ატელიე "სადა"-ს ახალი კოლექცია.

   

  დაახლოებით ერთი წლის წინ, ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ კვალი ბევრი ადამიანის ბიზნესზე დაამჩნია, მათ შორის კი გიორგი სულხანიშვილზეც იმოქმედა, ამიტომ მომავალმა დიზაინერმა ნანატრი ოცნების, კერძოდ კი საკუთარი ტანსაცმლის ხაზის შექმნა გადაწყვიტა და მცირე კაპიტალით დაარსა ბრენდი "SADA".



გიორგი : " შევქმენი პირველი კოლექცია, პარალელურად ვმუშაობდით მაღაზიის გახსნისთვის ( შოურუმი ვაჟა-ფშაველას 51 ში, რომელიც მეგობრებთან ერთად გავხსენით "Anaida's accessorie's" -ანო ენუქიძე და "Boo" -თამარ ჯიქია) პირველი კოლექცია შოურუმის გახსნისთანავე გაიყიდა, რაც დიდი სტიმული იყო ჩემთვის."



 ეს ნაბიჯები გიორგისთვის წარმატებული აღმოჩნდა, როგორც კომერციულად ,ასევე შემოქმედებითადაც. პირველ კოლექციას მოჰყვა მეორე. ამ კოლექციის ძირითადი ინსპირაცია ზოლიანი სამოსი აღმოჩნდა.



ზაფხულში გიორგიმ რიგით მესამე ზაფხულის კოლექციაზეც იმუშავე, რომლის შთაგონებაც ტენდენციური მამაკაცი აღმოჩნდა. და ახლახანს დავასრულე მუშაობა ახალ კოლექციაზე. ბრენდის სლოგანია იგრძენი თავისუფლება სტილში.



   "Atelier SADA" ქმნის განხვავაებულ, კომფორტულ,  ხარისხიან სამოსს ყველასთვის. ხელმისაწვდომი ფასი მათი პრიორიტეტია. აღსანიშნავია,რომ ბრენდი იყენებს ეკომეგობრულ მასალებს. დიზაინერს შთაგონება ზოგჯერ ქუჩაში მოძრაობის დროს მოსდის, ზოგჯერ მუსიკის მოსმენისას.




ახალი კოლექციის შეძენა უკვე შესაძლებელია  შოურუმში. საახალწლოდ ბრენდი მომხმარებლებს ფასდაკლებასა და საჩუქრებს უმზადებს.







Comments