ბრენდი Loveline რებრენდინგის შემდეგ.
მოყვარული მეგობრების მიერ შექმნილი loveline-ის ენთუზიაზმი ქალაქს მარტივად მოედო და
გოგონებშიც დიდი ინტერესი გამოიწვია.
" მივხვდით, რომ შეგვეძლო ენთუზიაზმისთვის უფრო დიდი მნიშვნელობა მიგვენიჭებინა და გადავწყვიტეთ რებრენდინგის გაკეთება. სახელიც შესაბამისად, მნიშვნელობიდან გამომდინარე შევუცვალეთ - MATTERS - BY LOVELINE .
MATTERS არის ბრენდი, რომელიც ხაზს უსვამს ღირებულ და მნიშვნელოვან მომენტებს, როგორიცაა მეგობრობა, სიყვარული, ერთგულება, თანაგრძნობა და თანასწორობა. ეს არის ბრენდი, რომელიც ასოცირდება ხარისხთან, დახვეწილობასა და ტრენდულობასთან. " - განაცხადა ჩემთან საუბარში ბრენდის დამფუძნებელმა .
იგი ზრუნავს და ორიენტირებულია მომხმარებელზე.
" ყოველ სეზონზე საქართველოში მთელი გულით ვქმნით კოლექციას თანამედროვე, დინამიური და ინტელიგენტი ქალებისთვის, რომლებსაც სწამთ და იზიარებენ ბრენდის ღირებულებებს. "
ახალი კოლექციის შესაფასებლად და შედაძენად ესტუმრეთ საბურთალოს სითი მოლს, ქავთარაძის 1.













Comments
Post a Comment