Skip to main content
რა სიახლეებს გვთავაზობს ბრენდი "Kartuli"?
ნინო-თათია კუხალაშვილს ბავშვობიდან ჰქონდა სურვილი შეექმნა ტანსაცმლის ბრენდი. იდეის რეალიზება მოგვიანებით მოახერხა, როცა ჰობის დონეზე ტანსაცმლისა და ავეჯის შექმნა დაიწყო.
17 წლის ასაკში, როცა ნინომ თსუ -ში, გეოლოგიის ფაკულტეტზე, ჩააბარა მან კარგად იცოდა, რომ მისთვის საშემოსავლო წყარო არა ეს პროფესია, არამედ კერვა გახდებოდა.
" კარიერა თავდაპირველად არც სახელზე და არც ბრენდის შექმნაზე არ მიფიქრია,რადგან იმ დროს ქართული მოდა და ქართველი დიზაინერები არ სარგებლობდნენ ცნობადობოთ, ეს არ იყო პროფესია, რომელიც მოგიტანდა წარმატებას ან ფინანსურ კეთილდღეობას, ამიტომ ჰობის დონეზე დარჩა." - აღნიშნა ჩვენთან საუბარში დიზაინერმა.
ნინო ყოველთვის ქმნიდა სამოსს, რომელიც არ იყო სპორტული, მაგრამ იყო კომფორტული და ელეგანტური, მეტად ორიენტირებული ქსოვილზე და სამოსის ხარისხზე.
დიზაინერის ძირითადი კოლექციები განკუთვნილია 30 წლის ზემოთ ქალბატონებისთვის.
ბრენდის "Kartuli" შექმნის იდეა სულ რამოდენიმე თვეა, რაც გაჩნდა.
ბრენდის მიერ შექმნილი ქალის სამოსი ითვალისწინებს სტანდარტებს, ორიენტირებულია ხარისხზე ,დიზაინერი ცდილობს , შექმნილი პროდუქტი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი ფინანსური თვალსაზრისითაც და
პრაქტიკულადაც.
" ეს არის შემთხვევა როცა ხარისხი ფასზე მაღალი იქნება! ჩვენი შოურუმი მაღაზია მდებარეობს თბილისში, მისამართი პეკინის 18 ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ online-ის ნებისმიერ ქალაქში და ქვეყანაში! მომავალში ვგეგმავ მულტიბრენდული შოურუმის გაკეთებას" - განაცხადა დიზაინერმა.
Comments
Post a Comment