რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს ვალენტინობაზე?
14 თებერვალი, დღე, როდესაც მთელი მსოფლიო წმინდა ვალენტის დღესასწაულს აღნიშნავს. თუმცა , მის მოახლოებასთან ერთად უფრო მეტად აქტუალური ხდება კითხვა რა ვაჩუქოთ საყვარელ ადამიანს. დღეს მე გაგაცნობთ ქართულ ბრენდს , რომელიც თავისი სახელის ქვეშ აერთიანებს ხარისხს, კრეტივსა და დახვეწილ დიზაინს, ამიტომ არ არის გასაკვირი რომ "კალიფსო" ყველა ქალბატონის ფავორიტი ბრენდია. დიზაინერი მარიამ გელხაური გაგვაცნობს ბრენდს და მოგვიყვება მის წარმატების ისტორიაზე.
- მარიამ, მოდი ჯერ შენზე მომიყევი, როდის დაიწყე დიზაინერობა და როდის დაარსე ბრენდი ?
- დაახლოებით 12- 13 წლის ასაკში შევისწავლე ტიხრული მინანქრის დამზადების ტექნოლოგია.საკუთარი ბრენდის დაარსების იდეა კი 4 წლის წინ გამიჩნდა, მაგრამ დიდი დრო დამჭირდა მისი განხორციელებისთვის , რაშიც ჩემი მეგობარი გიორგი კოშაძე დამეხმარა. ამ პერიოდში ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში კინო- ტელე მხატვრობის ფაკულტეტზე და პარალელურად ვთანამშრომლობდი სხვადასხვა კომპანიასთან , სადაც მივიღე საჭირო გამოცდილება, რომ შემექმნა საკუთარი ბრენდი ,, calypso handamde accessories''.
- გაიხსენე ის პირველი ნამუშევრები , რომლებიც შექმენი...
- ,,Calypso"ბრენდის პირველი ნამუშევარი იყო საყურე, ბეჭედი ნეფერტიტის გამოსახულებით , რომელსაც დიდი გამოხმარუება მოყვა . ასევე, შევქმენით საათები ტიხრული მინანქრის ციფერბლატით , რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს და ერთ-ერთ წარმატებულ ხაზად ითვლება ასევე გვაქვს ,,ცნობილი მხატვრების " ნამუშევრების ასლები ტიხრულ მინანქარში ,რომელიც საკმაოდ პოპულარულია იქიდან გამომდინარე რომ ჩვენს მომხმარებელს ვაძლევთ უნიკალურ შანსს თავად შეარჩიონ თავიანთი სყვარელი ნახატი .
- მარიამ, რომელ მასალას იყენებ მუშაობის დროს ? მომიყევი უშუალოდ ტექნიკის შესახებაც.
- გამოყენებული მასალა წარმოადგენს უმაღლესი ხარისხის ვერცხლს (925 სინჯის). ხელოვნურ ტყავს , პროცესი საკმაოდ გრძელი და შრომატევადია. თავდაპირველად, იხატება ესკიზი . შემდეგ იწყება ყალიბის დამუშავება, ზედმეტი ნაწიბურების მოშორება , სხვადასხვა ნივთიერებებით გაწმენდა , შემდეგ ესკიზის მიხედვით იწყობა ტიხრები, სპეციალური ხელსაწყოებით . მნიშვნელოვანია ფერების არჩევა. ზოგიერთი მათგანი იმდენად სპეციფიურია რომ საჭიროა ზუსტი ტემპერატურის ცოდნა თუ რომელ გრადუსზე დნება ის. იდება ფერის რამოდენიმე ფენა 3-4 ამის შემდგომ კი ნივთი მუშავდება და პრიალდება სპეციალური ხელსაწყოებით . ამასთანავე, მუშაობის პროცესში საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა აუცილებელია , სახელოსნო სათანადოდ იყოს მოწყობილი გამწოვებით . რამდენადაც ლამაზია მინანქარი მუშაობის პროცესში იმდენად ტოქსიკურია გადნობისა და დამუშავების დროს - შესაბამისად, სპეციალური პირბადეებით არის რეკომენდებული მუშაობა.
- როგორია თქვენი კონცეფცია და სტილი?
- ჩვენ ვქმნით ყველასთვის ხელმისაწვდომ ხარისხიან ქართულ პროდუქტს. ნამუშევრებში არ ვიყენებთ ცხოველურ პროდუქტებს. ქართული ბაზრისთვის სიახლეს წარმოადგენს ჩვენს მიერ შექმნილი საათები. ასევე, მომავალში არაერთ პროექტს ვგეგმავთ ჩანთების, ქალისა თუ მამაკაცის ხესთან კომბინირებულ სხვადასხვა აქსესუარის სახით. მუდმივი სიახლეები და ხელსაყრელი ფასია ის, რითაც ვხიბლავთ ჩვენს მომხმარებელს. "კალიფსო" მთლიანადაა მორგებული მომხმარებელზე ვცდილობთ, სხვადასხვა გემოვნების ადამიანისთვის შევქმნათ ხელმისაწვდომი პროდუქცია. ასევე , ვიღებთ კერძო შეკვეთებსა და დამკვეთთან ერთად ვქმნით აქსესუარის დიზაინს, რაც კიდევ უფრო მეტ უპირატესობას გვანიჭებს.
- ამ ეტაპზე რაიმე სიახლე თუ გაქვთ ? მაგალითად, რომელია ის პროდუქტი, რომლითაც საყვარელი ადამიანის გახარება შეიძლება.
- ახლახანს დავამატეთ ახალი ხაზი. მომხმარებელი გვიგზავნის ფოტოს და განსაკუთრებულ მომენტებს საათებში ვაცოცხლებთ. მომხმარებელი ჩვენს შესახებ ინფორმაციას იგებს სოციალური ქსელებიდან. ნამუშევრების დათვალიერება , შეძენა შეუძლიათ ჩვენს ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე .
https://www.facebook.com/Calypsoკალიფსო-437980530053548/
https://www.instagram.com/calypso_official_/?igshid=d9bpf0olh7ev
- რას უკავშირდება თქვენი სამომავლო მიზნები?
- ვიღებთ სხვადასხვა გამოფენებსა და მარკეტებში მონაწილეობას. სამომავლოდ ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტების განხორციელებას : ქალისა და მამაკავის ტანსაცმლის ხაზის შექმნას ძველი ქართული ტრადიციული ტიხრული მინანქრის ელემენტებით ,რომელსაც კოლაბორაციის სახე ექნება . ასევე საათების ხაზის გაფართოებას, მეტად დახვეწას,სხვადასხვა მოდელების დამატებას და მამაკაცის ხაზის შექმნას . ეს იქნება სიახლე არამარტო ჩვენთვის, არამედ ზოგადად ქართული ბაზრისთვის. მას შემდეგ რაც ავითვისებთ ქართულ ბაზარს სურვილი გვაქვს რომ საქართველოს ფარგლებს გავცდეთ და მეტად გავზარდოთ ამ სფეროს ცნობადობა .











Comments
Post a Comment