Dots and Dashes - ქართველი გოგოების სტარტაპი.
- ჩვენი ბრენდი 2016 წლიდან არსებობს. ზოგადად ძალიან მიყვარს აქსესუარები, განსაკუთრებით სამკაული. მაღაზიებში თვალი ყოველთვის სამკაულისკენ გამირბის და ხშირად ტანსაცმლის საყიდლად წასული სამკაულით ვბრუნდები ხოლმე. იდეა ძალიან სპონტანურად გაგვიჩნდა მე და ჩემს მეგობარს, მარიკა სიხარულიძეს. საუბრისას მოგვივიდა აზრად გაგვეკეთებინა ისეთი სამაჯურები, რომელიც ჩვენც ძალიან მოგვწონს და თან რაღაც განსაკუთრებული დატვირთვა ექნებოდა მყიდველისთვის - ის, რაც მას ყველა სხვა სამაჯურისგან განასხვავებდა.
- როგორია თქვენი კონცეფცია და სტილი?
- ჩვენს სამაჯურებს სიმბოლურად “სურვილის სამაჯურები” დავარქვით და მთავარ კონცეფციად მორზეს კოდი ავირჩიეთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მომხმარებელს ინდივიდუალურად შეუძლია ნებისმიერი სიტყვა დაშიფროს სამაჯურზე მორზეს კოდით და თან ატაროს ემოცია. რაც შეეხება სტილს, თუ გადავხედავთ სხვადასხვა ძველ თუ ახალ ფოტოებს, ძაფისგან შექმნილი სადა, მარტივი სამაჯურები ყოველთვის მოდაში და აქტუალურია. ჩვენს ბავშვობაშიც მახსოვს, ყოველთვის ვიკეთებდით სხვადასხვა სამაჯურებს, ვიფიქრებდით სურვილს და როცა გაწყდებოდა გვჯეროდა, რომ სურვილი ასრულდებოდა. ეს ლეგენდა დავუდეთ საფუძვლად ჩვენს ბრენდსაც. ძაფის სამაჯურები ცოტა უფრო დავხვეწეთ, ვერცხლის სიმბოლოები დავამატეთ და შინაარსისა და განსაკუთრებული დატვირთვის მისაცემად მორზეს კოდი გამოვიყენეთ.
- თავიდან, როდესაც ვფიქრობდით ვინ იქნებოდა ჩვენი მომხმარებლები, ბევრისგან მოვისმინეთ აზრი, რომ ეს უფრო იქნებოდნენ თინეიჯერები, სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდები, თუმცა 3 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ვიღებთ შეკვეთებს, დღეში ერთ შეკვეთას მაინც ვამზადებთ და საკუთარმა გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ჩვენი სეგმენტი ძალიან მრავალფეროვანია, მათ შორის უხვად არიან 25-40 წლამდე მამაკაცებიც. ბუნებრივია, ქალბატონები ყოველთვის უფრო აქტიურები არიან სამკაულების შეძენის კუთხით და ჩვენთანაც ასეა. მე ვიტყოდი, რომ ძირითადად ჩვენი მომხმარებლები 25 წლიდან 45 წლამდე ქალბატონები არიან, ვისთვისაც მნიშნველობა აქვს ნივთს, რომელსაც ატარებენ ან სხვას ჩუქნიან ჰქონდეს გარკვეული დატვირთვა, ატარებდეს შინაარს, ემოციას, მესიჯს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია მისთვის და მეორე ადამიანისთვის.
- როგორ ხედავთ თქვენი ბრენდის სამომავლო განვითარებას?
- სამომავლოდ ძალიან გვინდა გვქონდეს ჩვენი მაღაზია, სადაც მისულ მომხმარებელს ადგილზევე დაუმზადებენ სასურველი დიზაინის და შიფრის მქონე სამაჯურს.
- პირველი დღიდან ორი ადამიანი ვმუშაობთ. ჩვენი სამაჯურები ძირითადად ვერცხლის გამოყენებით მზადდება, თუმცა გვაქვს სხვადასხვა მასალებიც - ფერადი ქვები, ბიჟუტერია - ცოტა იაფფასიანი პროდუქციის მსურველებისთვის.
- ჩვენთვის ძალიან მნივნელოვანია და ვფიქრობ, ეს არის ის, რაც აცოცხლებს დღემდე ჩვენს ბრენდს, რომ დასაწყისში თითქმისს ყოველდღე ახალი დიზაინის სამაჯურებს ვთვაზობდით მომხმარებლებს, რამაც განაპირობა ჩვენი აუდიტორიის მრავალფეროვნება. ვცდილობდით ყველას გემოვნებას მოვრგებოდით. დღემდე, სულ ვცდილობთ სიახლე შევთავაზოთ მომხმარებელს, თუმცა ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მაინც ჩვენ სურვილის სამაჯურების პირველადი, ასე ვთქვათ სტანდარტული ვერსიაა.
- ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ჩვენმა სურვილის სამაჯურებმა გადმოსცეს ემოცია. ადამიანს შეუძლია დაშიფროს სასურველი სიტყვა და ატაროს ისე, რომ სხვა ამ სამაჯურის შინაარსს ვერ გაიგებს. ასევე ხშირად შეყვარებული წყვილები გვიკვეთავენ მათთვის მნიშვნელოვან სიტყვებს დაშიფრულს სურვილის სამაჯურზე - ის რაც მხოლოდ მათია და მათ იციან.
- სამკაულებს ამ ეტაპზე ვყიდით ონლაინ, სოციალური ქსელის მეშვეობით. ყოველთვის ვართ წარმოდგენილი სხვადასხვა თემატურ ბაზრობებზე. ასევე ჩვენი პროდუქცია იყიდება ბათუმში, მაღაზიაში “Scotch & Soda”.













Comments
Post a Comment