როგორ ჩაიარა "Jessie j"-ს კონცერტმა და როდის ჩამოვა საქართველოში "30 STM" ?
Photocredit Zaqaria Chelidze
"Black sea arena " ეს ის ადგილია, სადაც ქართველ და არა მხოლოდ, მელომანებს ხშირად მსოფლიოს ვარსკვლავების მოსმენის საშუალება ეძლევათ. ჯერ იყო და კრისტინა აგილერამ ნამდვილი "ფოიერვერკი" მოაწყო, სულ ახლახანს "Black eyed peas "-იც კონცერტიც გაიმართა, ხოლო 6 აგვისტოს ბრიტანელმა შემსრულებელმა ჯესი ჯეიმ გაახარა ქართველი თაყვანისმცემლები. მომღერალმა კონცერტის დაწყებამდე "ინსტაგრამის" საშუალებით გულშემატკივრებს სასტუმრო "პარაგრაფში" გადაღებული ფოტოები გაუზიარა, სადაც ვარსკვლავი ბიკინში პოზირებს .
ჯესი ჯეიმ ქართველი მსმენელისთვის საყვარელი ჰიტები შეასრულა, მათ შორის , "Price Tag, Flashlight, Nobody's perfect და Bang Bang ა.შ
10 000 მსმენლიანი აუდიტორია ერთხმად მღეროდა მომღერლის სიმღერებს. ჯესი თითქმის თითოეულ მსმენლის გულში აღწევდა და სპეციალურად მისთვის მღეროდა. ისეთი ჟესტების გამოყენება, როგორიცაა ტელეფონის გამორთმევა და ფანთან სურათის გადაღება, წერილის ხმამაღლა წაკითხვა, თავისივე ნიღბის სახეზე აფარება ან თუნდაც მის "ინსტაგრამ" სთორში ქართველი მსმენლის ცეკვა, ცხადია, უფრო მეტად იგებს პუბლიკის გულს, რაც თითოეულმა დამსწრემ სოციალურ ქსელშიც აღნიშნა.
ცხადია თავად ვარსკვლავიც გამოეხმაურა გამართულ კონცერტს და "ინსტაგრამზე" ქართველი ფოტოგრაფის, ალექს რუაძეს ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით : "დღეს საღამოს 2010 წელში დავბრუნდი!. ენერგია იყო სრულიად გიჟური!. ჩემი პირველი შოუ საქართველოში! და ყველა ბილეთი გაყიდული იყო! თქვენ ისეთი ხმაურიანები და სიყვარულით სავსენი იყავით. დიდი მადლობა, დიდი მადლობა, დიდი მადლობა!“
ეს არ გვეყო და ახლა 13 აგვისტოს საქართველოში ყველასათვის საყვარელი ჯგუფი "30 Seconds to mars" ჩამოდის, რომლის სოლისტი ჯარედ ლეტო არა მხოლოდ მუსიკალური , არამედ მოდური ავტორიტეტიცაა. განსაკუთრებული ჯარედ ლეტოს 2019 წლის "Met gala"-ს წითელ ხალიჩაზე გამოჩენა აღმოჩნდა. შემსრულებელს თავისი სახის ანალოგი ეჭირა ხელში. ამას ქვია, თავის ხელში აყვანა პირდაპირი გაგებით.
თუმცა, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ჯარედის ჩაცმის სტილმა ხალხი გააოგნა, რაც მომღერალი "Gucci"-ის კრეატიული დირექტორის ფანტაზიის "ქსელში" გაეხვა, იგი არაერთ მოდურ ექსპერიმენტს ატარებს.
ჯარედი 47 წლისაა, რაც საერთოდ არ ემჩნევა. ეს ალბათ მის გადაწყვეტილებას , ვეგეტარიანელობას უნდა დავაბრალოთ. გარდა ამისა, ჯარედ ლეტო იცავს ცხოველთა უფლებებს. აქტიურად უჭერს მხარს ერთსქესიანთა ქორწინებას. 2008წელს მან მხარი დაუჭირა ბარაკ ობამას არჩევნებში, რადგან პრეზიდენტი მხარს უჭერდა "ლგბტ" აქტივისტებს. ჯარედისგან "ექს-პრეზიდენტმა" მხარდაჭერა 2012 წელსაც მიიღო.
ჯგუფი კონცერტს 13 აგვისტოს შეკვეთილში "ბლექ სი არენაზე" გამართავს. ჯგუფის წევრები , ჯარედი , მისი ძმა შენონი და გიტარა, ფორტეპიანო ტომო მილიშევიჩი ხშირად გამოირჩევიან არაორდინალური ქმედებებით სცენაზე. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ეს კონცერტი.
გიგა უჩუვატოვი










Comments
Post a Comment