"პორტფოლიო" - ვაჟა გოდერძიშვილი (ბლიც-ინტერვიუ)



 - მოდელობა...
- მოდელობა ჩემთვის ჰობივით გახდა უკვე.
ამ სფეროში , ალბათ, ესე 2 წელია, დედის დამსახურებით მოვხვდი. რათქმაუნდა, თავიდან სანამ შედარებით პატარა ვიყავი, სამოდელო კარიერაზე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა ვთვლი, რომ ცხოვრებაში მინდა, ბევრად სერიოზული საქმეებით ვიყო დაკავებული, მაგრამ არც ამ სფეროს შევეშვები.



- ჩემი " დედა- სააგენტო"...
- ჩემი "დედა-სააგენტო " Look Models management"-ია, რომელთანაც ორ წელზე მეტია მაქვს კონტრაქტი. საუკეთესო სააგენტოა! კონტრაქტამდეც კარგი მეგობრული ურთიერთობა  მაკავშირებდა ყველასთან.



- დებიუტი...
- პირველად 2 წლის წინ გამოვედი MBFW-ზე. ძალიან ვნერვიულობდი თითქოს სცენაზე სიტყვით გამოვდიოდი.ახლა ყველაფერი ჩვეულებრივი გახდა და მოდის სფეროში შედარებით მეტად ვარ ჩახედული, ვიდრე აქამდე.




- მოდელობის გარდა...
- გარდა ამ საქმიანობისა მსახიობიც ვარ, თუმცა ამ საქმეში ვერ გამოიყენებ სამოდელო სფეროში შეძენილ გამოცდილებას, იმიტომ რომ ორი უკიდურესობაა. მოდელი პირველ რიგში ფიქრობს, როგორ გამოიყურება მუშაობის დროს, ხოლო მსახიობი პირიქით,ამაზე საერთოდ არ ფიქრობს და ბევრი სხვა განმასხვავებელი ნიშანია.



- მასობრივი ცნობადობა მომიტანა...
 - პირველი გადაღება და პროექტი ნამდვილად არ მახსოვს, არც ეგეთი ცნობილი ვარ. არ ვიცი ალბათ გადაღებებმა, ჟურნალებმა,სტეფანეს კლიპმა...


-სწავლა...
 - არ ვსწავლობ. საშუალო სკოლა დავამთავრე და არ გამიგრძელებია სწავლა. არ ვემხრობი ადამიანების ამ მხრივ მართვის სისტემას. ჩემ შემთხვევაში შემიძლია, თავად გამოვძერწო ჩემი თავი. ოთხ ენაზე ვლაპარაკობ, რაც ჩემით ვისწავლე და უამრავ ინფორმაციას ვაწვდი ჩემ თავს. ვმეგობრობ ჩემზე ასაკით ბევრად დიდ ადამიანებთან, რადგან მათთან საუბრისას ბევრ სასარგებლოს და საინტერესოს ვისმენ.



- შანხაი...
-შანხაი უმაგრესი ქალაქია. გადაღებებიც უამრავი, მოდელებიც უამრავი, ფაქტობრივად, მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. კონკურენციაც რათქმაუნდა დიდი, მაგრამ ჩემი ბოლო ვიზიტით კმაყოფილი ვარ ძალიან. იმაზე მეტი მოხდა ვიდრე ვფიქრობდი და ალბათ თუ კიდევ წავალ ჩინეთში,  ეს იქნება შანხაი!



გიგა უჩუვატოვი
Look models management

Comments