რა ასწავლა გვანცა დელიბაშვილს "Beauty Magazine"-მა ?
- გვანცა, რა იყო ის პირველი თემები, რომელიც ონლაინ-ჟურნალში განიხილე ?
- ჩვენი პირველი და ძირითადი მიმართულება თავის მოვლა და ჯანმრთელობა იყოა. ეს თემები ახლაც ჩვენს მთავარ პრიორიტეტად რჩება. მომხმარებელს გამუდმებით ვაწვდით სასარგებლო რჩევებს და პროფესიონალების რეკომენდაციებს როგორც სილამაზეზე, ისე ჯანმრთელობაზე. მორიგი აქტუალური თემა, რომელიც ახლახან დაგვემატა არის მოდა. ეს თემა ჩემს ცხოვრებაში "Beauty magazine"-მა შემოიატანა. შეიძლებელია ამ თემაზე წერო და არ დაგაინტერესოს. სხვათა შორის ყველაზე რეიტინგული და კითხვადი სტატია მოდაზე რამდენიმე კვირის წინ, კვირეულის ფარგლებში დაწერილი განხილვა აღმოჩნდა.
- როგორია შენი როლი Beauty Magazine-ში?
- რედაქტორიც ვარ და ბლოგერიც. ძალიან მომწონს, როცა რედაქტორი თავადაც წერს სტატიებს. მოდის მოყვარული არასდროს ვყოფილვარ. აქამდე გარეთ გასვლისას ჩანთაც კი არ მიმქონდა, ყოველთვის მეზედმეტებოდა. ამ ბოლო სეზონის შემდეგ დავინტერსდი ამ მიმართულებით და ბევრი საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე, როგორც მოდაში, ისე ჩემს თავში.
- რა რუბრიკები და კატეგორიები შეიძლება აღმოვაჩინოთ "Beauty magazine"-ზე?
- ჩვენი ძირითადი თემები მაინც სილამაზესა და თავის მოვლას ეხება. ჯანსაღი ცხოვრების წესი, კანის, ფრჩხილისა და თმის მოვლა, თავის მოვლის ინოვაციური მეთოდები. ჩვენი თემები აინტერესებთ როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. ძალიან მიხარია ხოლმე როცა ინსტაგრამზე ან ფეისბუქზე მამაკაცებისგანაც შემოდის კითხვები. რა ასწავლა გვანცა დელიბაშვილს "Beauty Magazine"-მა ? - სამწლიანმა გამოცდილებამ ასე თუ ისე რაღაცები შეგძინა. მინდა, რომ ისაუბრო იმ თემებზე, რომელიც "Beauty magazine"-თან ერთად აღმოაჩინე.
1. ჩანთა. ჩემმა რესპოდენტებმა მასწავლეს, რომ, ჩანთა უმნიშვნელოვანესი აქსესუარია და თითქმის ყველა ტიპის ჩაცმულობას კრავს, ლუქს ასრულებს.
2. სახის მოვლა. რასაც არასდროს ვაკეთებდი და ახლა დავიწყე არის ის, რომ ძილის წინ ვიწმენდ სახეს და ვისვამ მოვლის საშუალებებს. წლების წინ, შემეძლო მაკიაჟით დამეძინა და არც ვფიქრობდი, რამდელა ზიანს ვაყენებდი კანს. ალბათ გენეტიკის დამსახურებაა რომ კანი არ გამიფუჭდა.
3. ჯანსაღი კვება - თანამედროვე მსოფლიოს და რა თქმა უნდა, ჩემი მკითხველის პრიორიტეტი ჯანსაღი კვებაა. დიდი ხანი ვებრძოდი ზედმეტ კილოგრამებს და ამ ბოლო დროს სხვა თვალით შევხედე ჩემს ორგანიზმს. ცოტა შემეცოდა ისეთ საკვებს ვჭამდი ხოლმე და მივხვდი, რომ ჯანსაღი კვება ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს.
4. ფიზიკური აქტივობა. სამი წელი ვვარჯიშობდი, თუმცა არასწორი დატვირთვით, რაც უშედეგოა. მივხვდი, რომ ფიზიკური დატვირთვა ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია. ფიტნეს დარბაზში არასწორად ვარჯიშს ან უაზროდ სირბილს (როგორც მე ვიქცეოდი), საღამოს სუფთა ჰაერზე სწრაფი ნაბიჯით სიარული და სასიამოვნო მუსიკის მოსმენა მირჩევნია. სადაც შეიძლება ყველგან ფეხით მივდივარ, მობილურით ვითვლი ნაბიჯებს და ეს მაბედნიერებს. ახლახან ერთი საინტერესო ინტერვიუ მქონდა ცნობილ ფიტნეს ინსტრუქტორთან და ვფიქრობ, რომ შეიძლება სპორტ დარბაზშიც გადავინაცვლო.
5. ირის ვლოგი. დიდად არც მაკიაჟი მყვარებია არასდროს, თუმცა "ირის ვლოგის" წყალობით „მოვიწამლე.“ ამ ვლოგმა ამ თემის მიმართ ჩემნაირი გულგრილი ადამიანიც კი დააინტერესა. „ირის ვლოგის“ პროდიუსერი ვარ და გადაღებებზე ბევრ რამეს ვსწავლობ ირისგან. უამრავ კითხვას ვუსვამ ხოლმე და ალბათ, სწორედ ამიტომ, არ რჩება თემა, რომელსაც ვლოგში არ ვეხებით.
6. ღიმილი. "Beauty magazine"-მა მასწავლა, რომ საუკეთესო საქმეები/ურთიერთიობა გულწრფელი, ბედნიერი ღიმილით იწყება. ყოველთვის ვამბობ, რომ ძალიან მიყვარს ჩემი რესპოდენტები. ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე რესპოდენტზე შეხედულება მქონია, თუმცა ინტერვიუს შემდეგ წარმოდგენა შემცვლია. ძალიან ვამაყობ, რომ Beauty Magazine-ს ასეთი საინტერესო და კარგი რესპოდენტები ჰყავს.
7. დროის კონტროლი. დრო ყველაზე ძვირფასია, ძნელად, მაგრამ ვისწავლე მისი კონტროლი. უფრო სწორად, ჩემი თავის.








Comments
Post a Comment