"Mallo Pearls" - ექსპრომტად დაბადებული იდეების რეალური სახე.



   მდინარის მარგალიტები და ნატურალური ქვები - ეს ის ძირითადი მასალაა, რომლისგანაც დიზაინერი მარიამ  ტაბატაძე თავისი ბრენდის "Mallo Pearls"-ის სამკაულებს ქმნის.
  დიზაინერის ექსპრომტად დაბადებული იდეა გარდაიქმნება რეალობად, ბრენდის ლოგოტიპიც კონცეპტუალურად დაკავშირებულია სიახლესთან და თავისუფლებასთან.



- როგორ დაიწყეთ დიზაინერობა ან როდის და როგორ შექმენით თქვენი ბრენდი? 

- პროფესიით ვარ ტანსაცმლის და ფეხსაცმლის დიზაინერი. ორი წლის წინ დავიწყე ხელნაკეთი ტანსაცმლის და სამკაულების ესკიზების გაკეთება. 2019 წლიდან აქტიურად ჩავერთე ინდუსტრიაში და ესკიზები ვაქციე რეალობად, ამასთან ერთად შეიქმნა ბრენდი “მალლო”-ც.



- კონკრეტულად რომელი აქსესუარები შექმენით პირველად. როგორ გაჩნდა სახელწოდების იდეა? 

- ბრენდის კონცეფცია დაიბადა გაზაფხული-ზაფხულის ჩაცმულობის გაფორმებაზე ზრუნვით, კერძოდ ეს ორი სეზონი გამოირჩევა ჩაცმის თავისუფალი სტილით, ფერებით და მოითხოვს აქსესუარებს, რომლებიც მეტად ხაზს უსვამს ხასიათის შტრიხებს. პირველი ესკიზი, რომელიც რეალობად იქცა წარმოადგენდა მდინარის მარგალიტის და ფერადი ბროლების ყელსაბამს.




-  ინსტაგრამზე როგორც ჩანს თქვენი მომხმარებელი ბევრი ცნობილი სახეა, რა მოსწონთ კონკრეტულად თქვენს აქსესუარებში? 

- ვფიქრობ “მალლო”-ს პოპულარობა განპირობებულია მომხმარებლის მიმართ ინდივიდუალური მიდგომით, რის საფუძველზეც ირჩევა აქსესუარის უნიკალური ფერები, ფორმები და მასალა, რაც მუდამ იმსახურებს მოწონებას.



- დამეთანხმებით რომ კონკურენცია საკმაოდ დიდია, რა ხდის თქვენს ბრენდს გამორჩეულს ბაზარზე? 


- 2019 წლის დასაწყისიდან მოყოლებული ბრენდის მომხმარებლების რაოდენობა მუდამ იზრდება, რაც განპირობებულია უცვლელი ნიშით და ხარისხით, ტენდენციურობით. აქსესუარები ნებისმიერი სეზონის ჩაცმულობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.




- რა სიახლეები გაქვთ ამ ეტაპზე? 

- ამ ეტაპზე აქტიურად ვართ ჩართულები გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის შექმნაზე.




 - სად შეიძლება თქვენი აქსესუარების შეძენა ?

-  “მალლო”-ს აქსესუარების შეძენა შესაძლებელია, ქავთარაძის N1-ში მდებარე სავაჭრო ცენტრი “სითი მოლის” მეორე სართულზე, ქართველი დიზაინერების კუთხე მაღაზია "MATTRERS ".



- რას გეგმავთ სამომავლოდ?

- უახლოეს მომავალში, ჩვენი მომხმარებლებისთვის ვგეგმავთ სასიამოვნო სიახლეებს, რომელიც ახალი პროდუქტის სახით გამჟღავნდება და წარმოადგენს ქალბატონების განუყოფელ ნაწილს!



Instagram ://instagram.com/mallo_pearls?igshid=gwa104rx2mgy 

Comments