"Brexit"-ის გავლენა მოდის ინდუსტრიაზე




ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას ხშირად ესმის სიტყვა „Brexit”, რომელის მნიშვნელობა ზოგჯერ არც კი იციან. Brexit არის ორი სიტყვის, Britian-სა (ბრიტანეთი) და Exit-ის (გასვლა) ჰიბრიდი, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის აღსანიშნავ ტერმინად გამოიყენება.

ამ სტატიაში იმის გარკვევას შევეცდებით თუ რა შედეგების მომტანი იქნება „ბრექსითი“ მოდის ინდუსტრიისთვის.

2016 წლის 23 ივნისს, ბრიტანელი ამომრჩეველი დადგა კითხვის წინაშე - სურდათ თუ არა კვლავ ევროკავშირის წევრ ქვეყნად დარჩენა. ეს რეფერენდუმი პარლამენტის მიერ იყო ორგანიზებული და შედეგების თანახმად ბრიტანეთს უნდა დაეტოვებინა ევროკავშირი, თუმცა შედეგები კვლავ პარლამენტის მიერ უნდა  რატიპიცირდეს.

2019 წლის 31 ოქტომბერი არის ბოლო ვადა, როდესაც ბროტანეთმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

იქიდან გამომდინარე, რომ სიტუაცია საკამოდ კრიტიკულია დიდი ბრიტანეთის მოქმედი ბიზნესი სრულ გაურკვევლობაშია. რასაკვირვრლია ევროკავშირის დტოვება დიდ გავლენას მოახდენს იმპორტისა და ექსპორტის, გადასახადებისა და პროცესების, ვიზის მოთხოვნის და კიდევ მრავალი სახის გართულებების შესახებ. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია მოდის უზარმაზარი ინდუსტრიისთვის. მოდისთვის „ბრექსითის“ უთანხმოება ყველაზე უარესი სცენარია, რომლის თავიდან აცილება ბევრს სურდა.


თუ დიდი ბრიტანეთი 31 ოქტომბერს ევროკავშირიდან გამოვა ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობები საგრძნობლად გაუარესდება. ყველაფერი, რაც კი აქამდე შექმნილა ნელ-ნელა დაეცემა და ეს საშინლად იმოქმედებს ბიზნესზე. როგორც ბრიტანეთის მოდის საბჭოში აცხადებენ ”ბრექსიტი“, რომელიც ტარიფების მკაფიო ცვლილებას გამოიწვევს ინდუსტრიას შეიძლება ერთი მილიარდი გირვანქა სტერლინგი დაუჯდეს, რაც დაახლოებით 1.28 აშშ დოლარს უდრის.

“Mother of Pearl”-ის კრეატიული დირექტორი, Amy Powney, ამბობს, რომ პრობლემის სხვა ასპექტებიც იკვეთბა და აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე ბრენდებმა შესაძლოა პროდუქტის სხვადასხვა ქვეყანაში რეალიზება დათქმული დროის მონაკვეთში ვერ შეძლონ, რაც ავტომატურად გამოიწვევს შეკვეთეის გაუქმებას და უამრავი კომპანია უდიდესი კრიზისის წინაშე აღმოჩნდება.
ისეთი დონის ბრენდები, როგორიცაა მაგალითად „ბარბერი“ მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის, თუმცა რც შეეხება შედარებით პატარა ბრენდებს მათთვის ეს გამოწვევა დაუძლეველია და როგორც თავად აღნიშნავენ მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინებით სხვაგან გადასვლა ან უარეს შემთხვევაში კომპანიების დახურვა მოუწევთ.

ერთ-ერთი დიზაინერი, რომელმაც უკვე დატოვა დიდი ბრიტანეთი ეს არის - Paula Knorr. ხარჯების შესამცირებლად იგი გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად და იქ შექმნა სტუდია. წარმოების გერმანიაში გადმოტანით მან თავი დაიზღვია სავარაუდო საიმპორტო გადასახადისგან.



ლონდონის ის ადგილია, სადაც მოდის მიმართულებით ორი უდიდესი სასწავლებელი მდებარეობს. "Central Saint Martins" და "Royal College of Art" ის უნივერსიტეტებია, რომელში სწავლაც ნებისმიერი მოდის ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანის ოცნებაა. აქ ჩარიცხული სტუდენტების უმრავლესობა არა ბრიტანეთის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომლებიც ლონდონში სასწავლებლად ჩამოიდოდნენ, სწავლის დასრულების შემდეგ კი რჩებოდნენ და კვლავ ლონდონში განაგრძნობდნენ მუშაობას. თუმცა ახლა ყველაფერი იცვლება და სტუდენტები ცდილობენ საკუთარ სამშობლოში, რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდნენ.

                                                                                                                          Royal College of Art


                                                                                 Central Saint Martins

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბრიტანელ დიზაინერთა უმეტესობა ქსოვილს სხვა ქვეყნებში აწარმოებს და შემდეგ ბრიტანეთში შეკერილ სამოსს კვლავ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყიდის ეს კიდევ უფრო ართულებს სიტვაციას რადგან ამ შემთხვევაში ბრენდს ორჯერ მოუწევს გაზრდილი საბაჟო გადასახადის გადახდა.

რა შედეგიც არ უნდა იყოს, გაურკვევლობამ უკვე იმოქმედა ბიზნესზე, რომლებსაც მოუწიათ ვალუტის კურსის ცვლილებასთან და სხვა მრავალ ცუდ მოლოდინთან დაკავშირებით მოესმინათ კითხვები, რომლებზე პასუხები თავადაც არ აქვთ. გამუდმებით ისმის კითხვა „როგორ მოახერხებენ „ბრექსითის“ ქვეყნის ბრენდები მართონ ქვეყნის შიდა და გარე მიწოდება?“ პასუხი კი ამ კითხვაზე არავის აქვს.


                                                                                        

                                                                                         ქეთი ხატიაშვილი

Comments