Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi SS20
ათეულობით
საერთაშორისო სტუმარი -ფოტოგრაფები, ბაერები, ბლოგერები, ჟურნალისტები და სხვა უამრავი
ადამიანი ჩამოვიდა თბილისში, რათა კიდევ ერთხელ ან პირველად ეხილათ თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეული. ქალაქი, რომელიც ყველას აღაფრთოვანებს. სტუმრებს ერთი სული აქვთ, როდის
გავა ექვსი თვე კვლავ თბილისში დასაბრუნებლად. ამოუხსნელია რატომ, მაგრამ ფაქტია, რომ
თბილისი მოდის ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანების საყვარელი ადგილია.
5 დღიანი
გადატვირთული რეჟიმის - გამოფენების, ჩვენებებისა და სხვა ღონისძიების შემდეგ მერსედეს-ბენცის თბილისის მოდის კვირეული დასრულდა. გაზაფხული/ზაფხული 2020 წლის კოლექციები დიზაინერებმა
31 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით წარადგინეს.
კვირეულის
საპატიო სტუმარი ლეგენდარული დაიან პერნე იყო.
მოეწყო
მარტინ მარჯიელას არქივების გამოფენა. თბილისს ესტუმრა ფოტოების ავტორი Jonathan
hallam, რომელსაც არაერთხელ უმუშავია დიზაინერთან.
აღსანიშნავია, რომ დიზაინერების
რაოდენობა ფაქტობრივად განახევრებული იყო. სეზონი გამოტოვეს ჯაბა დიასამიძემ, ვასკამ,
ლელა ელოშვილმა, ანი დათუკიშვილმა და ა.შ.
31
ოქტომბერს კვირეული “Le Mocassin Zippe”-ის პრეზენტაციით გაიხსნა, რომელიც თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ გაიმართა. პირველი დღე საინტერესო იყო „ავთანდილის“
დაბრუნებით. ერთ სეზონიანი შესვენების შემდეგ დიზაინერი კვლავ დაუბრუნდა კვირეულს
და მისთვის უჩვეულო კოლექცია შემოგვთავაზა. კოლექცია დახვეწილი და ასე თუ ისე შეკრული იყო, რაც ავთანდილს იშვიათად სჩვევია.
ამავე
დღეს შესაძლებლობა გვქონდა გვეხილა აკა ფროდიაშვილის ჩვენება. დიზაინერი, როგორც ყოველთვის
მისთვის მნიშვნელოვან LGBT თემას შეეხო და საკუთარი სათქმელი, განცდები და ემოციები მთლიანად
კოლექციაში გადმოიტანა. ნაზი ატლასისა და ხავერდის ქსოვილები იდეალურად ერწყმოდა ერთმანეთს,
რასაც ფერების განსაკუთრებით შესამჩნევი შეგრძნება ემატებოდა და კოლექციას ნაზს თუმცა
ამავდროულად ძლიერს ხდიდა.
პირველი
დღე დაიხურა „Ieri Store”-ის ახალი მაღაზიის გახსნითა და Adam Katz Sinding-ის ახალი
წიგნის - „Live From F*cking Everywhere”-ის პრეზენტაციითა და ფოტოგრაფის მიერ ავტოგრაფების
გაცემით.
მეორე
დღის განრიგიდან აუცილებლად უნდა გამოვყოთ „ Situationist“-ის ჩვენება, რომელიც Nicole
Atieno-მ გახსნა. ჩვენებაში მონაწილეობა ასევე მიიღო Tomas Auksas-მა, რომელმაც კვირეულის
ფარგლებში ლექცია გამართა მისი ორი ფილმის თემაზე, კერძოდ კლიმატურ ცვლილებებზე.
მესამე
დღე „გიორგი ქებურიას“ კოლექციის ჩვენებით გაიხსნა. ლოკაციად თავისუფლების მოედანზე
არსებული საქართველოს ბანკის დაგროვილი ქონების მართვია ოფისის შენობა იქნა შერჩეული, რომელიც კოლექციას კიდევ უფრო მეტ
ხიბლს მატებდა. დიზაინერმა 80-იანი წლების იტალიაში გვამოგზაურა. დახვეწილი და ბოლომდე შეკრული კოლექცია ნამდვილად დაგამახსოვრებდათ
თავს. მოდელების ნელი და ნაზი სიარულის მანერა,
ნაზი ქსოვილევი, პასტელური+ნათელი ფერები, დიდი ზომის სათვალეები და „must have”
ჩანთები კოლექციას სრულყოფილს
ხდიდა.
2 ნოემბერს
კოლექცია წარადგინა ერთ-ერთმა ყველაზე შემდგარმა დიზაინერმა, საკუთარი ინდივიდუალური
ხელწერის მხრივ, ლადო ბოკუჩავამ. ფერების მიმართ გამბედაობა და მათი
ერთმანეთთან არაჩვეულებრივად კარგი შეხამების მანერა, სილუეტი, რომელიც იმ წამსვე აღიბეჭდება გონებაში
და არ ამოგდის თავიდან. ლადო ბოკუჩავა ის ქართველი დიზაინერია, რომელზეც თამამად შემიძლია
ვთქვა, რომ ნებისმიერ მომენტში ვიცნობ მის ხელწერას, რადგან მის კოლექციებში ყველაზე
მეტად შეიმჩნევა ინდივიდუალიზმი , იმ საზღვრის
არსებობა, რომელსაც არასდროს გადადის და ეს მის ბრენდს უნიკალურს ხდის.
შემდეგი
კოლექცია ბრენდმა „დალოოდ“ წარადგინა, რომლის კრეატიული დირექტორიც მაკა კვიციანია.
ჩვენება არმინე არუთიანიამნა გახსნა და მიუხედავად იმისა, რომ კოლექცია ალბათ ყველაზე
სუსტი იყო ბრენდის ისტორიაში დიზაინერმა აღნიშნა, რომ მან ეს სეზონი ბულინგის თემას
მიუძღვნა, რაც სამწუხაროდ ვერ დავინახეთ.
კვირეულის
მეოთხე დღე ანუკი არეშიძის ბრენდ „ანუკი“-ის კოლექციის ჩვენებით გაიხსნა და ლოკაციად
ვაკის პარკი იქნა შერჩეული. როგორც ყოველთვის მისი კოლექცია ამჯერადაც ლამაზი, ჩაცმადი
და მაქსიამალურად კომერციული იყო. სამწუხაროა, რომ შემოქმედებით ხელოვნებას მის ვერცერთ
ნამუშევარში ვერ ვხედავ, თუმცა ნამდილად სასიამოვნო გრძნობას დაგიტოვებთ მისი კოლექციის
სილამაზე. ჩვენების ბოლოს გია ყანჩელის მუსიკა გაისმა, რაც ძალიან კარგი გათვლა იყო
დიზიანერის მხრიდან.
ალექსანდრე
ახალკაციშვილის გაზაფხული/ზაფხული 2020 წლის კოლექციასთან დაკავშირებით ბევრს არაფერს
ვიტყვით, რადგან როგორც ყოველთვის ძლიერი და შეკრული კოლექცია ჰქონდა, რასაც საერთაშორისო
პრესის უმალვე დაინტერესება ამტკიცებს.
კვირეულის
განმავლობაში „ბიჭოლას“ დებიუტი შედგა. იმ მოლოდინისა, რომელიც გვქონდა ნამდვილად იმედები
გაგვიცრუა და სრულიად არაფრის მთქმელი, "ლამაზი" კაბების, ჩვენება შემოგვთავაზა. აშკარად
იგრძნობოდა არასერიოზული დამოკიდებულება, რაც დამსწრე სტუმრების გადანაწილების თვალსაზრისით
ყველაზე მეტად გამოიკვეთა, როდესაც პრესა მეათეხარისხოვნად გადასწია და უპირატესობა
„ბომონდს“ მიანიჭა.
დათუნა
სულიკაშვილმა დახურა მეოთხე დღე და კოლექცია ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში
წარადგინა. ჩვენება რა თქმა უნდა სანახაობრივად იდეალური იყო და კოლექციასაც დათუნას
უცვლელი ხელწერა ეტყობოდა.
მოდის
კვირეულის ბოლო დღე დებიუტანტი დიზაინერი ლევან
შველიძის, ბრენდი -“ Levau”-ს, ჩვენებით გაიხსნა. კოლექციას
სახელად - „ინტერვიუ სიკვდილთან“ ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების მხრიდან
არა მხოლოდ უარყოფითი არამედ აგრესიული დამოკიდებულება გამოიწვია დიზაინერის საკმაოდ
დიდმა შემოქმედებითმა უნარმა. როგორც ლევანმა აღნიშნა მისი შთაგონების წყარო გოთური
რომანები და სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმები გახდა, რომლებიც სავსეა მისტიკით,
ზებუნებრივი არსებებით, შიშის განცდითა და ა.შ. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ მისი შთაგონების
კიდევ ერთი წყარო შშმ პირების სხვადასხვა ნამუშევარი გახდა.
კვირეულის
დახურვის პატივი კვლავ „ბესარიონს“ ხვდა წილად და თბილისის მერსედეს-ბენც მოდის კვირეულს
სწორედ მისი ჩვენებით დავემშვიდობეთ შემდეგ სეზონამდე.
ქეთი ხატიაშვილი
Photocredits: Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi; Ieri Store














Comments
Post a Comment