"სულფარი" - აკნეს, გამონაყარის და ლაქების წინააღმდეგ.
- როგორ გაგიჩნდათ "Sulphur "- ის დაარსების იდეა , რა იყო თქვენი მამოტივირებელი ?
- ბავშვობაში მეც ძალიან პრობლემური კანი მქონდა და სულფარის წყალიბით მოვირჩინე ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტე, შემექმნა ინსტაგრამ გვერდი და დავხმარებოდი იმ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ გამონაყარის პრობლემა.
- კონკრეტულად რა პროდუქცია გაქვთ წარმოდგენილი, თუ შეგიძლიათ, რომ განგვიმარტოთ თითოეულის დანიშნულება ,ფუნქცი და ა.შ ?
- თავიდან მქონდა მხოლოდ ჩვეულებრივი "სულფარი" 100 მილიგრამიანი, შემდეგ მომხმარებელთა თხოვნით დავამატე დერმა სუფარი ,რომელიც არის ჩვეულებრივი სულფარის გაუმჯობესებული პროდუქტი უფრო ძლიერია და უფრო სწრაფად აღწევ სასურველ შედეგს , ეს ორივე პროდუქტი შექმნილია აკნეს სამკურნალოდ , გამონაყარისთვის , ფერიმჭამელებისთვის და აკნესგან დატოვებული ლაქებისთვის. მკვებავი , რომელიც ატენიანებს სახის კანს და კარგია მშრალი კანის საწინააღმდეგოდ. ტონალურის გამოყენება შეიძლება, როგორც მზის დამცავი.
- თუ ახასიათებს პროდუქტს გვერდითი მოვლენები, რაიმე არგუმენტი ან გარანტია ?
- ალერგია შეიძლება გამოიწვიოს იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი ალერგულია მედიკამენტებზე და ხშირად ვუსვამ ამ ფაქტს ხაზს და არ ვაძლევთ რეკომენდაციას მედიკამენტებზე ალერგიულ მომხმარებელს.
- სად მზადდება თქვენი პროდუქცია და რამდენად ხელმისაწვდომია ფასი?
- პროდუქტი მზადდება საქართველოში . მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ხელმისაწვდომი ფასი იყოს. ჩვენ უპირველესად, მომხმარებლის კომფორტზე ვფიქრობთ, ადგილზე მიტანის სერვისი უფასო გვაქვს თბილისშიც და რეგიონებშიც.
- რა იწვევს ზოგადად კანის პრობლემებს და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ მოვახდინოთ პრევენცია ?
- ძალიან დიდი პრობლემაა კვება, ასაკობრივი გამონაყარი კი დაკავშირებულია ინდივიდის ზრდასთან და მის ორგანიზმში მეტაბოლიზმის ცვლაზე, ამიტომ გამონაყარი უფრო ხშირია სკოლის მოსწავლებში . მნიშვნელოვანია, ბევრი წყლის დალევა , მშრალი საჭმლისა და ციტრუსოვანი ხილის ნაკლებად მიღება.
- რამდენი ადამიანისგან შედგება თქვენი ჯგუფი?
- დაახლოებით 7 ადამიანისგან. ეს არის 2 ადმინი , 2 კურიერი , 2 ადამიანი ვინც ამზადებს (დედაჩემი და მისი თანაშემწე) და მე.
- თუ გყავს ქართულ ბაზარზე კონკურენტები?
- კი, კონკურენტი ბევრი მყავს . ძალიან მრავალფეროვანია დღეს ბაზარი სახის მოვლის პროდუქტებით , მაგრამ საბედნიეროდ მაქვს მომხმარებლთა ნდობა მოპოვებული და ვფიქობ , მთავარი კოზირი ეს არის ჩემი.
- შეგიძლია, შეაჯამო შენი წარმატებული ნაბიჯები დაწყების დღიდან დღემდე ?
- წარმატებული ნაბიჯები არის გამომწერები , კმაყოფილი მომხმარებელი და ასევე, ცნობილი სახეები , რომლებსაც აწუხებთ მსგავსი ტიპის პრობლემა თვითონაც იყენებენ და შემდეგ რეკომენდაციასაც გვიწევენ და მათი მადლობელი ვართ.
- თუ გეგმავთ თქვენი პროდუქციის არჩევანის გაზრდას სამომავლოდ?
- კი ვფიქრობთ პროდუქციის დამატებას და კიდევ როგორც ინტერნეტ მაღაზია უფრო განვითარებას.
https://instagram.com/sulphur_official?igshid=xt1pubcl9fdy









Comments
Post a Comment