რა ვაჩუქოთ ჩვენს პატარებს საახალწლოდ ?

    

  ალბათ, დამეთანხმებით, რომ პატარების ახლანდელი თაობა ბევრად განსხვავდება 90-იანებისა თუ იგივე, 2000-იანების თაობებისგან. კონკრეტულად რა განსხვავებებზეა საუბარი ? ახლანდელი თაობა, უფრო სწრაფად აზროვნებს, ბევრ კითხვას სვავს და ლოგიკურად მსჯელობს. თოვლის ბაბუა, ცხადია, 90-იანებშიც დაქროდა მარხილით ჩაბნელებული თბილისის თავზე და ბავშვებთან ყველაზე ხშირად, ალბათ, შოკოლადები და თოჯინები მიჰქონდა. დღეს ეს ყველაფერი შეიცვალა. ბავშვების წერილებში ისეთ სურვილებს ვხვდებით, როგორიცაა ტელეფონი, პლანშეტი, საგზური პარიზში, ჰოვერბორდი და რაღა თქმა უნდა, ბევრი, ბევრი ტანსაცმელი. თანაც, არა უბრალო, ყველაფერი ცნობილი ბრენდების ლეიბლების ფარგლებში. თანამროვე ბავშვებმა კარგად იციან თუ რას რა უნდა შეუხამონ და ალბათ, მშობლებს ხშირად უწევთ მათი კაპრიზების მოსმენაც, ამიტომ ვინც, ჯერ კიდევ არ იცით, თუ რომელი სამოსი აჩუქოთ თქვენს პატარებს , "Bigsie magazine" სამ მსოფლიო ბრენდს გაგაცნობთ, რომლის შეძენაც საქართველოშიც შეგიძლიათ.



TucTuc სამოსი

  ესპანური ბრენდი "TucTuc"უკვე წლებია მშობლებისა და პატარების ფავორიტ ბრენდად რჩება. მისი ისტორია 25 წელს მოიცავს. დღეს ბრენდი უკვე ცნობილია ხუთ კონტინენტზე და ასევე, ფუნქციონირებს მსოფლიოს დაახლოებით 500 ქვეყანაში.
 რატომ ჰყავს ბრენდს ამდენი მიმდევარი და მომხმარებელი? კომპანია არა მხოლოდ სამოსის მოდელირებას უდგება სერიოზულად, არამედ უდიდეს ყურადღებას აქცევს მატერიებსა და ხარისხსს. ტანსაცმლის ყველა ნაკერი თითქმის იდეალურია.



 ბრენდი გამოირჩევა სიჭრელით და აქვე აღსანიშნავია,რომ "TucTuc" ზრუნავს დედამიწაზე და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრაზე. მატერიები არატოქსიკურია და სრულიად უსაფრთხოა თქვენი პატარებისთვის.
 ბრენდის კოლექციების თითოეული ნაწილი შეიცავს პატარა ისტორიას ან გამოხატავს სხვადასხვა პერსონაჟს. ერთი სიტყვი "TucTuc" ეს არის ღიმილის, მხიარულები, გართობის, თავგადასავლებისა და სილამაზის სამყაროა. ბრენდის ყველაზე ტენდენციური სამოსი, შესანიშნავი არჩევანი იქნება თქვენი პატარებისთვის.




Источник: https://znaytovar.ru/s/Odezhda-dlya-detej-tuk-tuk--vsp.html

Cybex-ის ეტლები

Cybex 
ეს არის გერმანული კომპანია, რომელიც დააფუძნებულია მარტინ პოსის მიერ. ბრენდი დამყარებულია პრინციპებზე: უსაფრთხოება, დიზაინი და ფუნქციონალურობაა.



უსაფრთხოება - ხარისხით კომპანია მუდმივად წინ უსწრებს არსებულ სტანდარტებს და იცავს ბავშვს სხვადასხვა სიტუაციებში.



დიზაინი - ინსპირაციას რეალური ცხოვრებიდან იღებს. კომპანიის პროდუქტი არამხოლოდ ნათელია, არამედ დასამახსოვრებელიცაა. ყველაფერთან ერთად კომფორტულიცაა.



ფუნქციონარულობა - ბრენდს განსაკუთრებული უბრალოება ახასიათებს. ნებისმიერი პროდუქტი გათვლილია ყველანაირ სეგმენტზე.



ეტლები გათვლილია, როგორც ჩვილ ,ასევე მეტად მოზრდილ ბავშვებზე. ამასთან ერთად ბრენდი ხშირად აკეთებს, კოლაბორაციებს ცნობილ დიზაინერებთან, ერთ-ერთი ასეთი კოლაბორაციული შედევრი შეგიძლიათ ხორავას 37/39-ში მდებარე ფილიალში შეგიძლიათ იპოვოთ, საუბარია "Cybex"-ის კოლაბორაციაზე, მსოფლიო მასშტაბით ცნობილ ჯერემი სკოტზე.


Mima-ს ეტლები

რაც შეეხება ამ ბრენდს , ის სულ ახლახანს 2008 წელს ახალგაზრდა წყვილმა, დეივმა და იოლანდამ დაარსეს. მათი მიზანი მსოფლიო მშობლების ცხოვრების გაუმჯობესება იყო. მათ დეტალებზე დაიწყეს მუშაობა და სწორედ ასე ჩამოყალიბდა ბრენდი "Mima"-სეტლები.




  რაში მდგომარეობს ამ ბრენდის საიდუმლო?

დიზაინი
ამ შემთხვევაში ბრენდის ეტლების დიზაინი მაქსიმალურად მომართულია ბავშვის კომფორტზე და არა ვიზუალურ ეფექტზე.თუმცა, ყურადღებას საინტერესო ტონალობებით ყოველთვის იქცევს. ბრენდი მსოფლიო ვარსკვლავებისთვის ერთ-ერთი ფავორიტია.



ინოვარციურობა როგორც აღვნიშნე, ბრენდი ახლად დაარსებულია და შესაბიმასად, არ მოიცავს რაიმე მოძველებულ ტექნიკასა ან ტრადიციებს, ის ორიენტირებულია სიახლეებზე.



ხარისხი ბრენდს ხარისხიანს საუკეთესო მატერიები ხდის. ყველა მატერია გადის ეკოლოგიურ შემოწმება და ევროპულ ხარისხის კონტროლს. ბრენდი არ იყენებს დაბალხარსხიან კანის შემცველს, ამიტომ ეტლების ზედაპირი დაფარულია ეკო-შემცვლელებით.



გიგა უჩუვატოვი


Comments