ინტერვიუ დიზაინერ თამუნა ბეჟანიძესთან.
- როდის დაიწყეთ დიზაინერობა და როგორ ჩამოაყალიბეთ ბრენდი?
- ყველაფერი დაიწყო 2016 წელს, როდესაც ბაკალავრის ბოლო კურსის პარალელურად დავიწყე ბავშვობის ოცნების განხორციელება და პროფესიულად მოვკიდე ხელი ჭრა-კერვის და კონსტრუირების კურსებს. ცოდნის და გამოცდილების მიღების შემდეგ,მივხვდი, რომ მზად ვიყავი სწავლა და დახარჯული ენერგია მექცია პროფესიად. 2018 წელს ბრენდის შექმნის პირველი ნაბიჯები გადავდგი. თითოეული კრეატიული და ტექნიკური გადაწყვეტილების მიმღები თავად გახლდით, ეს ჩემთვის აუცილებელი იყო,რადგანაც ჩემთვის მნიშვნელოვანია ბრენდის თითოეული დეტალის სწორად და ზუსტად წარდგენა. საკმაოდ რთული და საინტერესო გზის შემდეგ, ბრენდი “TAMUNA.BEZHANIDZE.collection” 2018 წლის 21 ივნისს დაიბადა.
- როგორია თქვენი სტილი?
- იდეა ძირითადათ იბადება სამუშაო პროცესში,ქსოვილებთან ურთიერთოს დროს. ბრენდის ძირითადი სტილი აზიიის და აღმოსავლეთის გადაკვეთაა. ასევე ექვემდებარება ქუჩის სტილის კატეგორიასაც,ის რაც ჩვენს ყოველდღიურობას მეტ ეფექტურობას უსვამს ხაზს.
- როგორ სეგმენტზეა გათვლილი თქვენი სამოსი?
- სამოსის ძირითადი კატეგორია 18-50 წლის გოგონები და ქალბატონებია,მათთვის ვისაც უყვარს შავი,თეთრი და პასტელური ფერების კომბინაციები. სტილი -თავისუფალი. დეტალები -ქალური და მინიმალისტური.
როგორ ხედავთ თქვენი ბრენდის სამომავლო განვითარებას ?
- ბრენდის მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე არის მამაკაცის ხაზის შექმნა. შემდეგი ეტაპი მოდის კვირეულები და შოუ- რუმებია.
- როგორია თქვენი ჯგუფი, ვისთან ერთადაც გიწევთ მუშაობა?
- ბრენდი მოიცავს ორ ნაწილს: ყოველი ახალი და სეზონური კოლექციის ქსოვილების შერჩევა ხდება საზღვარგარეთ,რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული და სასიამოვნო ნაწილია. ქსოვილების შერჩევის შემდეგ ვიწყებ ჩანახატების დამუშავებას,რომლის მთავარი ინსპირაცია შერჩეული ქსოვილებია. ერთ თვიანი პროცესის შემდეგ მასალებს და ქსოვილებს ვაწოდებ ფაბრიკას,სადაც ვიწყებთ კოლექციაზე მუშაობას.
- როგორი იყო პირველი კოლექცია და თუ მუშაობთ ამჯერად ახალზე ?
- პირველი კოლექცია განსაკუთრებულად გამორჩეული იყო, 2 თვეში შევკერე 50 ლუქი, ეს იყო ჩემთვის ყველაზე ემოციური პერიოდი. თითუეული ლუქი იყო ექსკლუზიური,კოლექცია გამოირჩეოდა - თავისუფალი და აზიური სტილით,თავისი მინიმალისტური დეტალებით. შემოდგომა/ზამთრის კოლექცია 19-20 მთლიანად მივუძღველი პალტოებს და მანტოებს. ახლა კი ვემზადები გაზაფხული-ზაფხულის კოლექციისთვის,რომელიც იქნება მრავალფეროვანი,იქნება ტრენდული ფერები და ქსოვილები.
- რა ძირითად მესიჯებს აფიქსირებს თქვენი ბრენდი?
- “TB.collection” გამოირჩევა ხარისხიანი ტანსაცმლით, მისაღები ფასებით და რაც მთავარია ექსკლუზიური ან მხოლოდ რამდენიმე მოდელით არის წარმოდგენილი.
- სად შეიძლება თქვენი სამოსის შეძენა ?
-სამოსის შეძენა შესაძლებელია თბილისის, ბათუმის და ქუთაისის მაღაზიებში. ბრენდი აქტიურია ონლაინ პლატფორმებზე.










Comments
Post a Comment