სად შევიძინოთ თბილისში ყველაზე კომფორტული სამგზავრო ჩანთები?





  ვისაც მოგზაურობა გიყვართ დამერწმუნებით, რომ სამგზავრო ჩანთა კომფორტული მგზავრობის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია, შესაბამისად , სწორედ ჩანთაზეა დამოკიდებული რამდენად ბევრი დადებითი ემოციით დაბრუნდებით შინ  და როგორ წარიმართება თქვენი ვოიაჟის შემდეგი ეტაპები.
 თითოეულ ჩვენგანს აქვს ყოველდღიურობის საყვარელი ნივთები, მათ შორის სამოსი, რომლის გარეშეც ზოგისთვის მოგზაურობა წარმოუდგენელია, ამიტომ მნიშვნელოვანია,როკ სამგზავრო ჩანთა კომფორტულთან ერთად იყოს, ტევადი და თამამედროვე დიზაინის, ჰქონდეს სტანდარტებზე მორგებული ზომა, იყოს უსაფრთხო და რაც მთავარია ხარისხიანი.




  ჩნდება კითხვა, გვაქვს თუ არა თბილისში ჩანთების მწარმოებელი ბრენდი, რომელიც მსგავს კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
 ჩემი პასუხია, "რეგალია", სამგზავრო ეკიპირების მწარმოებელი ცნობილი ევროპული ბრენდების მომწოდებელი, კომპანია, რომელმაც აგერ უკვე თბილისში მესამე ახალი მაღაზია გახსნა.



   წარმოდგენილი პროდუქტი დაბალი, საშუალო და მაღალი სეგმენტის მომხმარებლების ინტერესებზეა მორგებული, ვისთვისაც კომფორტული მგზავრობა და ეკიპირების ხარისხი მნიშვნელოვანია.



    ბაზრის კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ამ ტიპის პროდუქციის 90% ჩინური და თურქული წარმოების იყო, ამიტომაც "რეგალიის" გუნდმა რამდენიმე ცნობილი და ხარისხზე ორიენტირებული ევროპული ბრენდი შეარჩია.



   სამგზავრო ეკიპირების მაღაზიები უკვე გახსნილია სავაჭრო ცენტრებში „თბილისი მოლი“,„ისთ ფოინთი“ და „სითი მოლი“, სადაც წარმოდგენილია ისეთი ცნობილი ევროპული ბრენდები, როგორებიცაა: Wenger - შვეიცარია, Victorinox - შვეიცარია, Piquadro - იტალია, Titan - გერმანია, Travelite - გერმანია და Doppler - ავსტრია.



რაც შეეხება პროდუქციის სახეობებს, მომხმარებელს „რეგალიას“ მაღაზიებში შეუძლია შეიძინოს სრული სამგზავრო ეკიპირება: ჩემოდნები, ჩანთები, ზურგ ჩანთები, ლეპტოპის ჩანთები, ქოლგები, საწვიმარი და ასევე სხვადასხვა აქსესუარები კომფორტული მგზავრობისთვის.







  „რეგალიას“ყველა ბრენდის მთვარი ორიენტირი ხარისხი და კომფორტულობაა.მათი პრუდუქცია განკუთვნილია საქმიანი, წარმატებული და მოგზაურობის მოყვარული ადამიანებისათვის.   


Comments