"აოკი" - ტელეფონის ქართული საკიდი, რომელიც ნებისმიერ ქეისს ჩაანაცვლებს.
"აოკი" არის ქართული წარმოების ბრენდი, რომელიც საზოგადოებას მობილურის ინივაციურ ქეისებს სთავაზობს. ის ქართულ ბაზარზე 2018 წლის 1 ივლისიდან გამოჩნდა და დღეს უკვე საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს. მსგავი კონცეფციის ქეისებს საქართველოში ანალოგი არ აქვს.
"აოკის" შექმნის იდეა ბრენდის დამფუძნებელს, ანი გუგუნავას საზღვარგარეთ ყოფნის დროს გაუჩნდა, როდესაც მსგავსი კონფიგურაციის ქეისი ნახა.
" მაშინ გავიფიქრე” აი ეს არის ის, რაც ყველას გვჭირდება” და გადავწყვიტე რომ ის ქართველი მომხმარებლისთვის შემეთავაზებინა." - აღნიშნა ჩვენთან საუბარში ანიმ.
ყველა დამეთანხმება რომ ტელეფონი ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ნივთია, სწორედ ამიტომ მისი კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა, სამწუხაროდ ეს არც ისე მარტივია, ტელეფობი ხან ვარდება, ხან კიდევ სხვადასხვა ადგილებში გვრჩება. შეიძლება ითქვას რომ ეს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა ჩვენს ყოველდღიურობაში.
"აოკის" ქეისები კი ამ პრობლემის მოგვარების ყველაზე მარტივი და იდეალური საშუალებაა.
აღნიშნული ქეისის ტარების შემდეგ მომხმარებელმა სამუდამოდ დაივიწყა მსგავსი პრობლემები.
რაც შეეხება ბრენდის, ორიგინალურ სახელს დიზაინერმა აღნიშნა, "მინდოდა ყოფილიყო ორიგინალური და მარტივად დასამახსოვრებელი. ვეცადე, რომ არ მომექცია ჩარჩოში და არ დავარქვი ქეისთან ან ტელეფონთან ასოცირებული სახელი, რადგან მაქვს გარკვეული იდეები, რომლებიც სამომავლოდ "აოკს" შეემატება. "აოკის" ბუდე არის ხელნაკეთი და მზადდება ქართული წარმოების ნატურალური ტყავისა და შავი სილიკონის ქეისისგან. "
არსებობს ორი სახის დიზაინი. -საკიდი, რომელიც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ქეისს მოხსნათ და საკიდი , რომელიც უშუალოდ მასზეა დამაგრებული. მომხმარებელს თავად შეუძლია აირჩიოს სასურველი დიზაინი ტელეფონის ნებისმიერი მოდელისთვის. "აოკის" ქეისები უზრუნველყოფს მობილური ტელეფონის უსაფრთხოებასა და საიმედოობას. ის მომხმარებელს უქმნის კომფორტს ნებისმიერ სიტუაციაში.
მომხმარებელი კმაყოფილია, როგორც ბრენდის კონცეფციით, ასევე დიზაინითა და მისაღები ფასით. "აოკის" ქეისების ტარების შემთხვევაში, შეგიძლიათ ქეისი ჩანთასავით გადაიკიდოთ და თქვენი საყვარელი ნივთი მუდამ თან გქონდეთ. "აოკის" უნიკალურობა სწორედ იმაშია რომ ის ქართული ბაზრისთვის სრულიად ინოვაციური, განსხვავებულია და მის მთავარ უპირატესობას მისი კომფორტულობა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე მოთხოვნა მასზე საკმაოდ მაღალია. ასევე, ის არის ხელნაკეთი აქსესუარი, რომელიც მზადდება მაღალი ხარისხის ნატურალური ტყავისგან. "აოკის" ქეისების შეძენა შესაძლებელია ინსტაგრამისა და ფეისბუქის საშუალებით. ის მზადდება შეკვეთის მიღებიდან 5-7 დღეში.











Comments
Post a Comment