რა მომხახურეობას გვთავაზობს კომპლექსი "Sport time" ?



 Sport time 2012 წელს დაარსდა და თავდაპირველად, ისეთი სახე არ ჰქონია , როგორიც დღეს აქვს. აქ თქვენ შეხვდებოდით მხოლოდ კორტებსა და მცირე საცურაო აუზს.თუმცა,  ამ ეტაპზე სპორტ კომპლექსის გარდა, Sport time მომხმარელებელს სასტუმროსა და სპა მომსახურეობას სთავაზობს.
 რაც შეეხება აუზებს აქ თქვენ შეხვდებით, ღია, დახურულ და საბავშვო (საჭყუმპალაო) აუზებს. ფიტნეს დარბაზს, რომელიც აღჭურვილია უახლესი ფიტნეს-ტექნიკით, საუნები, მშრალი, ფინური და ჰამამი.
 გარდა ამისა, "Sport time"ცურვის სრულყოფილად შესწავლასაც გვთავაზობს. სურვილის შემთხვევაში თქვენ საშუალება გეძლევათ ჩაეწეროთ საბავშვო, ( 6 - 18 წ) და სინქრონული ცურვის ჯგუფში . აქვე თქვენ შეხვდებით სპორტული ცურვის, ხოლო დიდებისთვის "აქუა-აერობიკის" ჯგუფს.


 რაც მთავარია, კომპლექსის ეზოში უკვე მეორე წელია, რაც გაიხსნა სასტუმრო, რომელიც მოიცავს 35 ნომერს, ამას გარდა , მომხმარებელს შეუძლია 12 დასასვენებელი კოტეჯითაც ისარგებლოს.
  აქ დაცულია ყოველგვარი სანიტარიული ნორმა, როგორც კომპლექსის გუნდი ამბობს, ჰიგიენური ნორმების გარანტი თავად არიან, რადგან კომპლექსის თითოეული მომხახურეობით თავად სარგებლობენ.
 ცხადია, მნიშვნელოვანია სამედიცინო კაბინეტის არსებობაც, სადაც თითოეული ვიზიტორი გადის სამედიცინო შემოწმებას. ხშირია შემთხვევა, როცა ზაფხულის პერიოდში მომხმარებელს კომპლექსით სარგებლობის უფლება არ მიეცათ.
 "Sport time" არის ყველასათვის, აქ როგორც მაღალიშემოსავლის მქონე, ასევე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანს შეუძლია ხელმისაწვდომ ფასად ისარგებლოს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურით.


 "Sport time" ზრუნავს ბავშვებზე, მათ ნათელ დაჯანსაღ მომავალზე, ამიტომაც სასწავლოში ჯგუფებში თბილისში ყველაზე დაბალი გადასახადი თანხა დააწესა. გარდა ამისა, არის პროექტები, სადაც 6 - 18 წლის ბავშვებს საშუალება ეძლევათ სრულიად უფასოდ მიიღონ მომსახურეობა და ისწავლონ ცურვა.
 "Sport time"-ს ხშირად ადარებენ "ლაგუნა ვერეს". ალბათ, იმიტომ რომ ტერიტორიულად ძალიან ახლოს არიან და თან თბილისელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სავყარელი ადგილია.
 მოკლედ თუ ისევ ქალაქში ხართ ან უკვე დაბრუნდით, სანამ ჯერ კიდევ მწველი მზე თავისი სხივებით გვანებივრებს ეწვიეთ "Sport time"-ს, რომელმაც მომხმარებლის ნდობა უკვე მოიპოვა. თან როგორც ჩემთვის ცნობილია ზაფხულის ბოლომდე კომპლექსი რამოდენიმე მასშტრაბურ ივენთსაც გეგმავს.



Comments