HOTEL - როგორ ვაქციოთ საოჯახო საქმიანობა მსხვილ ბიზნესად ? ინტერვიუ სასტუმრო "ტრამონტოს" მფლობელთან.
- კონკრეტულად ავუხსნათ ჩვენს მკითხველს, სად მდებარეობს სასტუმრო? - სასტუმრო მდებარეობს დაბა ჩაქვის ზღვის პირველ ზოლში.საოჯახო დასვენების მსურველთათვის მყუდრო და მშვიდი გარემოა.შენობა დიდი ხნის წინ არის აშენებული.შემდეგ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და ვაქციე პატარა ოც პერსონაზე გათვლილ სასტუმროდ.რამოდენიმე კმ-ის დაშორებით მდებარეობს ბოტანიკური ბაღი, მტირალას ნაციონალური პარკი,მთავარ ანგელოზების სახელობის ულამაზესი პატარა ტაძარი,პეტრას ციხე. - რას მოიცავს ვილა ? - სასტუმრო მოიცავს ღია საცურაო აუზს,ადგილს რელაქსისთვის,პირადად მამაჩემის ხელით მოპირკეთებულ ლამაზ და გამწვანებულ ეზოს ბევრი უნიკალური ხე და მცენარეები ამშვენებს, რაც დამსვენებელს კომფორტს უქმნის. გვაქვს საბავშვო კუთხე,რომელსაც მომავალ წელს შევამატებთ ბევრ საინტერესო გასართობს.ტერიტორიაზე ფუნქციონირებს საოჯახო სამზარეულო,სადაც ჩვენი მზარეული მოგიმზადებთ უგემრიელეს ქართულ კერძებს,ნატურალური ქართული პროდუქტით,ასევე მოქმედებს მინი-ბარი.მომავალ წელს ვგეგმავთ საბილიარდო და სამაგიდო ჩოგბურთის ზონის მოწყობას.
- როგორ აფასებს თქვენს სასტუმროს დამსვენებელი ? - შეფასებებს რაც შეეხებამ დღემდე უმაღლესი ქულებით გვაფასებენ. უმეტესად ევროპის ქალაქებიდან ვმასპინძლობთ სტუმრებს.როცა სტუმარი ტოვებს სასტუმროს, მაშინ დგება მომენტი,როცა ყველაფერს გიფასებს თავისი გემოვნებით და კრიტერიუმით,დამსვენებელი არ გაპატიებს ელემენტარულ ხარვეზს.ყოველ წუთს უნდა ეცადო შეუქმნა კომფორტი.ყველაზე მეტად აფასებენ ყურადღებას,ღიმილს და მეგობრულ დამოკიდებულებას.ბედნიერი ვარ რადგან ყველა პუნქტში გვაქვს უმაღლესი შეფასება.იმედია ასე გაგრძელდება.ერთადერთი რის გამოც გამოთქვამენ უკმაყოფილებას ეს არის წვიმა.
- როგორია სასტუმროს დიზაინი ? - სასტუმრო გამოირჩევა განსხვავებული,არასტანდარტული დიზაინით,რატომღაც ავარჩიე ძველი ბერძნული სტილი, რომელიც ძალიან მომწონს და ვფიქრობ, ზღვასთან მდებარე სასტუმროს ძალიან უხდება და განსხვავებულ იერს აძლევს.ყოველდღიურად შეგვაქვს სიახლეები,რათა სტუმრისთვის ერთფეროვანი გარემო არ გახდეს მოსაწყენი.დიდი სურვილი მაქვს ჩაქვის მიმდებარე ტერიტორიის პოპულარიზაცია მოხდეს,აუცილებელია აშენდეს ბევრი ლამაზი სასტუმრო და იყოს ჯანსაღი კონკურენცია.
- გაფართოებას თუ გეგმავთ ?
- სამომავლოდ ვაპირებთ გავაფართოვოთ არსებული ტერიტორია, დამსვენებელიც მოითხოვს.წელს ბევრი გაგვინაწყენდა იმის გამო რომ ნომრები არასაკმარისი აღმოჩნდა ვერ მოახერხეს ჩვენთან დასვენება.უნდა გავფართოვდეთ და რაც მთავარია შევინარჩუნოთ ის ხარისხი და სული რაც დღეს გაგვაჩნია.
- როგორ და სად შეიძლება ნომრების დაჯავშნა ? - ნომრები იჯავშნება Booking და airbnb მეშვეობით, ამ ორი ქსელით იმდენად იტვირთება სასტუმრო რომ უცებ შემოსული სტუმრისთვის სამწუხაროდ ადგილი აღარ გვრჩება. - რა რჩევებს მისცემდით სხვა მცირე მეწარმეებს ? - რჩევას რაც შეეხება მე როგორც დამწყები ამ სფეროში, ყველას ვურჩევ, ვინც ამ ბიზნესით არის დაკავებული სტუმარს აჩუქონ ბევრი ღიმილი,კომფორტი,პოზიტივი და რაც მთავარია ყურადღება.როდესაც ხარ ამ ბიზნესით დაკავებული ფრაზები: “ მე არ ვიცი” მე ეს არ მეხება” და “ვერ დაგეხმარები” უნდა დაივიწყოთ,ადამიანი რომელიც ზამთრის დანაზოგს ხარჯავს შენთან და თუნდაც ერთი კვირით ჩამოდის ოჯახთან ერთად,რათა განიტვირთოს, კეთილი უნდა ინებო და მიაქციო ყურადღება იმ დონეზე,როგორიც ჩვენს სტუმართმოყვარე საქართველოს შეეფერება. ვინც ჩემზე მეტად გამოცდილია ამ სფეროში მეც დიდი სიამოვნებით ველოდები მათგან რჩევებს.ვაკეთოთ ჩვენი საქმე ხარისხიანად და ყოველთვის ვიქნებით წარმატების მწვერვალზე.
გიგა უჩუვატოვი









Comments
Post a Comment