ინტერვიუ "გეფერინის" დიზაინერ ნუცა ოსიაშვილთან.



  ამერიკა, ჰონ კონგი, შვეიცარია, შვედეთი, რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი - ეს ის არასრული ჩამონათვალია იმ ქვეყნების, სადაც კომპანია "გეფერინმა" თავის დამკვიდრება და ბიზნესის გაფართოება შეძლო. იყიდება. კომპანია 2014 წლის აგვისტოში ილია გეფერიძემ და სოფიო ხოსიტაშვილმა დააფუძნეს. 2018 წელს მათ გუნდს ჩემი შეფასებით, საკმაოდ არაორდინალურული და ექსტრავაგანტული, დიზაინერი ნუცა ოსიაშვილი შეუერთდა.



- ნუცა, "გეფერინს" როდის შეუერთდი?
- ეს დაიწყო 2015 წელს. მაშინ ჯერ კიდევ სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი და მინისგან ვამზადები სამკაულებს(რაც იმ პერიოდში საკმაოდ ახალი იყო საქართველოში). სწორედ ამ კუთხით დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ჩვენი ხედვა და მისწრაფებები, რაღაც ახლისკენ , დაემთხვა.ამის შემდეგ იმდენად გამიტაცა ჩანთის შექმნის იდეამ რომ გადავწყვიტე , მესწავლა ჩანთის დიზაინი. ხანგრძლივი შრომის შემდეგ 2018 წელს "გეფერინს" შევუერთდი, როგორც დიზაინერი.




- უფრო კონკრეტულად მომიყევი, როგორი იყო შენი ცხოვრება "გეფერინამდე" ? - როგორც უკვე აღვნიშნე დავამთავრე სამხატვრო აკადემია .გატაცებული ვიყავი ფუნდამენტური მხატვრობით,ასევე ვმუშაობდი კერამიკაზე,ავეჯის დიზაინზე,გრაფიკულ მხატვრობაზე და მინის სამკაულის დიზაინზე. თუმცა ეს არასდროს მაკლმაყოფილებდა,მინდოდა რაღაც უფრო მეტი,უფრო მნიშვნელოვანი,საინტერესო და მრავალფეროვანი. სწორედ ასე ვიპოვნე ჩემი თავი გეფერინში.აქ არ ვარ შეზღუდული არც ფორმებში ,არც ფერებში და არც დიზაინში..თავისუფალი ვარ ჩემი ფანტაზიებით,რაც ხელოვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მაკქუინიცამას ამბობდა ’’მოდამ არ უნდა დაგაკარგვინოთ
თავისუფლებაო".




- როგორი აღმოჩნდა "გეფერინისთვის" განვლილი გზა ? რა სირთულეებს წააწყდით ამ პერიოდის განმავლობაში?
- ჩვენი კომპანიის წარმატება აგებულია ძალიან ბევრ სირთულეზე,რომლის მოგვარებასაც ყოველდიურად ვცდილობთ. პირველი, რომელსაც ჩვენ შევხვდით იყო ის რომ საქართველოში არ არსებობდა კვალიფიციური კადრი ჩანთის წარმოებაში. ფაქტობრივად, ჩვენ დავიწყეთ ნულიდან და დაგვჭირდა რამდენიმე თვე რომ გამოგვეშვა პირველი ჩანთა.ასევე, მოგვიწია იმ სტერეოტიპის დამსხვრევა,რომ ქართული პროდუქტი, თან მისაღებ ფასში, არ შეიძლება იყოს ხარისხიანი.გარდა ამისა, კომპანია არ იყო ფინანსურად მზად ასეთი სწრაფი ზრდისთვის.რა თქმა უნდა, ამით არ შემოიფარგლება ყველა ის სირთულე, რაც არსებობდა და არის ახლაც,თუმცა ჩვენ გულწრფელად გვჯერა რომ,როცა დაუზოგავად შრომობ და გჯერა წარმატების შეძლებ ყველაფრის დამარცხებას!



- რამდენი ადამიანისგან შედგება თქვენი გუნდი და რა პრინციპით აარჩიეთ ისინი? - გეფერინს ჰყავს საკმაოდ დიდი გუნდი, 60 კაცი ჯერჯერობით, რომელიც შედგება სხვადასხვა ასაკის,ეროვნების და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისგან.თუმცა ყველას გვაერთიანებს ერთი რამ,ჩვენ "გეფერინს" არ ვუყურებთ, როგორც რიგით სამსახურს,ის ერთი დიდი ოჯახია,სადაც აფასებენ ადამიანურ ურთიერთობებს,ერთმანეთის პატივისცემას,ერთგულებასა და საქმის სიყვარულს, რომელსაც ვემსახურებით.ამას ყოველთვის გრძნობს ჩვენი მომხმარებელიც.



- მუშაობის დროს რა არის შენი შთაგონების წყარო ?
- ჩემთვის შეიძლება ყველაფერი იქცეს ინსპირაციის წყაროდ.ვცდილობ ,რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივიღო გარემოდან,ხშირად დავდივარ ფეხით,ვათვალიერებ ძველ ქუჩებს,ძველ სახლებს,ჩუქურთმებს,ვაკვირდები ხალხს,მათ ჩაცმულობას,დავდივარ ძველი ნივთების მაღაზიებში და ყველაფერში ვეძებ განსაკუთრებულ ფორმას,რომელიც შეიძლება რომ მერე უკვე ჩანთათ გადავაქციო.ჩემთვის ჩანთა არ არის მხოლოდ აქსესუარი,ის ხელოვნების დონემდე მაქვს აყვანილი.



- რომელია ამ წლის ყველაზე აქტუალური ჩანთების მოდელები?
- მსოფლიო მოდის ინდუსტრია წელსაც გვაძლევს მრავალფეროვან არჩევანსა და თავისუფლებას.თუმცა წლევანდელი სტილი უფრო მეტად შთაგონებული იქნება ხელოვნებით, რაც ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა, რადგან საშუალება გვეძლევა მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა ამ კუთხითაც.

- ამბობენ სამომავლოდ ტანსაცმლის დამატებას აპირებენო, მართალია?

- ბევრი საინტერესო აქტივობა იგეგმება.რაღაცეებს საიდუმლოდ დავტოვებ,თუმცა რამდენიმე მათგანი შემიძლია გაგანდო. დიდი სურვილი მაქვს, რომ კოლაბორაცია გავაკეთო ცნობილ ქართველ დიზაინერებთან,რათა გაგვიზიარონ გამოცდილება და ახალი მიმართულებით ვიმუშაოთ. ჩვენი მიზანია რომ "გეფერინი" გახდეს მსოფლიო დონის ბრენდი. ასევე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე მიზნად გვაქვს გავაფართოვოთ პროდუქციის მრავალფეროვნება,კერძოდ დავამატოთ ტანსაცმლის ხაზი.იმისთვის რომ მოსულმა მომხმარებელმა შეიძინოს არამარტო აქსესუარი,არამედ შეძლოს მთლიანი "LOOK"- ის აწყობა.


- და ბოლოს როგორ შეძელით "სტარტ აპიდან" მას მარკეტზე გადასვლა და მსოფლიო ბაზარზე გასვლა? - რეცეპტი მარტივია: მომხმარებლის ღირებულება ბრენდის ღირებულება უნდა ემთხვეოდეს ერთმანეთს.ვფიქობ, რომ ჩვენ ეს შევძელით!თუმცა ,სამუშაო ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს.

გიგა უჩუვატოვი


Comments