რას გვᲗავაზობს "Delfy" ?



იყო განსხვავებული - არ არის ადვილი. მითუმეტეს დღეს, როცა სამყარო ასეთი მრავალფეროვანი გახდა.
დელფიმ ეს შესძლო, ჭკვიანი, მულტიფუნქციური კოსმეტიკური ხაზებისა და ძალიან დახვეწილი დიზაინის წყალობით, იგი დღეს უკვე მსოფლიოს მრავალ წამყვან ქვეყანაშია წარმოდგენილი.



თუ ერთხელ მაინც გინახავთ დელფის ფრჩხილის ლაქი,  სახის ბიფაზური -მარგალიტისებური კრემი, ან თუნდაც თავად შეხებიხართ ტანის ხრაშუნა მუსს, დელფი ნამდვილად არასოდეს აგერევათ სხვა ბრენდში.

ჭკვიანი  (intelligent) კოსმეტიკა უნიკალური დიზაინით - ეს არის დელფის მთავარი დევიზი.

 უმაღლესი ხარისხის, 100% სისუფთავის ინგრედიენტების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და საოცრად დახვეწილი დიზაინის გამოყენებით, დელფის პროდუქცია იწარმოება ევროპის ისეთ წამყვან ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი. 



მათ ვინც უკვე  დელფის პროდუქციის აქტიური მომხმარებელია, კარგად იციან, რომ პროდუქტებს შორის ხშირად გვხდება მრავალფუნქციური საშუალებები, დუო პროდუქტები, გათვილი იმაზე, რომ მომხმარებელმა 1 პროდუქტის ყიდვისას გაცილებით მეტი შეიძინოს. ბრედის ძირითადი მომხმარებლები 18 წლიდან 45 წლამდე აქტიური ცხოვრებით დაკავებული მანდილოსნები არიან. თუმცა კი უნდა აღინიშნოს, რომ აქ თავისთვის შესაფერისს პროდუქტს ნებისმიერი ასაკის მომხმარებელი იპოვის. 



დელფის პროფესიონალური ხარისხის დეკორატიული კოსმეტიკა პროდუქციისა და ფერთა ფართო ასორტიმენტით ხასიათდება. არ შეიცავენ პარაბენებს, ქიმიურად აგრესიულ ინგრედიენტებს და ხასიათდებიან ჰიპოალერგიული მოქმედებით. აღნიშნული პროდუქციის გამოყენება ყველაზე სენსიტიური კანისთვისაც კი იდეალურია.



ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე უსაფრთხო ფორმულის ბაზაზე შექმნილი დელფის ფრჩხილის ლაქები იწარმოება სპეციალურად დელფისთვის, საფრანგეთის წამყვან ლაბორატორიაში. გარდა ამისა, ხანგრძლივი მდგრადობა, 3დ მოცულობა და უნიკალური დიზაინი გამოარჩევს მათ ყველა ანალოგიური პროდუქტისგან, რის გამოც დელფის ლაქებს დღეს არა ერთ წამყვან სალონში შეხვდებით.
არ შეიძლება ყურადღება არ შევაჩეროთ დელფის კიდევ ერთ პროექტზე - სასაჩუქრე „fashion books“ , თრენდული წიგნის ფორმატის სასაჩუქრე ნაკრებებზე, რომლებშიც სხვადასხვა კომბინაციით დეკორატიული კოსმეტიკა გვხდება.




სულ ახლახანს კი ყველასათვის საყვარელ ქვეყანაში, ესპანეთში, კერძოდ კი ქალაქ ბარსელონაში, დელფის პირველი ბრენდ-მაღაზია გაიხსნა. იგი სხვა ფილიალებისგან იმით განსხვავდება, რომ 80კვ მეტრ სივცეში განთავსებულია ერთგვარი სტუდია, სადაც მომხმარებელს შეუძლია, არა მხოლოდ დელფის პროდუქციის შეძენა, არამედ პროფესიონალური მაკიაჟისა და  ფრჩხილის მოვლის სერვისების ჩატარება. მაღაზია ქალაქის ყველაზე ტურისტულ ადგილას, საზღვაო პორტში არსბეულ სავაჭრო ცენტრ „მარემაგნუმში“ მდებარეობს.
გარდა ამისა, სულ ახლახანს დაანონსდა ინფორმაცია ბრენდ-მაღაზიების გახსნის თაობაზე საუდის არაბეთსა და კუვეიტში.




წამწამების დაგრძელების პროფესიონალური მასალის სრული ასორტიმენტი, სხეულის მოვლის ნატურალური „მწვანე“ ხაზი და რაც მთავარია, ექსკლუზიური სუნამოების დეპარტამენტის გახსნა, ეს იმ სიახლეთა მოკლე ჩამონათვალია, რომელსაც დელფი 2020 წლიდან გვიანონსებს. ასე რომ, თვალ-ყური ვადევნოთ კომპანიის გვერდს, ფაქტია, 2020 აქ ნამდვილად არ მოვიწყენთ.





Comments