რას ნიშნავს"0711" ?
ქართული მოდის საზღვარგარეთ პოპულირაზიაში დიზაინერებს რამდენიმე საერთაშორისო პლატფორმა ეხმარება მათ შორის, მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული, "აწარმოე საქართველო", "TATA-LA PR Agency" და რა თქმა უნდა, "Moreislove", შოუ-რუმი, რომელიც დახვეწილი კონცეფციით არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით გახდა ცნობილი. კომპანიის შვილობილი ბრენდია "0711". გთავაზობთ ინტერვიუს ბრენდის თანადამფუძნებელთან, ანი მოქიასთან.
-როდის და როგორ
გაჩნდა „0711“-ის დაარსების იდეა?
-თავდაპირველად, ბრენდის ჩამოყალიბებას არ ვაპირებდით. ეს პროექტი წამოვიწყეთ „More is love”-ის პარალელურად. პირველი პროდუქტი, რაც გამოვუშვით იყო ქუდი და ამ ნივთის ინსტაგრამზე განთავსებისთანავე წამოვიდა ძალიან დიდი დაინტერესება. ერთ-ერთი პირველი მაღაზია, რომლისგანაც შემოთავაზება მივიღეთ იყო “Browns Fashion.” ამ შემოთავაზებამ ძალიან დიდი სტიმული მოგვცა და თავიდანვე სერიოზულად მივუდექით ამ საქმეს. 24 საათის განმავლობაში ჩართულები ვიყავით.
-რა განაპირობებს
თქვენს წარმატებას და ხარისხს?
-წარმატების უმთავრესი
წინაპირობა მუდმივი შრომაა. ჩვენი გუნდი 24 საათის განმავლობაში მუშაობს იმაზე, რომ
პროდუქტი გასაყიდად გავიდეს სრულყოფილ მდგომარეობაში. თუ ხარისხი გააფუჭე შემდეგ უკვე
საკმაოდ რთულია სახელის თავიდან მოხვეჭა.
-რა არის
„0711“-ის კონცეფცია?
-კონცეფცია არის
ხარისხის მაქსიმალურად მაღალი დონე და ორიგინალურობა. ამჟამად ბაზარზე იმდენად დიდი
მრავალფეროვნებაა, რომ საკმაოდ რთულია შექმნა რაიმე ახალი, თუმცა ვფიქრობ, ჩვენ ამას
ვახერხებთ.
-პროდუქტის დიზაინს
ვინ ქმნის?
-დიზაინი იქმნება
ჩვენი კრეატიული დირექტორის, ნინო ელიავას, მიერ. ჩემი ძირითადი მიმართულება ბიზნესია.
-რამდენად კომფორტულად
ეწყობით ერთმანეთს და არის თუ არა საკითხები, რომლებზეც ვერ თანხმდებით შენ და ნინო?
-იმდენად საოცარი
სინქრონი გვაქვს მე და ნინოს, რომ ზოგჯერ ჩვენც კი გვიკვრს. ორივე პუნქტუალურები ვართ,
რაც ძალიან გვეხმარება საქმის კეთებაში. წარმატებისთვის საჭირო სწორედ ერთმანეთის გაგება
და თანადგომაა, ამიტომ ხშირად ერთმანეთს ვუთმობთ და ძალიან დიდ პატვს ვცემთ ერთი-მეორეს.
-საკამოდ ობიექტური
შეფასებებით გამოირჩევით, ამიტომ ძალიან საინტერესო იქნება თქვენი აზრი ქართულ მოდასთან
დაკავშირებით.
-ქართული მოდა საოცრად
წარმატებულია, რაც ძალიან მახარებს და ბედნიერი ვარ, რომ ამაში ჩვენი ცოტაოდენი წვლილი
მაინც შევიტანეთ.
-რა არის თქვენი მთავარი მიზანი?
-ჩვენი მიზანია
გავიზარდოთ ისეთ დონეზე, როგორზეც ვოცნებობთ და ჩვენი ბრენდი იყიდებოდეს ბევრის ქვეყნის
ყველაზე წარმატებულ მაღაზიებში.
-პირადად თქვენ
როგორ მოხვდით მოდის სფეროში?
-ჩემთვის სრულიად
მოულოდნელად აღმოვჩნდი ამ სფეროში, რადგან უნივერსიტეტი დავამთავრე ბიზნესის განხრით
და ჩემი მიმართულება საბანკო სტრუქტურა იყო. რაღაც მომენტში მე და ნინო დავსხედით და
მოვიფიქრეთ ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც დამზადდებოდა საქართველოში, მაგრამ გავიდოდა
ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ამ იდეის გაჩენისთანავე მივატოვე ჩემი პროფესია და მაქსიმალურად
ჩავები მოდაში.
-რას ნიშნავს „0711“-ს?
-ეს არის ჩემი და
ნინოს იღბლიანი რიცხვებიდან მიღებული ბრენდის სახელი.
-და ბოლოს რას უსურვებდით
ჩვენს ონლაინ ჟურნალს?
-გისურვებთ ბევრ
წარმატებას და საინტერესო სტუმრებს.











Comments
Post a Comment