MADE IN GEORGIA - #ქართულია.




  როცა ქართული მოდის სფერო ჯერ კიდევ ფეხს იდგავდა და "შოუ-რუმების" არც თუ ისე დიდი არჩევანი გვქონდა, ნინიი სოსელიას, ბათუმში ქართველი დიზაინერების მაღაზიის გახსნის იდეა გაუჩნდა.
 "მოდა ბავშოვიბან მაინტერესებდა. 2012 წელს ჩემმა მეგობარმა მითხრა, რომ ლელას ("Eloshi"-ს დამფუძნებელი) და ნინო ბაბუხადიას  უნდოდათ "შოუ-რუმის" გაკეთება, დამაკავშირა ლელას, შემდეგ აკა ნანიტაშვილიც დაგვემატა, ანუკა ქებურიაც შემოგვიერთდა და ასე დაიბადა "MADE IN GEORGIA ".- განაცხადა ჩემთან საუბარში დიზაინერმა.

 მოგვიანებით ჩამოყალიბდა ამავე სახელწოდების ბრენდი. "MADE IN GEORGIA"-ში  მოსახვედრად სულ უფრო მეტი და მეტი დიზაინერი გამოთქვამდა სურვილს და დღემდე ასეა. გთავაზობთ ინტერვიუს "შოუ-რუმის" დამფუძნებელთან.

- პირველრიგში ბათუმის სტილზე მინდა გკითხო, როგორც მე ვიცი, ბათუმელები გემოვნებითა და სტილით ოდითგანვე გამოირჩეოდნენ. შენ რას იტყოდი ამაზე ?

- ბათუმში ნამდვილად გამორჩეული ხალხი ცხოვრობს, რადგან მოდას ფეხდაფეხ მისდევენ და ცხადია ჩვენს ხელს ვუწყობთ ამაში.

- ბათუმელ დიზაინერებზე რას მეტყოდი ?

-
ამ ეტაპზე ჩემთან წარმოდგენილია თამარ წითელაძის ბრენდი "Tsite". ძალიან ნიჭიერი გოგოა. მონაწილეობს თბილისის მოდის კვირეულზე და თავისი მაღაზიაც აქვს. ასევე, ბეჟანიძე ბათუმელი დიზაინერია.


- საკუთარი ხაზი როდის დაარსეთ ?

-
საკუთარი ხაზი 2015 წელს დავაარსეთ, როცა მივხდით რომ დამოუკიდებლადაც შეგვეძლო. ჩვენი ყველაზე გაყიდვადი ნივთი მაისურია წარწერით "ქართულია ". სხვათაშორის, ჩვენი ბრენდი მიწვეული იყო ნიუ - იორკის მოდის კვირეულზე. ჩვენ გავაკეთეთ კოლაბორაცია ატელიე "სამოსთან". მისი მფლობელი და ჩემი პარტნიორია ნინო პატარქალაშვილი.

- ალბათ, ბევრი დიზაინერი დაგემატათ და ბევრიც მოგაკლდათ...

-
 ეს პროცესი მუდმივად ასეთია. სულ გვემატებიან , შემდეგ გადიან და გვემატებიან. დამწყები დიზაინერები და ახალი ბრენდები უფრო ხშირად დიდხანს რჩებიან, რადგან გაყიდვებში ხელი ეწყობათ. გამორჩეულად მინდა აღვნიშნო ირაკლი ბოჭორიშვილი, ვინც ამ ეტაპზეც ჩვენი მონაწილეა.


- უფრო მეტად როგორი ტიპის სამოსი იყიდება თქვენთან ?

-
ყოველდღიურობისთვის და მასაზე გათვლილი. პირველ ხაზს ჩვენთან დიდად  ვერ შეხვდებით. სამოსი მრავალფეროვანი და ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. 

- თუ თანამშრომლობთ რომელიმე სხვა კომპანიასთან ან მომხმარებელს ფასდაკლებებით თუ ანებივრებთ ?- 2013 წლიდან დავიწყეთ თანამშრომლობა "ორბთან". სპეციალურად "ორბის" თითოეულ მომხმარებელს 10%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ.

 
- რა კრიტერიუმებით ირჩევთ დიზაინერებს ?

-
თითოეული მათგანი გადის ხარისხის კონტროლს, სამწუხაროდ, რამოდენიმე მათგანი დამიწუნია კიდეც.

- რამდენად შეიძლება თქვენთან "ონლაინ-შოპინგი " ?

-
მომხმარებელს ნებისმიერი პროდუქტი საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან შეუძლია გამოიწეროს. გვაქვს მიტანის სერვისიც.

- სამომავლოდ რას გეგმავთ ?

-
სამომავლოდ ახალი ფილიალის გახსნას ვგეგმავთ , რომელსაც სავარაუდოდ მომავალ ზაფხულს დაგახვედრებთ.




გიგა უჩუვატოვი




Comments