გაიცანით ნინი მოსულიშვილი, რომელმაც ერთ-ერთი პირველი ქართული ეკომეგობრული ფეხსაცმლის ბრენდი დაარსა.



 ვინც ნინი მოსულიშვილს იცნობს, მიხვდება რომ არ არსებობს მასზე პატიოსანი, სამართლიანი , მშრომელი და კანონმორჩილი ადამიანი. 28 წლისაა. იურისტი, თუმცა მოდის სფეროში მოღვაწეობა გადაწყვიტა. მუშაობს თბილისის მერსედეს-ბენცის მოდის კვირეულზე , "ბექსთეიჯ" მენეჯერად. ჰყავს სამი წლის ძაღლი, დობი, დობერმან პინჩერი. მოკლედ, ნინი ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას ერთადერთი პირველთაგანია თბილისში, რომელმაც ეკომეგობრული ფეხსაცმლის ბრენდი "Ninimo" ჩამოაყალიბა და დღეს ის ჩემი რესპოდენტია.




ნინი მოსულიშვილი : საქართველოში ვეგანური ფეხსაცმლის წარმოების დაწყება რათქმაუნდა დიდ რისკებთან ასოცირდებოდა,პირველ რიგში უკვე არსებული მომხმარებლების დაკარგვა იყო ყველაზე სახიფათო,დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი პოზიციები მყარად დამეცვა და მომხმარებლაბმდე მიმეტანა ჩემი სათქმელი,ყოვლად დაუშვებელია ცხოველების მკვლელობა მხოლოდ იმის გამო,რომ ჩვენ გვეცვას ნატურალური ტყავის ფეხსაცმელი ან გვეკეთოს ნატურალური ტყავის ჩანთა,როდესაც დღევანდელი ბაზარი გვაძლევს იმის საშუალებას,რომ სინთეტიკური ტყავი იყოს ისეთივე გამძლე,უსაფრთხო და ლამაზი,როგორიც ნატურალური ტყავია.


- ნინი, რატომ უნდა დაფიქრდნენ ადამიანები ნატურალური ტყავის სინთეტიკურით ჩანაცვლებაზე ?

- ცხოველთა ტყავის ინდუსტრიასთან დაკავშირებული სისასტიკე თავისთავად შემაშფოთებელია, მაგრამ არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ადამიანები უნდა დაფიქრდნენ ნატურალური ტყავის ყიდვასთან დაკავშირებით ცხოველთა სისასტიკის გარდა,ტყავის წარმოება საშიშია ჩვენი გარემოსთვის,გადამამუშავებელი ქიმიკატები არის ძალიან მავნებელი,როგორც თანამშრომლებისთვის, ვინც ამ პროცესსში იღებენ მონაწილეობას ასევე ჩვენი პლანეტისთვის.



- თუმცა, ბევრს დაობენ იმაზე თუ რამდენად ხარისხიანია სინთეტიკური ტყავი...

- რათქმაუნდა, გასათვალისწინებელია,რომ ტყავის სინთეზური ალტერნატივების უმეტესობაც სამწუხაროდ კვლავ ნავთობპროდუქტებისგან მიიღება,მაგრამ მსხვილმა კომპანიებმა უკვე წამოწიეს ინოვაციური გზები, შექმნეს გამძლე ტყავის მსგავსი პროდუქტები ყველაფრის გამოყენებით,მცენარეებიდან დაწყებული, ბიო-ფაბრიკული მასალებით დამთავრებული,რომლებიც იზრდებიან ლაბორატორიებში. ძვირადღირებული ბრენდები: ყოველწლიურად უამრავ ნიანგს და სპილოს კლავენ ბრაკონიერები მხოლოდ იმის გამო,რომ ძვირადღირებულმა ბრენდებმა ჩანთები და ფეხსაცმელები შეკერონ და შემდეგ რამოდენიმე ათასებად გაყიდონ?! ნუთუ უდანაშაულო ცხოველის სიკვდილი ღირს იმისთვის,რომ ფეხზე უბრალოდ მისი ტყავისგან შეკერილი ჩექმები გვეცვას?!


- ნინი, შეგიძლია ჩამოაყალიბო თუ როგორ მიხვედი იქამდე რომ ჩამოგეყალიბებინა პირველი ქართული ფეხსაცმლის ვეგანური ბრენდი საქართველოში და რატომ პირველი ?

-  საბედნიეროდ დღეს უფრო მეტი და მეტი ადამიანი იწყებს ტყავის წარმოებაში ჩართული სისასტიკის გააზრებას და ალტერნატიული მასალის მოთხოვნა კიდევ უფრო იზრდება.

 1. ქართულ ბაზარზე ჩვენ პიონერები ვართ ამ მიმართულებით. ნინიმოსთვის ეს წამგებიანი გადაწყვეტილება არასდროს ყოფილა.
2. ჩვენ გავრისკეთ და ჩავუშვით მთლიანად ვეგანური მასალისგან დამზადებული ახალი კოლეცია საქველმოქმედო კამპანიასთან ერთად,ამ კოლექციიდან გაყიდული 30% მოხმარდა მიუსაფარ ცხოველებს,რამაც ძალიან კარგი გამოხმაურება გამოიწვია!
 3. ჩვენ დავიწყეთ ვეგანური ფეხსაცმლის წარმოების გაზრდა და გაფართოვება! გვყავს ბევრი პარტნიორი კომპანია,რომლებიც შესაბამისს ნედლეულს სისტემატურად გვაწვდის უმოკლესს ვადებში შესაბამისი ხარისხით!



 4. დღეს უკვე თამამად შემიძლია ვთქვა,რომ ჩვენ პირველი ქართული ფეხსაცმლის ბრენდი ვართ,რომელიც არის ვეგანური და იცავს ცხოველების უფლებებს!


-რამდენად მაღალია თქვენი სოციალური პასუხისმგებლობა ამ ყველაფრის ფონზე ?

 -  რათქმაუნდა,მგონია,რომ ამაში გასაკვირი არაფერია. ნინიმო ყოველთვის თამამად ეხმაურება ქვეყანაში თუ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და თითქმის ყოველთვის აქვს საკუთარი პოზიცია და აზრი! წარმოუდგენლად მიმაჩნია როდესაც გაქვს არაჩვეულებრივი პლატფორმა და შეგიძლია შენი ხმა მიაწვდინო ადამიანებს ეს არ გამოიყენო ან არ დაეხმარო მათ! ჩვენ ყოველთვის ჩართული ვართ საქველმოქმედო აქციებში და მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ ადამიანებს! ჩვენს მატერიალურ და შრომის რესურს ვფიქრობ ვაბალანსებთ როგორც საკუთარი ასევე საზოგადოების სასარგებლოდ.


- რამდენად კონკურენტუნარიანია დღეს "ნინიკო" ქართულ ბაზარზე ?

 - როდესაც ამდენად დიდი კონკურენცია არის ბაზარზე,მგონია რომ განსაკუთრებულობა,საკუთარი “მე” უნდა გააჩნდეს კომპანიას,ეს უფრო საინტერესოს და მისაღებს ხდის ჩემთვის! დღეს მსოფლიოშიც ეს ტენდეცია აქტიურად მკვიდრდება და სულ უფრო მეტი “community store” ჩნდება და უფრო მეტი აქცენტი ეთმობა პოზიციურ ვიდრე ნეიტრალურ ბრენდებს.


გიგა უჩუვატოვი

Comments