კლინიკა"დენტოკლუბი" 9 წლის გახდა.

  

სტომატოლოგიური კლინიკა "დენტოკლუბის" პირველი ფილიალი ყაზბეგის ქუჩაზე ჯერ კიდევ 2010 წლის 11 ოქტომბერს გაიხსნა, რასაც მოგვიანებით 2016 წლის 2 დეკემბერს მეორე ფილიალიც მოჰყვა ლუბლიანაზე. კლინიკის დამფუძნელები და დირექტორები, დები ქეთი, ირინა და მარინა ჩემიები არიან.
   ქალბატონი ქეთი "დენტოკლუბის" იდეის ავტორი და შესაბამისად დამფუძნებელი გახლავთ.
დღეს კლინიკა 9 წლის იუბილეს აღნიშნავს. საინტერესოა , თუ როგორ შეძლო კლინიკამ ქართულ ბაზერზე თავის დამკვიდრება?



  “დენტოკლუბი” გამორჩეული ქართული ბრენდია, რომელიც დიდი ხანია თბილისში მომხმარებელთა ფავორიტი სტომატოლოგიური დაწესებულებაა. ყოველივე ეს განაპირობა "დენტოკლუბის" ინოვაციური მკურნალობის მეთოდებმა. გარდა ამისა, ორივე კლინიკა დაკომპლექტებულია თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აპარატურით. გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიები და უსაფრთხოების დაცვის უმაღლესი სტანდარტები. კლინიკაში მყუდრო, კომფორტული გარემოს შექმნას და ჰიგიენური ნორმების დაცვას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა.



 უნიკალური სასტერილიზაციო სისტემები, მუდმივი კონტროლი და სადეზინფექციო-ჰიგიენური ზედამხედველობა განსაკუთრებულ რანგშია აყვანილი. ყოველი ინსტრუმენტი სტერილიზაციის რამდენიმე ეტაპს გადის.



   კლინიკა ზრუნავს პაციენტების უსაფრთხოებასა და საიმედო მკურნალობაზე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კვალიფიციური ექიმების გუნდი, რომელიც ყოველდღე ქმნის ლამაზ და ჯანსაღ ღიმილს.
    "დენტოკლუბში" შეგიძლიათ მიიღოთ ყველა სახის სტომატოლოგიური მომსახურება. ბავშვთა და მოზრდილთა თერაპიული სტომატოლოგია, ორთოდონტია, ორთოპედია, ყბა-სახის ქირურგია, პაროდონტოლოგია, ესთეტიკური სტომატოლოგია და ა.შ.
       თუ სტომატოლოგთან ვიზიტს გაურბიხართ და შიშის თუ სხვა ფაქტორების გამო თავს არიდებთ, „დენტოკლუბს“ თქვენთვის ინოვაციური შემოთავაზება აქვს: სტომატოლოგიური მკურნალობა “მახლენი აირი"’ ანუ მხიარული გაზით.





 „მალხენი აირი“ სედაციაა, რომლის დროსაც სპეციალური ნიღბის საშუალებით პაციენტი აზოტის ქვეჟანგს და ჟანგბადის ნაერთს სუნთქავს. სასიამოვნო და არომატიზებული „მალხენი აირი“ მოქმედებს დამამშვიდებლად, ხსნის შიშს, დაძაბულობას, ეიფორიას. პროცედურის წინ პაციენტს უმაგრებენ ნიღაბს და ასრულებენ რამდენიმე ჩასუნთქვას. შედეგად იგი გრძნობს სასიამოვნო, მოტკბო გემოს. შემდეგ კი ჩნდება მოდუნებისა და სიმშვიდის შეგრძნება. პაციენტი ემოციურად გაწონასწორებულია, არ აწუხებს ბორმანქანის ხმაური, ვერ გრძნობს არასასიამოვნო სუნს და არ აშინებს სამედიცინო ინსტრუმენტები. „დენტო კლუბში“ „მალხენი აირით“ მკურნალობა შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის პაციენტისთვის 5-6 წლის ასაკიდან.



 თქვენ წარმოიდგინეთ ორსულებშიც გამოიყენება. აზოტის ქვეჟანგი ინერტული აირია. იგი უერთდება სისხლის ცილებს და რამდენიმე წუთის შემდეგ სრულად გამოდის ორგანიზმიდან. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიღბის მოხსნისთანავე, პრეპარატის მოქმედება სრულდება. ამის გარდა კლინიკა გვთავაზობს მკურნალობას ნარკოზის ქვეშ (დაძინებით).



   ზოგადად “დენტოკლუბი” სრულიად ადაპტირებული კლინიკაა ასევე შშმ პირებისთვისაც. როდესაც ვსაუბრობთ კლინიკის გამორჩეულობაზე, ბევრი რამის თქმა შეგვიძლია,  რადგან "დენტოკლუბი" ერთადერთი კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია მიკროსკოპებით. სტომატოლოგიაში მიკროსკოპის გამოყენება ულტრატანამედროვე მიმართულებაა. ოპტიკური ხელსაწყოები საშუალებას გვაძლევს განვახორციელოთ უწყვეტი კონტროლი მკურნალობის პროცესში, რაც პირდაპირ აისახება მკურნალობის ხარისხზე და ორიენტირებულია კბილის ქსოვილების დაზოგვაზე. ასევე, უნიკალური სადიაგნოსტიკო აპარატურა „დენტოკლუბის“ სავიზიტო ბარათია. სწორად დასმული დიაგნოზი, მდგომარეობის ადეკვატური შეფასება, მკურნალობის ეტაპების კონტროლი მაღალი ხარისხის სამუშაოს შესრულებისა და სწორი მკურნალობის გარანტია. ეს ყველაფერი კი დენტალური კომპიუტერული ტომოგრაფით Planmeca ProMax 3D, ორთოპანტომოგრაფისა და ვიზიოგრაფის აპარატით ხორციელდება. უზუსტესი სამგანზომილებიანი დიაგნოსტიკა მინიმალური დასხივებითაა შესაძლებელი და მორგებულია ბავშვთა და ორსულთა საჭიროებებსაც.




   საოცნებო ლამაზი და კაშკაშა ღიმილი “დენტოკლუბში” ყოველდღე იქმნება. კლინიკაში შესაძლებელია ერთ დღეში ჰოლივუდის ღიმილის გაკეთება ცერეკ აპარატის საშუალებით.
   ცერეკი (cerec) – უახლესი აპარატია კბილის გვირგვინის კომპიუტერული რეკონსტრუქციისთვის. ის ჩანართის, ვინირის ან გვირგვინის დამზადების საშუალებას იძლევა პაციენტის ერთ ვიზიტზე. ცერეკ-სისტემა სრულად კომპიუტერულია და ზუსტად ახდენს სკანირებას, რაც გამორიცხავს რაიმე სახის შეცდომას მოდელირებისას.

   
ცერეკის საშუალებით ნარჩუნდება ცოცხალი კბილები, ულამაზესი ღიმილი კი ანაცვლებს კბილების არასწორი დგომით, არასასურველი ფორმით, ფერითა და დეფექტებით შექმნილ დისკომფორტს. ცერეკის (cerec) კბილები სრულად შეესაბამება ბუნებრივ კბილებს.




«დენტოკლუბი' ყაზბეგის 14 ა 2141814, 574145014 ლუბლიანას ქ. #63 2236321, 592236321 ორივე ფილიალში აუცილებელია წინასწარი ჩაწერა. რაც შეეხება გრაფიკს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით 09:00-21:00 საათამდე მუშაობს ორივე კლინია მხოლოდ ყაზბეგის ფილიალი გემსახურებათ კვირა დღეს.

Comments