოლოოდ სად ხედავ შენს თავს?
-სწავლის დასრულების შემდეგ ჯერ კიდევ გავაგრძელებ სამოდელო კარიერას, მაგრამ უფრო შორეულ მომავალს, რაც შეეხება სიმართლე გითხრა მე თვითონაც არ ვიცი რაიქნება იმიტომ, რომ ზუსტი მიმართულება არ მაქვს არჩეული რა სფეროშიც განვაგრძობ მოღვაწეობას.
-რას უსურვებ ჩვენს ჟურნალს?
-გისურვებთ უდიდეს წარმატებას. უცხოეთის ბაზარზე გასვლას და გააგრძელეთ ისეთი დიდი და კარგი ნაბიჯებით სიარული, როგორც მიდიხართ.
ინტერვიუ გიგა უჩუვატოვი
რედაქტირება ქეთი ხატიაშვილი
ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე
ფოტოგრაფი ზაქარია ჭელიძე













Comments
Post a Comment