მოდის ინდუსტრიის უდიდესი დანაკარგი - Alexander (Lee) McQueen
![]() |
| Add caption |
"ხელოვნება", ამ ერთ სიტყვაში მოიხსენება
მთელი მისი შემოქმედება. ხელოვნებაა ის, რასაც Mcqueen ქმნიდა, მაგრამ არა, მას გაცილებით
მეტი შეგვიძლია ვუწოდოთ, ვიდრე ეს ერთი გაცვეთილი და ყოვლად გამოუსადეგარი სიტყვა
- "ხელოვნება". რა სახელი უნდა დავარქვათ იმ ყველაფერს რასაც ის ქმნიდა?
ალბათ, ამ სამყაროში არ მოგვეპოვება მსგავსი სიტყვები. ეს, უბრალოდ, რაღაც ამოუცნობი
და ჩვენი აზროვნებისთვის მიუწვდომელია.
დაიბადა 1969 წლის 17 მარტს ლონდონში, მშრომელი
კლასის ოჯახში, რომლებიც რაიონის საზოგადოებრივ საცხოვრებელში ცხოვრობდნენ. მამა ტაქსის მძღოლი, ხოლო დედა - სოციალური მეცნიერებების
მასწავლებელი იყო. მიუხედავათ მცირე შემოსავლებისა ოჯახი ყველაფერს აკეთებდა ალექსანდრესა
და მისი ხუთი ძმის განათლებისთვის, თუმცა 16 წლის ასაკში ლიმ ( „ლი“- ასე ეძახდნენ
მას მეგობრები) სკოლა მიატოვა და დაიწყო თავისი პირველი სამუშაო „Savile Row”-ზე, სადაც
მამაკაცის სამოსს ქმნიდნენ.
ადრეულ ასაკშივე აღიარა საკუთარი ორიენტაცია და
საჯაროდ თქვა, რომ ჰომოსექსუალია, რის გამოც სიცოცხლის ბოლომდე დისკომფორტს განიცდიდა
საზოგადოების გარკვეული ფენების მხრიდან.
მოგვიანებით “Savile Row”-დან გადავიდა “Angels
& Berman”-ის ატელიეში, რომლებიც თეატრალური კოსტიუმების შექმნაზე მუშაობდნენ.
სწორედ იქ გატარებულმა პერიოდმა მოახდინა უდიდესი გავლენა ლის უკვე შემდგომ ხედვასა
და განვითარებაზე.
მცირე ხანს მუშაობდა მილანშიც Romeo Gigli-ის მოდის
სახლში, მაგრამ მალევე დაუბრუნდა მშობლიურ ფესვებს, ლონდონში, და ჩაირიცხა მოდის აწ
უკვე ნომერ პირველ სასწავლებელ, “Central Saint Martin’s”-ში. უნივერსიტეტი 1992 წელს
მაგისტრის ხარისხით დაამთავრა მოდის დიზაინის მიმართულებით. კოლექცია, რომელიც მან
წარადგინა, როგორც მისი ხარისხის კულმინაციური პროექტი, შთაგონებული იყო “Jack the
Ripper”-ის მიერ.
ამ პერიოდში ჩნდება ადამიანი, რომელიც მაქქუინის
მთავარი მხარდამჭერი და უახლოესი მეგობარი ხდება. Isabell Blow არის ის სახელი, რომელმაც
ალექსანდრეს წარმატებაში, შეიძლება ვთქვათ, გარდამტეხი როლი ითამაშა.
დიპლომის მიღებიდან მალევე დიზაინერი “Givenchy”-ის
მოდის სახლის კრეატიულ დირექტორად დაინიშნა. საკულტოდაა ქცეული მაქქუინის „bumster”
შარვლები (სახელი გამომდინარეობს შარვლის ძალიან დაბალი წელიდან გამომდინარე).
დიზაინერმა მალევე, 2001 წელს, მიიღო ოტ კუტიური
მოდის სახლის დატოვების გადაწყვეტილება და მიზეზად მისი შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვა დაასახელა.
2000 წელს ე.წ-მა „გუჩი გრუფმა“ იყიდა დიზაინერის
მიერ დაარსებულ ბრენდის, „McQueen”-ის 51% და ბრენდის განვითარებისთვის ყველაფერს აკეთებდა.
მათი დახმარებთ ბრენდი იმაზე უფრო წარმატებული გახდა, ვიდრე ოდესმე.
“Givenchy”-დან წამოსვლის შემდეგ ლი ყოველ სეზონზე
უფრო მეტად გვაოცებდა საკუთარი შემოქმედებითი ნიჭითა და წარმოსახვის უნარით. არა მხოლოდ
კოლექციები, არამედ მთლიანი შოუ ერთი დიდი სანახაობა იყო.
2003 წელს მაქქუინი აღიარებულ იქნა წლის საუკეთესო
საერთაშორისო დიზაინერად ბრიტანეთის მოდის საბჭოს მიერ. ამავდროულად “McQueen”- ის
მაღაზიები გაიხსნა ნიუ-იორკში, მილანში, ლას-ვეგასში, ლოს-ანჯელესსა და ლონდონში. დედოფალ ელისაბედ მეორემ მიანიჭა “CBA” მოდის ინდუსტრიაში
შეტანილი წვლილისთვის. მაქქუინმა წლის საუკეთესო ბრიტანელი დიზაინერის ჯილდო ოთხჯერ
მიიღო.
მიუხედვად მორცხვი ბუნებისა ალექსანდრე გამოირჩეოდა
გულახდილობითა და რაღაც მხრივ სითამამით. არასდროს ერიდებოდა საკუთარი წარსული ცხოვრებისა
და ტრადიციული სილამაზის არარსებობის წარმოჩენას. ცნობილი იყო, როგორც „მოდის ცუდი
ბიჭი“.
მაქქუინზე საუბრისას არ შიძლება არ გავიხსენოთ
გაზაფხული/ზაფხული 1999 წლის კოლექცია, როდესაც ჩვენების კულმინაციისას სცენაზე გამოსული
შელომ ჰარლოუს თეთრი, სადა კაბა ფაქტობრივად რობოტებმა გარდაქმნეს ხელოვნების ნიმუშად.
როგორც ლის სახვა ჩვენებები, რომლებსაც ხშირად არა „ჩვენების“ არამედ „ხელოვნების პერფორმანსის“
სახელით მოიხსენიებენ ერთ-ერთ საკულტო მომენტად იქცა მსოფლიო მოდის ისტორიაში.
10 წელი გავიდა მისი ბოლო ჩვენებიდან, რომელის კოლექციაც გაზაფხული/ზაფხული 2010 წლის სეზონითვის შექმნა. კოლექცია სახელად - “Plato’s
Atlantis”, რომელიც სამუდამოდ ჩაიწერა მოდის ინდუსტრიის ყველაზე დასამახსოვრებელ კოლექციებს
შორის, დიზიანერმა ლედი გაგას იმდროისთვის ახალი სინგლის “Bad Romance”-ის თანხლებით წარადგინა.
როგორც ვოგის სარა მაუერი აღწერს: „ ეს იყო განათებული
პოდიუმი. სცენის შუაში, ორი მოძრავი გადამღები რობოტი. ეკრანზე კი ვხედავდით
Raquel Zimmermann-ის ვიდეო-რგოლს.“
ეს იყო პირველი და უკანასკნელი მაქქუინის ჩვენება,
რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცა.
2007 წელს ლის ყველაზე ახლო მეგობარმა ისაბელ ბლოუმ
სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. 2010 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა მაქქუინის დედა და
მის დაკრძალვამდე 2 დღით ადრე ყველა დროის საუკეთესო დიზინერი, ადამიანი რომლის სახელიც
და გვარიც ასოცირდება ყველაფერ ამოუცნობად დიდებულ შემოქმედებასთან, გარდაცლილი იპოვეს
საკუთარ ბინაში. ალექსანდერ მაქქუინმა 2010 წლის 11 თებერვალს თავი მოიკლა.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ის სხვანაირი იყო. მთელი
მისი გონებისა და აზროვნების პრინციპი იმდენად განსხვავდებოდა ჩვენისგან, იმდენად,
რომ არავის შეეძლო მის უსაზღვრო და უკიდეგანო ხედვას ჩასწვდომოდა და იმდენად ვერავინ
ვერ უგებდა, რომ ასე უბრალოდ ადგა და მიატოვა ყველაფერი, რაც კი ოდესმე შეუქმნია. უბრალოდ
წარმოიდგინეთ, რა საშინლად გრძნობდა ყველა დროის საუკეთესო დიზაინერი თავს, რომ ასე
დაესრულებინა სიცოცხლე. მისსავე სიცოცხლეში ყველა გაოცებული იყო მისი შემოქმედებით.
ყველას აინტერესებდა რა ხდებოდა მის გონებაში. ყველამ იცოდა, რომ რაღაც ისე არ იყო,
მაგრამ მისთვის დახმარების ხელი არავის გაუწვდია და არავის უკითხავს რა აწუხებდა.
გვესმოდა, ყველას გვესმოდა, თუ როგორი განწირული
ხმით გვეძახდა. გვეძახდა, რომ დავხმარებოდით. შველას გვთხოვდა. დიდი ხნის განმავლომაში
გვთხოვდა, რომ იმ ჭაობიდან ამოგვეყვანა, საიდანაც ასე ღრმად იყო ჩაფლული და ამოსვლას
თავად ვერ ახერხებდა. ყოველი დაძახების შემდეგ იმედი ჰქონდა,რომ ვინმე გააგონებდა და
დაეხმარებოდა, მაგრამ ამაოდ. ყველას გვეგონა, რომ შეძლებდა. შეძლებდა, რომ იმ ჭაობიდან
ამოსულიყო. ასე გვეგონა, ამიტომაც ყველამ ზურგი ვაქციეთ და არ დავეხმარეთ. თავისი ყოველი
კოლექციით ის ხომ დახმარებას ითხოვდა, მაგრამ ბოლოს ყველანაირი იმედი გადაეწურა. როდესაც
დარწმუნდა, რომ მას აღარავინ დაეხმრებოდა, ადგა და თვითონ დაეხმარა, მაგრამ თავის თავს
კი არა, ჭაობს დაეხმარა. დაეხმარა თავისივე თავის ჩაძირვაში.
მისი სიკვდილი თითოეული ჩვენგანის ბრალია. ყველანი
ვართ დამნაშავეები მის ასეთ გადაწყვეტილებაში და ის, რომ დღეს ლიი ჩვენს გვერდით აღარაა
და აღარ შეგვიძლია მისი გენიალური, მართლაც, უნიკალური კოლექციების ნახვა, მე, პირადად,
მთელი კაცობრიობის პასუხისმგებლობად მიმაჩნია.
ასე მოვკალით ლიი. ლიი,
რომელიც მხოლოდ ხელის გამოწვდასა და პატარა დახმარებას ითხოვდა. ლიი, რომელიც ჩვენთვის
უდიდესი საჩუქარი იყო, მაგრამ ვერ მოვუარეთ, სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ და დაიმსხვრა.
ისე დაიმსხვრა, რომ აწყობაც შეუძლებელი გახდა.
ის, რასაც ალექსანრე ქმნიდა განუმეორებელია. ნებისმიერი
დიზაინერის გადაკოპირება შეიძლება, ნებისმიერ დიზაინერს შეიძლება გამოუჩნდეს იმავე
ხედვის ადამიანი, მაგრამ არა ლიის. ის ერთადერთი დიზაინერი იყო, არის და იქნება, რომელთან
ახლოსაც კი ვერავინ მივა.
ხშირად გვესმის დიზიანერების სახელები, რომლებიც
პირამიდის სათავეში დგანან და მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან ადამიანებად გვევლინებიან,
თუმცა მაქქუინის დონემდე ასვლა ჯერ-ჯერობით
ვერავინ მოახერხა.
მაქქუინის სიკვდილიდან სამი თვის შემდეგ ბრენდის
კრეატიულ დირექტორად ლის დიდი ხნის თანაშემწე სარა ბარტონი დაინიშნა, რომელიც დღემდე
იკავებს პოსტს აღნიშნულ თანამდებობაზე.
ქეთი ხატიაშვილი














Comments
Post a Comment