ქართველი ძმები, რომლებმაც ფეხსაცმლის ბრენდი დაარსეს.
TOMMY SHOES ასე ქვია ბრედს, რომელიც ძმებმა ტომი და ისუს გრიგორიანებმა ჯერ კიდევ 2010 წელს დააფუძნეს. ბრენდი ქართული ტყავის წარმოების ფეხსაცმელებსა და ჩანთებს მოიცავს.
ნატურალური ტყავის გარდა, ბრენდი მუშაობს ტყავის შემცვლელებითაც. ფეხსაცმელები გათვლილია, როგორც თინეიჯერბზე, ასევე ზრდასრულ მომხმარებელზეც.
ბრენდს საკუთარი სამკერვალო აქვს, რომელიც თბილისში მდებარეობს. შემოთავაზებებიც არა ერთი მიუღიათ. მაგალითად, კი უზბეკისტანიდან.
ამ დროისთვის მოდელების შეძენა შეგვიძლია ონლაინ,ბრენდის ინსტაგრამ გვერდით.
მალე, დიზაინერები მამაკაცის მოდელების დამატებასაც გეგმავენ. ფეხსაცმლის გარდა, სიახლე სულ მალე ჩანთების ხაზითაც იქნება. დიზაინერები ახალ ტრენდს აყვნენ და მომხმარებელს მინიატურულ ჩანთებს შესთავაზებენ.
ეს ყველაფერი კი ახალ შოუ რუმში გაიყიდება, რომელიც სულ მალე გაიხსენება.როგორ განვითარდება ბრენდი, ამ ყვეფერს , რა თქმა უნდა, ისევ ჩვენი ონლაინ-ჟურნალის ფურცლებზე გაიგებთ.









Comments
Post a Comment