საზოგადოებისა და ხელოვნების ჩვეული დაპირისპირება
21-ე
საუკუნე. მოდის ინდუსტრია ახლა იმაზე მეტად მზარდია ვიდრე ოდესმე. დიზაინერების აურაცხელი
რაოდენობა, რომლებიც პირველ რიგში კლიენტების სურვილების დაკმაყოფილებაზე ფიქრობენ.
კომერცია, გაყიდვები და მინიმალური დანახარჯებით მაქსიმალური სარგებლის მიღება
ესაა ის, რაც დღეს მოდის ინდუსტრიას ამოძრავებს.
ამ
პრინციპით მოაზროვნე უამრავ დიზაინერს შორის იშვიათად თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც
შემოქმედებითობას, ხელოვნებას და კრეატიულობას კომერციაზე მაღლა აყენებს.
არაერთი
დიზაინერი იმსხვერპლა საზოგადოების არაკორექტულმა, აგრესიულმა და სრულიად არალოგიკურმა
დამოკიდებულებამ მათ მიმართ.
არ
ვიცი რატომ მაგრამ საზოგადოება ვერ/არ ეგუება განსხვავებულს. ყოველთვის აღიზიანებთ
ადამიანი, რომელსაც შეუძლია საკუთარი განცდის, ემოციების და სათქმელის ხელოვნებაში
საკუთარი ხედვით გადმოცემა.
გავიხსენოთ
საკმაოდ ახლო წარსული. რა ვუქენით მაქქუინს?! მანამ ვაკრიტიკეთ, ვლანძღეთ და ცილი დავწამეთ
სანამ თავი არ მოიკლა. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ დაიწყო ხალხმა იმაზე ლაპარაკი
თუ რამდენად ნიჭიერი ადამიანი ყოფილა.
რა
დაემართა გალიანოს?! არამგონია რომელიმე მოდაში ოდნავ მაინც ჩახედულ ადამიანს არ ახსოვდეს
როგორი საშინელი დეპრესიით იტანჯებოდა იგი. ისევ ჩვენი საშინელი დამოკიდებულებით მივიყვანეთ
ის ამ მდგომარეობამდე. სუიციდამდე რამოდენიმე ნაბიჯი აკლდა, როდესაც მოიკრიბა ძალა
და იმ მასასთან გამკლავება გადაწყვიტა, რომელიც ასე დაუნდობლად და აბსურდულად აკრიტიკებდა
მის შემოქმედებას.
რა
ქმნის მოდას? - ფული? გაყიდვები? მაქსიმალური მოგება?
პასუხია-არა.
მოდის ინდუსტრია აგებულია ისეთი ღირებულებების კომბინაციით, როგორიცაა ნიჭი და შემოქმედება.
კრეატიულობა არის ძირითადი საფუძველი, რომელზეც უნდა იზრდებოდეს თანამედროვე მოდა და
ხელოვნება.
სულ
რამოდენიმე დღის წინ მერსედეს-ბენც თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში კოლექცი
სახელად - „ინტერვიუ სიკვდილთან“ წარადგიანა დებიუტანტმა დიზაინერმა ლევან შველიძემ.
როგორც
დიზაინერმა აღნიშნა მისი შთაგონების ძირითადი წყარო გოთური რომანები და სამეცნიერო
ფანტასტიკური ჟანრის ფილმები გახდა. მისტიკა, ზებუნებრივი არსებები, შიშით გამოწვეული
განცდები არის ის ძირითადი მიმართულება, რომელიც
მის თითოეულ ნამუშევარში იკვეთებოდა შესაბამისად მისმა პერსონაჟებმა: ელფებმა, ფერიებმა,
ჯადოქრებმა, წინასწარმეტყველებმა, ვამპირებმა და მონსტრებმა შექმნეს ეიფორუილი დღესასწაული.
„Here
is love, and here is death lit by neon komorebi, twinkling melancholically”
– Levan Shvelidze
წარდგენიდან
რამოდენიმე საათში კოლექციას არარეალურად დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოების
მხრიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოსალოდნელი იყო და ალბათ თავად დიზაინერიც არ გაკვირვებულა ამ აგრესიით, რომელიც ხალხის მხრიდან
წამოვიდა მათი დამოიდებულება სრულიად არაადეკვატური იყო.
შეიძლება
ვერ აღიქვა, ვერ გაიაზრო დიზაინერის სათქმელი და კოლექციის მთავარი თემატიკა მაგრამ
ერთადერთი, რაც უნდა გვახსოვდეს ისაა, რომ არასდროს შევეცადოთ შემოქმედ ადამიანში კრეატიულობის
ჩახშობას.
ის
რაც მარტივად იყიდება კარგია და ნამდვილი ხელოვნება დასაგმობი?!
იმისდა
მიუხედავად, რომ ამის აღქმა ყველას არშეუძლია და ეს ლოგიკურიცაა ყველამ უნდა შევიკავოთ
თავი ვაკრიტიკოთ ის, რის მიმართაც არ/ვერ შეგვიძლია ობიექტური დამოკიდებულება გვქონდეს.
ლევან
შველიძე არის იმ მაქსიმუმ ხუთ ქართველ დიზაინერს შორის, რომლისთვისაც შემოქმედებითობა
და ხელოვნება კომერციაზე მაღლა დგას და არასდროს დავიღლები ამის საზოგადოებისთვის მტკიცებით,
რადგან ერთხელ და სამუდამოდ უნდა შევძლოთ იმ ადამიანების დაფასება, რომელებიც ამას
ნამდვილად იმსახურებენ. გვერდით უნდა გადავდოთ ჩვენი სუბიექტური აზრი მაშინ, როდესაც
ამას შეუძლია ადამიანზე საკმაოდ დიდი და ცუდი გავლენა მოახდინოს.
სჯობს
ყველამ ის საქმე ვაკეთოთ, რაც საუკეთესოდ გამოგვდის და არ შევიჭრათ სხვის ცხოვრებაში.სხვა
შემთხვევაში მინიმუმ კორექტულობა მაინც უნდა შევინარჩუნოთ.
ქეთი ხატიაშვილი















Comments
Post a Comment