ბრენდ "კიარას" მინიმალისტური ჰუდები.
- "კიარა “ დავაარსე დამოუკიდებლად ,8 თვის წინ . თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბრენდი თავიდან ბოლომდე საქართველოშია წარმოებული და ქმნის ხარიახიან, მინიმალისტურ და თანამედროვე “უნისექს” სამომსს, რომელიც კომფორტულად მორგებულია ყოველდღიურობაზე. მოტივი იყო ის, რომ ჩემი ბრენდი ყოფილიყო უშუალო და მაქსიმალურად მინიმალისტური პრინტებით გამოეხატა ჩემი ხედვა, რათა მომხმარებლისთვის გამემარტივებინა ჩემი სათქმელი.
- როგორია თქვენი ბრენდის მომხმარებელი?
- "კიარას" მომხარებელთა რიცხვი საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანია. ბრენდი დიდ ინტერესს იწვევს, როგორც თინეიჯერ, ასევე ზრდასრულ ადამიანებში. სეზონის მიხედვით “კიარას”პროდუქცია ძალიან მოთხოვნადია. დიდი გამოხმაურება მოყვა ქართულ პრინტებს, როგორც მაისურებზე ასევე კაბებზე. ზამთრის კოლექცია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ შევთავაზეთ მომხარებელს, უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
- ჰუდების გარდა, თუ აპირებ რაიმე სხვა ტიპის სამოსის დამატებას ?
- ბრენდთან დაკავშირებით სამომავლოდ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს. არ მინდა რომ ბრენდი შემოიფარგლოს მხოლოდ ტანსაცმლით ვაპირებ საინტერესო აქსესუარების , საკანცელარიო ნივთების მაგალითად: სკეჩებისთვის სკეჩბუქს , რვეულების, სტიკერების და სხვადასხვა დიზაინების შექმნას ცოტახანში კი საკუთარი მაღაზიის გახსნას.
- ბრენდის პროდუქციას განსხვავებულობას და უნიკალურობას ანიჭებს სამოსზე დატანილი დეტალები.
- სად შეუძლიათ ჩვენს გამომწერებს თქვენი პროდუქტის ყიდვა ?
- კიარა არის ონლაინ ბრენდი ამიტომ "ინსტაგრამის ან "ფეისბუქის" მეშვეობით შეგიძლიათ გამოიწეროთ სასურველი პროდუქცია ჩვენი კურიერი კი უფასოდ მოგემსახურებათ თბილისის მასშტაბით. კოლექციის ნაწილს შეხვდებით მაღაზია Comode - ში ი.აბაშიძის 14 ნომერში და ასევე სითი მოლის ფილიალში.









Comments
Post a Comment