სოფო ჭყონია BOF500-ში მოხვედრასა და მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეულის გაზაფხული/ზაფხული 2020-ის სეზონზე
ოთხი მთავარი ქალაქის, ნიუ-იორკის, ლონდონის, მილანისა და პარიზის, შემდეგ მოდის კვირეუკლმა ჩვეულებისამებრ თბილისში გადმოინაცვლა. "მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეული" 30 ოქტომბერს გაიხსნა საინტერესო ღონისძიებებითა და გამოფენებით. კვირეული სულ 6 დღეს გაგრძელდება და 4 ნოემბერს "ბესარიონის" ჩვენებით დაიხურება.
ახლა კი გთავაზობთ "მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეულის" დამფუძნებლის, სოფია ჭყონიას ინტერვიუს, რომელიც სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
- პირველ
რიგში მინდა თქვენი ბოლოდროინდელი წარმატების მოლოცვით დავიწყო, რომელიც “Business
of Fashion”-ის მიხედვით
მსოფლიო მასშტაბით თქვენს იმ 500 ადამიანს შორის მოხვედრას გულისხმობს, რომლებმაც უდიდესი
გავლენა იქონიეს მოდის ინდუსტრიაზე. თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო
არის ის ფაქტი, რომ ძმებ გვასალიებთან ერთად ის ქართველი ბრძანდებით, რომელმაც ასე
ვთქვათ ეს ტიტული მოიპოვა?
-სიმართლე გითხრა ჩემთვისაც მოულოდნელი
იყო
რადგან ნამდვილად არ ვიცოდი, რომ საერთოდ განვიხილებოდი
ამ სიაში მოხვედრისთვის. "The
Business of Fashion" ყოველ წლიურად მსოფლიოს მასშტაბით
არჩევს იმ 500 ადამიანს რომელმაც განსაკუთრებული გავლენა იქონია მოდის ინდუსტრიაზე.
არ ვიცი მე რამდენად მოვახდინე გავლენა მოდის ინდუსტრიაზე, მაგრამ რათქმანდა ძალიან
სასიამოვნოა, რომ ასეთი პატივი მხვდა წილად და ამ სიაში ძალიან საინტერესო და წარმატებული
ადამიანების გვერდით აღმოვჩნდი.
- როგორც ვიცით ღონისძიებაც გაიმართა ამ თემასთან დაკავშირებით და ორიოდე სიტყვით ამაზეც, რომ გვითხრათ როგორი ვითარება იყო.
- აღნიშნულ სიაში მოხვედრილი 500 ადამიანი მიგვიწვიეს საგანგებოდ მოწყობილ, ასე ვთქვათ ჩვენთვის მოძღვნილ გალაზე, სადაც მოხვედრა მხოლოდ მოდის ინდუსტრიაში მოღვაწე მნიშვნელოვან და ცნობილ ადამიანებს შეუძლიათ.
- ახლა უშუალოდ მოდის კვირეულზე, რომ გადავიდეთ, როგორც ოფიციალურ განრიგში ვნახეთ ჩვენებების რაოდენობა ფაქტობრივად განახევრდა. რამ გამოიწვია ეს ფაქტი...
- კიდევ უფრო განახევრდება .
- ზოგჯერ ისმოდა კრიტიკა დიზაინერების რაოდენობის შესახებ, რადგან ეს უტოლდებოდა მოდის დიდ ქალაქებში არსებული ჩვენებების რაოდენობას.
- კიდევ უფრო განახევრდება .
- ზოგჯერ ისმოდა კრიტიკა დიზაინერების რაოდენობის შესახებ, რადგან ეს უტოლდებოდა მოდის დიდ ქალაქებში არსებული ჩვენებების რაოდენობას.
-არცერთ შემთხვევაში არ უნდა განვსაზღვროთ კვირეულის ხარისხი დიზაინერებისა და ჩვენებების რაოდენობით. თუ ქვეყანაში ბევრი კარგი დიზაინერი, რატომაც არა უნდა გაიმართოს ბევრი ჩვენება?! თუმცა ამ შემთხვევას რაც შეეხება ვფიქრობ დიზაინერს უნდა ჰქონდეს პოტენციალი და იმის შესაძლებლობა, რომ აწარმოოს სამოსი და გაყიდოს ის ქვეყნის ფარგლებს გარეთაც ამიტომ ის დიზაინერები, რომელთაც ამის შესაძლებლობა არ აქვთ ვერ მოხვდებიან მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე ასე, რომ დიზაინერების არსებული რაოდენობა კიდევ უფრო განახევრდება. ჩვენ ჯერ 10 სეზონია, რაც ვმასპინძლობთ მოდის კვირეულს, რაც ამ სფეროსთვის საკმაოდ მცირე დროა. საქართველოში მოიდის ასეთი, როგორც ინდუსტრია და ბიზნესი ჯერ კიდევ არ არსებობს. ეს 10 სეზონი ჩვენთვის, რაღაც საცდელი ეტაპი იყო რადგან გაგვეანალიზებინა საერთოდ გვქონდა თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მოდის ინდუსტრიის ნაწილი გავმხდარიყავით.
- ბიჭოლას დაბრუნებაზეც, რომ ვისუბროთ რადგან საკმაოდ დიდი ხანია მისი ჩვენებები თბილისს არ უნახავს.
- ბიჭოლა დაბრუნდა ამ სეზონზე და ალბათ უკვე თვითონ გადაწყვიტავს შემდეგ სეზონზეც დარჩება თუ არა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ახალი დიზაინერი შევმატოთ კვირეულს და ძალიან საინტერესოა ბიჭოლა რას გააკეთებს ამდენხნიანი პაუზის შემდეგ.
- როგორ ფიქრობთ მზად არიან ქართველი დიზაინერები იმისათვის, რომ დიდი რაოდენობის შეკვეთები მიიღონ და ხარისხიანად აწაარმოონ სამოსი?
-ვფიქრობ ნელ-ნელა ემზადებიან ამისთვის. საერთოდ ქართველები ბუნებით მაქსიმალისტები ვართ და გვინდა თბილისშიც ისე იყოს ყველაფერ, როგორ პარიზშია და ყოველთვის ვადარებთ ჩვენს თავს სხვას, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს შეუძლებელია. ჩვენი ქვეყანა სულ სხვა გეოგრაფიულ არეალში მდებარეობს. ჩვენ არ ვართ შუაგულ ევროპაში ან ამერიკაში. გვაქვს უამრავი პრობლემა, როგორც პოლიტიკური ისე სოციალური და ეკონომიკური ამიტომ ყველაფერი ჩვენს რეალობას უნდა მოვარგოთ. მოდა ასახავს იმას თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში და რა ვითარებაა.
-რაიმე განსაკუთრებულ სიახლეს თუ უნდა ველოდოთ მიმდინარე სეზონზე?
-ასე ვთქვათ მოდა სულ სიახლეა. მთელი მოიდის კვირეული სიახლეა. ახალი კოლექციები, ახალი ლოკაციები, ახალი პროექტები, ახალი სტუმრები და ა.შ.
-უღრმესი მადლობა ინტერვიუსთვის.
-მადლობა თქვენ.
Text - Katheryn Khatiashvili
Photocredit - "The Business of Fashion", "MBFWT"






Comments
Post a Comment