ქართული ჩანთების ბრენდი, რომელიც პროდუქტის შესაქმნელად თევზის კანს იყენებს.


  ქართულ მოდას, ვინც აკვირდება ალბათ, ბოლო დროს ჩემსავით გაიფიქრებდა,რაღამ უნდა გამაოცოსო ?! ხანდახან კი იმდენად რთული სიტუაციაა, შეიძლება საუბარი წავიდეს არა მხოლოდ გაოცებაზე, არამედ უბრალოდ ინტერესის გამოწვევაზეც კი.ყველაფერი იმდენად ბევრი და დიდი დოზით იყო, რომ სულ ყველა თითქოს დავკმაყოფილდით, მაგრამ ცხადია , მეტი გვინდა.
  როდესაც ორი წლის წინ თბილისურ კულუარებში "ეკო მოდაზე" ალაპარაკდნენ, დარწმუნებული ვიყავი, რომ დიზაინერები და ბრენდები, რომლებიც მაღალ მოდას ემსახურებოდნენ ნატურალურ ტყავზე უარს ვერ იტყოდნენ და ცხადია, ვერც შემცვლელს  დასჯერდებოდნენ, მაგრამ განსაზღვრავს კი პროდუქტის ხარისხს ნატურალური ბეწვი ან ტყავი ?! ალბათ, ამაზეც დავა მოგვიწევს...



  ზოგმა უარი თქვა, ზოგმა ტყავისა და ბეწვის შემცვლელები იპოვა, ზოგმა ისევ გააგრძელა ჩვეული გზა, მაგრამ ერთეულებიდან გამოჩდნენ ისეთებიც, რომლებმაც ტყავი მინიმალურ დონემდე შეამცირეს და უფრო მეტად ლოიალური ხერხი აირჩიეს პროდუქტის ხარისხის ასამაღებლად. მაგალითად, კი ჩემი ახლად აღმოჩენილი ბრენდი "GILLIGAN" და მისი დამფუძნებელი თათუკა მაჭავარიანია. ბრენდი ინოვაციურია ქართულ ბაზარზე, რადგან ჩანთების წარმოებისთვის თევზის ტყავს ( კანს ) იყენებს. თუ კი რა ტექნოლოგიებია საჭირო ამ მასალაზე სამუშაოდ ან როგორ ჩამოყალიბდა ბრენდი ამაზე, თავად თათუკა გვესაუბრება.




- თათუკა, პირველრიგში მომიყევი, როგორ იწყება შენი დიზაინერული კარიერა ?

- დავამთავრე სამხატვრო აკადემია. პირველი კოლექციაც სადიპლომოდ გავაკეთე და "ემოცია" დავარქვი. მოგვიანებით, თბილისის მოდის კვირეულზე ერთ-ერთ კონკურსშიც მივიღე მონაწილეობა, გავიმარჯვე და ფრანგულმა "Now fashion"-მა ჩემთან ინტერვიუც ჩაწერა.



- "თევზებამდე" როგორ მიხვედი ანუ როგორ გაგიჩნდა ეს ინოვაციური იდეა ?

-
სრულიად შემთხვევით შევხვდი ერთ კაცს, რომელსაც ვაკანსია ჰქონდა გამოცხადებული. გასაუბრებაზე მისულმა გავიგე, რომ ატარებდა კვლევებს ადამიანის დამოკიდებულებაზე და შეგრძნებებზე ნატურალურ ნაჭრებისდამი. ამ ადამიანმა ძალიან ბევრი ტიპის ტყავი მაჩვენა, რომლიდანაც ყველაზე მეტად თევზმა დამაინტესა, თან საქართველოში ვიცოდი, რომ არავის გამოუყენებია. ასე გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ჩანთები და სამომავლოდ ფეხსაცმელების გაკეთებაც გადავწყვიტე.




- ბრენდის სახელის იდეა როგორ გაგიჩნდა ?
- ბევრი ვიფიქრე და აღმოვაჩინე სათევზაო ტური "GILLIGAN" ამერიკაში, სადაც ძალიან ლამაზ თევზებს იჭერენ და ძალიან ეგზოტიკური ადგილია. იმდენად მომეწონა სახელი, რომ გადავწყვიტე ბრენდისთვის დამერქმია.

- რამდენად ღიად საუბრობ დამზადების ტექნოლოგიებზე, მომიყევი ორიოდე სიტყვით.

-
ეს ტყავი არის ოთხი სახეობის თევზისა და ძალიან დიდხანს ძლებს. სწორედ ეს მასალა მანამდე გამოიყენა "Dior"-მა და "Ferragamo"-ს თავიანთ კოლექციებში.ასე უწერია, თავად ქარხანას მის საინფორმაციო სვეტში. მასალა ქარხნულად დამუშავებული ჩამომაქვს და აქ უბრალოდ ვაკერინებ.



- ქართველი დიზაინერების ნაწარმი ზოგადად ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის, რადგან ვიცით , რომ ყველაფრის ჩამოტანა ძალიან ძვირი ჯდება. შენ შემთხვევაში თუ მოქმედებს ეს ყველაზე ფასზე?

-
 თევზის ტყავი იმდენად ძვირფასია, რომ მეტალებით დაწყებული , ელვა შესაკრავებამდე ყველაფერი ჩამომაქვს ძალიან ხარისხიანი.  ფასი შეიძლება ზოგისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს, მაგრამ მაქსიმალურად ვცდილობ,რომ ფასები დავწიო ქართველი მომხმარებლისთვის.



- ვეგანური მიმართულებები ძალიან ბევრია, არსებობენ ადამიანები, რომლებიც თევზსაც არ ჭამენ. რამდენად ლოიალური გამოდის ტყავის წარმოება ამ შემთხვევაში ?

-
თევზებს ტყავის შესაქმნელად არ იჭირენ. იჭერენ რესტრონისთვის და განცალკევებული კანი ქარხანაში მიაქვთ. ახლანდელ კოლექციაში ხუთი ტიპის ჩანთის მოდელი მაქვს. ცხოველური ტყავიც მინიმალური დოზით არის გამოყენებული. ესეც იმიტომ, რომ ფიზიკურად ჩანთას ფორმა შეენარჩუნა. სამომავლოდ მთლიანად ეკო-მეგობრული კოლექციის გაკეთებას ვაპირებ.

- რამდენად მზად ხარ დიდი შეკვეთებისთვის, ამოწურვადია თუ არა ეს მასალა, რომლითაც ჩანთებზე მუშაობ ?

-
 ცხადია, ბაერი თუ დამეკონტაქტება მე მზად ვარ დიდი შეკვეთის მისაღებადაც, რადგან ქარხანასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი.




- სამომავლოდ რას გეგმავ?

- ამ ეტაპზე საკუთარი ძალებით ვცდილობ საზღვარგარეთ გასვლას. ასევე, ძალიან დიდი რესურსის ჩადებას ვაპირებ პიარში. მე მკაცრად ვარჩევ სად და რომელ მაღაზიაში უნდა გაიყიდოს ჩემი ჩანთები. სამომავლოდ, გარდა ჩანთებისა დავამატებ ფეხსაცმელებს. პლუს, ვაპირებ მთლიანად ვეგანური ტყავის გამოყენებას, მაგალითად, მცენარეებისას.


გიგა უჩუვატოვი

Comments