Boo Jewellery 1 წლის გახდა.


"Boo Jewellery"ერთი წლის გახდა. დიზაინერმა თამუნა ჯიქიამ საიუბილეო თარიღი სიმბოლურად ახალ შოუ რუმში, ჭოველიძის რვა ნომერში (Rooms hotel-თან) მდებარე "Georgian designers room"-ში გადაიხადა, სადაც წარმოდგენილია Eloshi, Atelier Makreteli, Tamari,Hellenium და Janelidze bags.



  ბრენდი სულ რაღაც 2018 წლის ოქტომბერში დაარსდა, თუმცა დიზაინერის დაუღალავი შრომით საკმაოდ ცნობილი გახდა,როგორც საქართველოში,ასევე საზღვარგარეთ. ბრენდის შექმნის ინსპირაცია სლოგანი "მინიმალიზმი ანუ არაფერი ზედმეტი" აღმოჩნდა, რომელიც დღემდე ბრენდის შეუცვლელ დევიზად რჩება.


როგორც თავად თამუნამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა : "ბრენდის წარმატება განსხვავებულმა დიზაინმა და ხარისხიანმა პროდუქტმა განსაზღვრა. ვერცხლი ყოველთვის დიდ ყურადღებას იქცევს, ასევე ძალიან მოწონთ უცნაური გეომეტრიული ფორმები".



  რაც შეეხება პირველ და მეორე კოლექციებს დიზაინერმა არჩევანი მინიმალიზმზე გააკეთა. ასევე, მომხმარებლის დიდი სიმპათია დაიმსახურა მესამე კოლექციამ "Boo balls" და მეოთხე კოლექციამ "ლამარია". ლამარია ძველ ქართულ მითოლოგიაში ხელსაქმის ქალღმერთია.



  დიდმა შრომამ ცხადია, თავისი შედეგიც გამოიღო და სექტემბერში ბრენდი პარიზში "WHO IS NEXT"-ზე მიიწვიეს. ღონისძიება ვერსალში გაიმართა. 1500 მსოფლიო ბრენდიდან ქართული მხოლოდ "Boo Jewellery" აღმოჩნდა.


 "Trade show"-მ ბრენდს ახალი წინანადადებები პარიზიდან, შვეიცარიიდან და ლონდონიდან მოუტანა.
  რაც შეეხება სიახლეებს ივლისში ბრენდი ლონდონის "Trade show" "PURE"-სთვის ემზადება. გარდა ამისა, ნოემბერში ბრენდის ახალი, მეხუთე კოლექციასაც ვიხილავთ.



  ჩვენთან საუბარში თამუნამ განვლილი ერთი წელიც შეაჯამა : "განვლილი წელი ნამდვილად აქტიური აღმოჩნდა, რასაც არ ველოდი,თუმცა ამისთვის არაფერი არ დამიშურებია და ბევრს ვშრომობდი. აქსესუარები არის ხარისხიანი და უნიკალური დიზაინის. ხალხს ნამდვილად მოწონს, ამ ეტაპზე ჩვენ ორ ქვეყანაში, რუსეთსა და უკრაინაში გვყავს ოფიციალური წარმომადგენელი.


 ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ შვეიცარიასთან, ჩიკაგოსთან, ტოკიოსა და პარიზსთან. ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწრაფი ტემპებით განვითარდა. ვფიქრობ, რომ "Boo"-მ ბოლომდე უნდა შეინარჩუნოს მისი ნიშა, რომ არის ხელნაკეთი.  სწორედ ხელნაკეთობა განსაზღვრავს მის უნიკალურობასაც.











Comments