მოგზაურების საყვარელი ქართული ბრენდი "ანსასი".
- როგორ გაგიჩნდათ ბრენდის შექმნის იდეა და რატომ გადაწყვიტეთ სამგზავრო ბალიშების წარმოება ?
- სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მსურდა ჩემი სტარტაპის წამოწყება და სულ ძიების პროცესში ვიყავი. ერთხელ მეგობრისთვის სამგზავრო ბალიშისა და თვალის ნიღაბის შეძენას ვაპირებდი და ქართულ ბაზარზე ვერ მოვიძიე მაღაზია, სადაც კომპლექტის შეძენას შევძლებდი და ზუსტად მაგ დროს ეს იდეა გავუმხილე დედაჩემს, რომელიც ძალიან კარგად კერავს და მხარი დამიჭირა. უკვე მეორე დღესვე მზად მქონდა საჭირო აქსესუარები და მასალები. ასე შეიქმნა სამგზავრო ბალიში და თვალის ნიღაბი. პირველი ქმნილება, რა თქმა უნდა არ იყო იდეალური, მაგრამ ვამაყობ, რომ ყოველ ჯერზე იხვეწება პროდუქცია და ამ "ფიდბექს" მომხმარებლებისგანაც ვიღებ.
- რა მასალებს იყენებთ მუშაობისას და როგორია თავად ბრენდის კონცეფცია?
- პროდუქცია იქმნება რბილი ბარხატისა და პლუშის მასალისგან. შიგთავსად ვიყენებთ ანტიალერგიულ სინტიფონს და ვცდილობთ , ყველანაირად მოვერგოთ ჩვენი მომხმარებლის სურვილებს და რჩევებს.
- შეიძლება გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, მაგრამ ანსასის ყველა მომხმარებელი ხაზს უსვამს ჩვენი პროდუქციის მაღალ ხარისხსა და მომსახურებას. ვცდილობთ, თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მივუდგეთ და მათი ნებისმიერი სურვილი შეძლებისდაგვარად გავითვალისწინოთ. როდესაც მომხმარებელი მეორე ჯერზეც შენ გირჩევს, ხვდები, რომ შენს შრომას ფუჭად არ ჩაუვლია.
- მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს გააკეთოს ნებისმიერი ტექსტისა თუ ინიციალის გრავირება ბალიშებსა და თვალის ნიღბებზე. მათ ვაძლევთ იმის საშუალებას, რომ ატარონ ინდივიდუალურად მათთვის შექმნილი აქსესუარები.
- რა სიახლეები გაქვთ ამ ეტაპზე ?
- პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ფეისბუქ და ისტაგრამ გვერდების მეშვეობით. სამომავლო გეგმები ბევრია, მაგრამ როდესაც განვახორციელებთ გავაცნობთ ჩვენ დიდ აუდიტორიას. საუკეთესო სურვილებით.
https://www.facebook.com/ansasii/
https://www.instagram.com/ansasii/












Comments
Post a Comment