Cosy Lab - შენი კომფორტის ზონა.


 პროფესიით ექიმმა ირინკა კარანაძემ, საყვარელი ჰობი ,სილამაზე და თავის მოვლა მცირე ბიზნესად აქცია, როცა 2019 წლის მაისში "Cosy lab" დაარსა.  ლოკაცია პეკინის ქ.36- ში შეარჩია და მეუღლის დახმარებით პირველი სალონიც გახსნა. როგორც თავად,ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა , სალონის დიზაინი და მომსახურეობის სერვისი სწორედ ისეთი შექმნა, რომელსაც თავად თბილისში დიდხანს ეძებდა.



 Cosy Lab - თქვენი კომფორტის ზონას ნიშნავს, ეს არის მყუდრო ადგილი,სადაც მომხმარებელს არა მხოლოდ ხარისხიანი და ეფექტური პროცედურის ჩატარება,არამედ რელაქსაციაც შეუძლია. - " ხშირად გვწერენ,რომ ჩვენთან ჯერ ადგილის სანახავად და შემდეგ უკვე პროცედურის გასაკეთებლად მოდიან, არ მინდოდა მინიმალისტური გარემო, მინდოდა ფერადი,ნათელი და პოზიტიური სივრცე, სადაც მომხმარებელი თავს კომფორტულად იგრძნობდა." -  აღნიშნა ჩვენთან საუბარში ირინკამ.



 თავდაპირველად, ყველაფერი ფრჩხილის,მანიკურისა და პედიკურის მომსახურეობით დაიწყო. შემდეგ უკვე თმა, მაკიაჟი და ეპილაციაც დაემატა.



 ეპილაციის პროცედურა ტარდება ინოვაციური Alma Soprano Ice Platinum-ის საშუალებით. ეს არის ერთადერთი აპარატი მსოფლიო ბაზარზე, რომელიც აერთიანებს სამივე ტიპის ლაზერული ეპილაციის ტექნოლოგიას: ალექსანდრიტს, დიოდსა და ნეოდიუმს. ამასთან ერთად სისტემა აღჭურვილია SHR In-Motion ტექნოლოგიით რაც უზრუნველყოფს პროცედურის უსაფრთხოებას, კომფორტს და ხდის მას მეტად ეფექტურს. Alma Soprano Ice Platinum აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, აახალგაზრდავებს, ხდის მას გლუვსა და ელასტიურს. ასევე აქვს ჩაბრუნებული თმის ამოღების სისტემა. ეპილაციის პროცედურა ტარდება საერთაშორისო პროტოკოლის დაცვით Dr. Laser Therapist Mari Nozadze-ის მიერ. მარიმ განათლება ნიუ-იორკში, BeautyFix Med Spa -ში მიიღო, მოგვიანებით კი კვალიფიკაცია კომპანიაში SANSO აიმაღლა. მარი უკვე წლებია, რაც საქართველოში მუშაობს.



საბოლოოდ,დღესდღეობით "Cosy lab"-ში 17 ადამიანია დასაქმებული.
  " - ორი მამაკაცი MUA (ვიზაჟისტი) გვყავს, რომლებიც აკეთებენ მაკიაჟს, ათი სპეციალისტი ფრჩხილზე, მანიკურსა და პედიკურზე მუშაობს, ასევე ლაზეროთერაპევტის კაბინეტი."  - განმარტა ირინკამ.
  მრავალფეროვანი მომსახურეობის სფერო კომპაქტურიცაა, რადგან თქვენი დროის დაზოგვის მიზნით საშუალებას გაძლევთ,რომ თქვენ ერთდროულად ჩაგიტარდეთ თმის,მაკიაჟის,პედიკურისა და მანიკურის პროცედურები.



  კითხვაზე თუ რით განსხვავდება "Cosy Lab" სხვა სალონებისგან ირინკამ გაგვანდო,რომ სულაც არავის აღარ უკვირს სტერილიზაციის აპარატი და სუფთა დანადგარები სალონებში, ეს არის ნორმა, რომელსაც თითოეული სალონი სტანდარტულად უნდა აკმაყოფილებდეს.




" ჩვენ აქცენტს გარემოსა და ყურადღებიან თანამშრომლებზე ვაკეთებთ, ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ მომხმარებელი ამ ფაქტითაც კმაყოფილი იყოს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ ხარისხიანი პროდუქცია,რაც ცხადია საბოლოოდ საუკეთესო ეფექტსაც ქმნის."
  გარდა ამისა, "Cosy Lab" მომხმარებელს ხშირად აქციებითაც ანებივრებს.
  სამომავლოდ სალონი,გაფართოებას და ახალი ფილიალის გახსნასაც გეგმავს.




Comments