Ameus - თქვი შენი სიტყვა.


   ბიზნესმენ ჩაჩი დასენი, რომელსაც ფინანსურ სექტორში თავისი ბიზნესი აქვს, ალბათ ვერც წარმოიდგენდა რომ მოღვაწეობას Beauty-შიც დაიწყებდა და საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სალონების ქსელს შექმნიდა, თუმცა თბილისში არსებული სალონებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ უბიძგა თავისიც გაეხსნა და ერთი წლის წინ, დაიბადა "Ameus".



"Ameus" ლათინური სიტყვაა (Aio Meus) და ითარგმნება , როგორც : " თქვი შენი სიტყვა ".
თავდაპირველად, იყო მამაკაცის სალონი ახლა კი ქალბატონისაც დაემატა. ჩვენ დავუკავშირდით ჩაჩის და გადავწყვიტეთ , ინტერვიუ ჩაგვეწერა.




- რატომ გადაწყვიტეთ მამაკაცის სალონის გახსნა ?

- მე და ჩემი მეგობრები ხშირად დავდიოთ სხვადასხვა სალონებში, თუმცა მამაკაცის ქართული სალონების მომსახურეობით არასდროს არ ვიყავით კმაყოფილები მომსახურეობით. გვიწევდა ქალბატონების სალონის პირობებზე მორგება. იქმნებოდა თავისებური დისკომფორტი , მაგალითად, ჩემი მეგობარი ვერ იკეთებდა პედიკურს. ასე დაიბადა "Ameus"-ის იდეოლოგია. შეიქმნა სალონი, სადაც არის "ბარბერშოპი", მანიკური , პედიკური, ტატუ, მასაჟი, ბარი, კაფე, ბილიარდი, ეპილაცია , კოსმეტოლოგია - ეს ყველაზე ერთ სივრცეში შარშან მაისის თვეში, ფალიაშვილის 63 ნომერში გაიხსნა.




- რამდენ მოეწონა მომხმარებელს სალონი და გახსნასთან დაკავშირებულ სირთულეებს თუ წააწყდით ?


- სირთულე სალონისთვის შესაფერისი კადრების დეფიციტს უკავშირდება. საქართველოში ეს კულტურა ნელ-ნელა იხვეწება და ვითარდება. სპეციალისტების ჩამოყვანა უცხოეთიდან მოგვიწია. ჩვენი თანამშრომლები არიან უკრაინიდან, რუსეთიდან , ყაზახეთიდან , როგორც მათ გაუჭირდათ ჩამოსვლა , ასევე ქართველებს მათთან ინტეგრირება.




- ეს ყველაფერი ცხადია, რომ ფინანსებს უკავშირდება. რამდენად ხელმისაწვდომია "Ameus"- ის ფასები?

- ჩვენი გათვლა არის ის , რომ პროდუქცია უნდა იყოს პრემიუმ ხაზის , ხოლო მომსახურება მაღალი ხარისხის. ბუნებრივია, რომ ეს ყველაფერი ზრდის ფასს. მაგალითად, მამაკაცის თმის შეჭრის ერთი პროცედურა ჯდება 50 ლარი. ამაში დამატებით შედის , ბილიარდი, ყავა, ჩაი, წვენი, ყურისა და ცხვირის წმენდა და რა თქმა უნდა , თმის შეჭრა უმაღლესი ხარისხით.




- ახალ ქალბატონების სალონზე, რას გვეტყვით?

- კაცების სალონის ერთგული მომხმარებლის ცოლების მხრიდან ქალის სალონის გახსნის მოთხოვნა წამოვიდა. ცოტა ხნის წინ შევქმენით სწორედ იგივე ხარისხისა და პრემიუმ კლასის სალონი ქალბატონებისთვის.
ყველა ხაზს აქვს როგორც ეკონომ, ასევე პრემიუმ ხაზის პროდუქტი. ჩვენთან L'Oréal Professional , Goldwell, Moroccanoil , Balmain, Kerastase - ნებისმიერი პროდუქცია გათვლილია პრემიუმ ხაზისთვის, თუმცა სალონისთვის საჭიროა, არა მხოლოდ ძვირადღირებული პროდუქციის ქონა არამედ მისი გამოყენების მცოდნე სპეციალისტებიც. ჩვენთან მომხარებელს, სტანდარტულ პროცედურებთან ერთად თმის დიაგნოსტიკა და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარება შეუძლია.
ჩვენ განვსხვავდებით სხვა სალონებისგან იმით რომ არ გვაქვს გაბერილი ფასები და ჩვენი მომსახურეობა პროპორციულია ფასისა.





- რას გეგმავთ სამომავლოდ?


- ჩვენ ვაპირებთ მსოფლიო ქსელის შექმნას და ზრუნვას იმაზე, რომ "ამეუსი"  პირდაპირ ასოცირდებოდეს პრემიუმ ხარისხთან. ერთ წელში ჯერჯერობით ორი სალონი გავხსენით , ვაპირებთ გავფართოვდეთ როგორც ბავშვების, ასევე ესთეტიკის ხაზით.



თქმას ნახვა ჯობია, ასე რომ სალონი "Ameus" მამაკაცებს ფალიაშვილის 63-ში , ხოლო ქალბატონებს ახლა უკვე კავსაძის 3-ში ელოდება.
აქვე მინდა აღვნიშნო ,სალონის სახე და მომხმარებელი მოდელი ლალი გუშიკაშვილია, ლალიმ "Ameus"-ზე პატარა კომენტარიც გააკეთა:




- ლალი : როგორც ჩემი თავთან ვარ მომთხოვნი, ასევე მომსახურების მიმართაც. ყოველთვის ვითხოვ პრემიუმ ხარისხსს. სალონი ძალიან მომწონს , რადგან მსაგავსი სალონი თბილისში არ გვხვდება. ყველა ქალბატონს სურს, რომ დედოფალივით იყოს, ხოლო "Ameus" ამაში გვეხმარება. 




Comments