"Terrace 8 Bakuriani by Mgzavrebi" - სად დავისვენოთ ბაკურიანში ?
სასტუმრო კოპლექსი "მგზავრები" 2007 წლიდან გაჩნდა ქართულ ტურისტულ ბაზარზე და მოიცავს ბაკურიანში - 12, აჭარაში - 5 და გუდაურში 2 კოპლექსს, რომლებიც თემატურად დაყოფილია, როგორც სასტუმროებად, ასევე "აპარტ-ჰოტელების" სეგმენტად.
"ტერასა 8 ბაკურიანი" შედგება ორი კორპუსისგან. მერვე, მთავარი კორპუსი ნომრების გარდა გთავაზობთ : სპას,საუნას, ღია და დახურულ ჯაკუზს, სავარჯიშო დარბაზს,რომელიც სრულად თანამედროვე ტექნოლოგიით არის აღჭურვილი, ასევე რესტორანი, ბარი, ტერასა და ოთახი საქმიანი შეხვედრებისთვის.
კომპლექსის მთავარი ხიბლი მისი ტერასაა, საიდანაც ბაკურიანის ულამაზესი ხედი იშლება. ღია ჯაკუზით შესაძლებლობა გეძლევათ ისიამოვნოთ ნებისმიერ სეზონსა და ამინდში.
აქვე შეგვიძლია ვეწვიოთ ქართული და ევროპული კერძებით დაკომპლექტებულ სამზარეულოს, რომელსაც ამზადებს პროფესიონალი სტაფი.
ბარში წარმოდგენილია ექსკლუზიური სასმელები.
"ტერასა" ყველა სეზონზე იდეალურია დასასვენებლად. მისი შიდა და გარე ინფრასტრუქტურა ყველა ტიპის დამსვენებლის გემოვნებას აკმაყოფილებს.
ზამთრის სეზონის სრულყოფაზე და სასტუმროს თითოეულ დეტალზე წინასწარ პროფესიონალები ზრუნავენ. მაქსიმალურად კონტროლირდება სტუმრების უსაფრთხოება და სიმშვიდე. გარდა ამისა, "ტერასის" გუნდი მუდმივად აწყობს სხვადასხვა ღონისძიებებს, რომლითაც არა მხოლოდ დამსვენებლებს, არამედ მთლიანად ბაკურიანსაც ანებივრევს.
სამომავლოდ,დაგგემილია ბაკურიანში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც ექნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკრეაციული ზონა 3 ჰექტარზე. 125 ნომრიანი სასტუმრო ასევე იქნება დატვირთული სხვა უამრავი სერვისით.
"BIGSIE" რეკომენდაციას უწევს "Terrace 8 Bakuriani by Mgzavrebi" -ს.















Comments
Post a Comment