"KOMBINIZONA" - ბრენდი ყველასათვის და ყველა ბრენდისათვის.
როდესაც , ოთხი წლის განო მელითაური ნახატის ესკიზებს ხატავდა, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ 26 წლის მერე ეს ყველაფერი რეალობად იქცეოდა.
2017 წელს განო მელითაურმა და კახაბერ გაგნიძემ დაარსეს ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკა "ISF Georgia" , რომლის შვილობილი ბრენდია "კომბონიზონა".
"ბრენდი ყველასათვის და ყველა ბრენდისათვის" - ასე დავარქვი დღევანდელ სტატიას, რადგან "კომბინიზონა" მართლაც ყველასთვის იქმნება და საბოლოოდ ყველა ქმნის "კომბინიზონას".
კვლევის ფარგლებში რეპრეზენტატიულად შერჩეული 1800 მოქალაქე გამოიკითხა. განომ სრულიად შეისწავლა, თუ როგორ აღიქვამს მომხმარებელი ფერს, როგორ უნდა დაიგეგმოს სწორად ფერთა შეხამება, ფერთა ურთიერთკავშირი, გამოიკვლია მისი გავლენა განწყობაზე და ჯანმრთელობაზე. სწორედ მაშინ გამოიკვეთა ინოვაციური სამკერვალო ფაბრიკის კონტურები. თუმცა, როგორც განო ამბობს, ამ საქმის შესრულება სრულიად წარმოუდგენელი იქნებოდა კახაბერ გაგნიძის გარეშე.
რაც მთავარია, "კომბინიზონას" ჯგუფის თითოეული წევრი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბედნიერების ლობისტია.
მათი სამიზნე აუდიტორია მრავალფეროვანია – დაწყებული 0-იდან 18 თვემდე ასაკის ბავშვებით, ორსული ქალებით თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებით დამთავრებული მოდის უახლესი ტრენდების მოყვარულთათვის.
საქართველოს ბანკის ფონდის “სიცოცლის ხე” დახმარებით, რომელმაც ბრენდი საგრანტო კონკურსში დააჯილდოვა – განომ და კახამ შეძლეს საუკეთესო და ადაპტური სამოსის შექმნა შშმ პირებისთვის. სამოსი მელიქიშვილის 23-ში მდებარე შოურუმშია ხელმისაწვდომი და ფოკუს ჯგუფებთან სისტემატური კონსულტაციების საფუძველზე ვითარდება. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება „კომბინიზონასთვის“ ქალთა უფლებებია. განომ სტატისტიკურად ძალიან გავრცელებული სელექციური აბორტის თემის ერთგვარი პროტესტი სამოსზე წარწერის #გოგოსდედა დატანით გამოხატა.
ამ ეტაპზე ბრენდი გეგმავს ინტერაქტიული სამოსის სრული ინოვაციური ხაზის წარმოებას. სამოსის ინოვაციურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის დაეხმარება ბავშვებს მოტორიკის განვითარებაში, კითხვის სწავლაში, თვლაში, გეომეტრიული ფორმების გარჩევაში. სამოსში ინტეგრირებული იქნება კომბინიზონას კომიქსები და პატარები შეძლებენ თითო სამოსის შეძენასთან ერთად სათამაშოს შეძენასაც.
რამოდენიმე დღის წინ "კომბინიზონაში" პირველი "Look book"-ის გადაღებაც მოეწყო. როგორც ცნობილია, ბრენდი პარიზისა და სხვა ევროპის ქალაქების "შოუ რუმში" მონაწილეობის მისაღებად ემზადება. ჩვენ ბრენდს წარმატებას და მიზნების მიღწევას ვუსურვებთ.
რამოდენიმე დღის წინ "კომბინიზონაში" პირველი "Look book"-ის გადაღებაც მოეწყო. როგორც ცნობილია, ბრენდი პარიზისა და სხვა ევროპის ქალაქების "შოუ რუმში" მონაწილეობის მისაღებად ემზადება. ჩვენ ბრენდს წარმატებას და მიზნების მიღწევას ვუსურვებთ.











Comments
Post a Comment