დემნა გვასალიამ Vetements დატოვა.


  დღეს WWD-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დემნა გვასალია ვეტმანს ტოვებს. განცხადებაში არაა ნათქვამი კონკრეტული მიზეზი ბრენდის დატოვებისა, თუმცა როგორც დიზაინერმა აღნიშნა მან უკვე შეასრულა თავისი მისია რის გამოც ვეტმანი დააფუძნა. მანვე აღნიშნა, რომ მისი მთავარი მიზანი მოდის ინდუსტრიაში არსებული სტერეოტიპების დარღვევა და საზოგადოებრივი აზრის შეცვლა იყო, რაც წარმატებულად მოახერხა. „მე შევასრულე ჩემი მისია. ვეტმანის გამოჩენის შემდეგ მოდა ერთხელ და სამუდამოდ შეიცვალა და კარი გაიხსნა უამრავი ადამიანისთვის. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ვეტმანი ჩამოყალიბებულია კოპანიად, რომელსაც საკუთარ რელსებზე სიარული ჩემგან დამოუკიდებლადაც შეუძლია.“-აღნიშნა დემნა გვასალიამ.  2014 წელს დაარსებულ ბრენდს პირველივე დღიდან ძმები: დემნა და გურამ გვასალიები ედგნენ სათავეში. დემნას დღემდე კრეატიული დირექტორის თანამდებობა ეკავა ხოლო გურამი წარმოადგენს ბრენდის CEO-ს.


Image result for guram gvasalia



ბრენდში თანამდებობას ინარჩუნებს გურამ გვასალია და აღნიშნავს: „დემნას ნიჭმა და ფუნდამენტურმა ხედვამ მოდასთან დაკავშირებით განაპირობა ვეტმანის წარმატება. მან განსაკუთრებული წვლილი შეიტანა კომპანიის მემკვიდრეობისა და ბრენდის კოდების შექმნაში.“ ვეტმანმა პირველი კოლექცია წარადგინა შემოდგომა/ზამთარი 2014/15 წლის სეზონზე პარიზში. ეჭვგარეშეა, რომ უკანასკნელი რამოდენიმე წლის გამავლობაში დემნა გვასალიას ვეტმანმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მოდის ინდუსტრიაზე. სრულიად შცვალა შეხედულებები და დაამსხვრია სტერეოტიპები, რომლებიც ალბათ ყველა ადამიანს ჰქონდა მოდასთან დაკავშირებით. დემნა არის ის ერთადერთი ადამიანი რომლის შექმნილი ნებისმიერი ნივთი ხდებოდა ყველასთვის სასურველი, სელინ დიონიდან დაწყებული რიანათი დამთავრებული.







 ვეტმანმა ფაქტობრივად მოდის ინდუსტრიაში შემავალი კარი გაუღო იმ უამრავ ბრენდს, რომლებიც მის გამოჩენამდე უკანა ფონზე იდგნენ და ვერ ბედავდნენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. ქართველებისთვის განსაკუთრებულ სიახლოვეს წარმოადგენდა დემნას ხელმძღვანელობით შექმნილი ვეტმანის კოლექციები, რომლებშიც მუდმივად იგრძნობოდა ქართული სენტიმენტალური განწყობა.






   ალბათ თითოეულ ადამიანს უჩნდება კითხვა - გადარჩება თუ არა ბრენდი თავისი ვარსკვლავი დიზაინერის გარეშე ან საერთოდ თუ შედის გეგმაში მისი არსებობა? მიუხედავად იმისა, რომ ვეტმანის მომავალი გაურკვეველია ალბათ უკეთესია დემნას მიერ გაკვალულ დინებას მივყვეთ, რომელსაც როგორც წესი ყოველთვის სწორი მიმართულებით მივყავართ და გვახსოვდეს გურამს ყოველთვის აქვს გეგმა.






ქეთი ხატიაშვილი

Comments