რას გვთავაზობს NB Atelie ?
საქართველოში ახალი ბრენდების რიცხვი დღითიდღე იზრდება,რასაც ჟურნალი ცხადია, მიესალმება და ახალი წამოწყებების შესახებ პირველი სწორედ თქვენ გაცნობებთ. დღეს მოგიყვებით ახალ ბრენდზე "NB Atelie". ჩვენ დავუკავშირდით მის დამფუძნებელს,ნატა ბერიძეს და სპეციალურად თქვენთვის პატარა ინტერვიუ ჩავწერეთ.
- როდის დაარსდა ბრენდი ?
- ბრენდის დაარსების სურვილი დიდი ხანია მქონდა და სურვილი ორი თვის წინ ავისრულე.
- რა არის თქვენთვის ინსპირაცია?
- ინსპირაცია ჩემთვის ჩემი გოგონაა, როცა რამე მოდელს ვქმნი, ყოველთვის მასზე ვფიქრობ,პირველი ჰუდიც მისთვის შევქმენი.
- რა სერვისებს გვთავაზობს ატელიე, სად მდებარეობს და როგორია სამუშაო გრაფიკი?
- ჩვენ მომხმარებლებს ინდივიდუალურ სერვისსაც ვთავაზობთ და გვაქვს მზა პროდუქტიც, ატელიე მდებარეობს თემქაზე და რვა საათიანი გრაფიკი გვაქვს. ასევე, ჰუდების შეძენა შეგიძლიათ ონლაინ ჩვენს "Facebook" გვერდზე "NB Atelie.
- როდის შექმენით თქვენი ნუშური ჰუდები?
- ჩვენი ჰუდების კოლექცია შემოდგომაზე შეიქმნა.
- რით გამოირჩევა თქვენი პროდუქტი სხვა ქართული ატელიეების პროდუქტისგან?
- ჩვენი ჰუდები კომფორტული და ხარისხიანია, ასე ვაპირებთ გაგრძელებას.
- რა სიახლეები გაქვთ ამ ეტაპზე ?
- ამ ეტაპზე ვქმნით სხვა მოდელებს (მაისურებს), რომლებიც მალე ჩაეშვება წარმოებაში.
- რას აპირებთ სამომავლოდ?
- სამომავლოდ წარმოების გაფართოებას ვაპირებ, გაზაფხულზე ბევრი სიახლე გვექნება და გავახარებ ერთგულ მომხმარებელს ხარისხიანი ,ლამაზი და კომფორტული სამოსით.
https://www.facebook.com/NB-atelie-104160154384805/







Comments
Post a Comment